კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დაიმლერმა“ 22 ქვეყნის ჩინოვნიკის მოსყიდვა აღიარა


ცნობილი გერმანული კონცერნის, „დაიმლერის“ ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ 22 ქვეყნის ჩინოვნიკებს უხდიდა ქრთამს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც გერმანული კონცერნი ქრთამებს არიგებდა და ამგვარად „იცავდა“ საკუთარ ინტერესებს – რუსეთი, ჩინეთი, ტაილანდი, საბერძნეთი, ერაყი, ხორვატია, თურქმენეთი და უზბეკეთიც მოხვდნენ. თავის მხრივ, „დაიმლერის“ რუსეთის განყოფილებამაც აღიარა, რომ კორუფციაშია გარეული. კონცერნ „დაიმლერს“ კორუფციის ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ წაუყენა. საუბარია 56 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის გაცემაზე ამ სახელმწიფოებისგან შეკვეთების მისაღებად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და „დაიმლერმა“ შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, გერმანული კონცერნი 185 მილიონ დოლარ ჯარიმას გადაიხდის. საუბარია კონცერნის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე 1998 წლიდან 2008 წლამდე. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, „დაიმლერ ექსპორტი“ სახელმწიფო მოხელეებს დიდი ოდენობით ფულსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემდა. „ქრთამების გაცემა ოფშორული საბანკო ანგარიშების მეშვეობით და მესამე პირების საშუალებით ხდებოდა. ასეთი რთული სქემით აწარმოებდა „დაიმლერი“ ჩინოვნიკების მოსყიდვას“, – აღნიშნულია ამერიკის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთში „დაიმლერს“ ქრთამის სახით 3 მილიონი ევრო ჰქონდა გაცემული. „დაიმლერის“ დირექტორის, დიტერ ზეტშეს თქმით, კონცერნმა საკუთარი წარსულის შეცდომები გაითვალისწინა.


скачать dle 11.3