კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელისონი ისევ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერია


კომპანია „ორაკლის“ დამფუძნებელმა და მფლობელმა ლარი ელისონმა 2009 წლის განმავლობაში 84,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი გახდა. მისი შემოსავალი 2008 წელთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ საინტერესოა ის, რომ კრიზისამდე – 2007 წელს ელისონმა 182 მილიონი დოლარი მიიღო ანაზღაურების სახით. 65 წლის ელისონი ამერიკულ ჟურნალ, „ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეექვსე ადგილზეა და მისი ქონება 28 მილიარდ დოლარს აღწევს. კორპორაცია „ორაკლის“ საქმიანობა ინფორმაციის გამოყენებასთან, მართვასა და დაცვასთან არის დაკავშირებული. უკვე 30 წელია, ეს კომპანია კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელია. ელისონი იმითაც არის ცნობილი, რომ საიალქნო სპორტსა და ჩოგბურთში დიდ ინვესტიციებს დებს. არცთუ დიდი ხნის წინ, მან 200 მილიონამდე დოლარი ჩადო წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცირე დასახლების შესაქმნელად. მასვე ეკუთვნის მამული კალიფორნიაში, რომელიც იაპონიის იმპერატორთა სასახლის ანალოგიით გაშენდა. მისი აშენება ამერიკელ ბიზნესმენს 200 მილიონი დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, რომ ანაზღაურების მიხედვით, მეორე ადგილზე გასული მენეჯერის, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი ფირმის, „ბოსტონ საიენტიფიკის“ ხელმძღვანელის რეიმან ელიოტის ანაზღაურება „მხოლოდ“ 33,4 მილიონი დოლარია.


скачать dle 11.3