ევროზონაში უმუშევრობამ მაქსიმუმს მიაღწია
ევროპელი პოლიტიკოსების განცხადების მიუხედავად, რომ ეკონომიკაში რეცესიული პროცესები დასრულდა, ევროზონის 16 ქვეყანაში უმუშევრობა კვლავაც იზრდება. ევროპული სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის გაზაფხულისთვის უმუშევრობის დონემ 10 პროცენტს, 15,7 მილიონ ადამიანს მიაღწია. ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც მიმოქცევაში საერთოევროპული ვალუტა შემოვიდა, მაქსიმალური მაჩვენებელია. ევროზონის გარდა უმუშევრობამ მთლიანად ევროკავშირის მასშტაბითაც მოიმატა, სადაც დღესდღეობით უსამსახუროდ 23 მილიონი ადამიანი, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის 9,5 პროცენტი დარჩა. 2009 წლის განმავლობაში ევროკავშირის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო, გამკლავებოდა უმუშევრობას, ყველაზე მეტად კი ეს მაჩვენებელი ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა.