კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიყიდვაზე უთხრა უარი კვიპროსელმა მილიარდერმა ჯონ ფრედრიკსონმა რომან აბრამოვიჩს და რა აკავშირებს მის სასახლეს „ვატერლოოს ბრძოლასთან“


ჯონ ფრედრიკსონი, თანამედროვეობის ნავთობით ვაჭრობის ფლიბუსტიერი, არ ერიდება ისეთ ცხელ წერტილებში მოქმედებას როგორიც ერაყია. ბიზნესში ხისტს სტილს ამჯობინებს, რომლის შედეგადაც მან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობმზიდავი ფლოტის აშენება შეძლო. სწორედ მის სახელს უკავშირდება, ყველაზე თანამედროვე და ტექნიკის უმაღლეს დონეზე აღჭურვილი ნავთობ-პლატფორმების ფლოტის შექმნა, რომელსაც პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილებშიც შეუძლია ნავთობის მოპოვება. „ფორბსის“ 2010 წლის მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში, წარმოშობით ნორვეგიელ და კვიპროსის მოქალაქე ჯონ ფრედრიკსონს 7,7 მილიარდი ამერიკული დოლარით 88-ე ადგილი უკავია.

ჯონ ფრედრიკსონი ოსლოს მუშათა გარეუბანში 1944 წელს დაიბადა. მამამისი შემდუღებლად მუშაობდა და მათ ოჯახს არაფერი არ აკავშირებდა სანაოსნო ბიზნესთან. დღეს კი ფრედრიკსონს „ახალ არისტოტელე ონასისს“ უწოდებენ ბიზნესსამყაროში. კარიერა ჯონმა 27 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი სამსახური სანაოსნო სფეროში ბროკერობა იყო – თევზი გადაჰქონდა ისლანდიიდან ჰამბურგის პორტში. კანადასა და ნიუ-იორკში გატარებული მცირე პერიოდის შემდეგ, 60-იანი წლების ბოლოს, ჯონი ბეირუთში გადაბარგდა. იქ იგი საუდის არაბეთიდან და ერაყიდან ნედლი ნავთობის გატანით იყო დაკავებული, რომელიც შემდგომში გაწმენდილი ნავთობპროდუქტის სახით უკან ბრუნდებოდა. ფრედრიკსონს ძალიან მალე გაუვარდა ნავთობვაჭრობის სპეციალისტის სახელი, რომელიც კარგად იცნობდა შესაბამის ბაზარს.

70-იანი წლების შუა პერიოდში სანაოსნო სფერო ღრმა კრიზისში იყო. არაბეთის და ისრაელის ომის გამო ნავთობის ფასმა უმაღალეს ნიშნულს მიაღწია, მოთხოვნა მრავალტონიან ტანკერებზე დაეცა და ბევრი ნაოსანი უბრალოდ, გაკოტრდა. უამრავი ტანკერი იდგა ნორვეგიის პორტებში. ეს შანსი ფრედრიკსონმა სათავისოდ გამოიყენა. თავდაპირველად ის ლიზინგით იღებდა ტანკერებს, შემდეგ კი ნახევარფასად მთლიანად იძენდა.

80-იან წლებში ფრედრიკსონი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ნავთობის ექსპორტს ერაყიდან ახორციელებდა, მაშინ, როდესაც ირან-ერაყის ომი აქტიურ ფაზაში იყო – თავისი ტანკერები მას სპარსეთის ყურიდან, კუნძულ ხარგის ტერმინალიდან გაჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინალი ერაყის სამხედრო საჰაერო ძალებს პირადად სადამ ჰუსეინმა გამოუყო. სხვათა შორის, ფრედრიკსონის ტანკერები არაერთხელ გახდა ერაყული რაკეტების სამიზნე. თვითონ ჯონი კი ოსლოს ფეშენებელურ „თეატრე დე კაფეში“ ატარებდა დროს, სადაც ყოველ საღამოს წვეულებებს მართავდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ფრედრიკსონი მეზღვაურების სისხლის და ოფლის ხარჯზე მდიდრდებოდა. იგი თავის გუნდში ყველაზე მეტს მუშაობდა და არანორმალური შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მივლინებაში მას მუდამ თან დაჰყვებოდა სამი ბროკერი, რომლებიც ერთმანეთს დღე-ღამის განმავლობაში ენაცვლებოდნენ, რათა ძვირფასი დრო არ დაკარგულიყო. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჯონ ფრედრიკსონს არ უყვარდა თავისი საქმიანობის აფიშირება. იგი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და უარყოფდა, რომ ფლობდა ტანკერებსა და გემებს. მისი თქმით, ყველაფერი უცნობი ინვესტორის ფულით კეთდებოდა და ის, მხოლოდ შემსრულებელი იყო.

1985 წელს ფრედრიკსონი კვიპროსზე გადაბარგდა, სადაც მისთვის და მისი ბიზნესისთვის მისაღები საქმიანი გარემო, დაბალი გადასახადები და სანაოსნო ცენტრის შექმნისთვის იდეალური პირობები იყო. „ნორვეგიაში არაფერი მესაქმება, იქ საშინელი პირობებია ბიზნესის საკეთებლად, უსაშველოდ დიდი გადასახადები და უაზრო კანონების მთელი კრებული“, – ასე განმარტა თავისი კვიპროსზე გადასვლის მიზეზი ჯონ ფრედრიკსონმა, რომლის წინააღმდეგ, კუნძულზე გადაბარგებისთანავე, ნორვეგიულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თაღლითობის ბრალდებით. გამოძიების თქმით ფრედრიკსონის დაქვემდებარებაში მყოფი ტანკერები ზღვაში მოძრაობის დროს უკანონოდ იყენებდნენ საწვავად გადასაზიდ ნავთობპროდუქტებს. ბრალდების გამოცხადებიდან სულ ცოტა ხანში, ფრედრიკსონი მარტო გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. მან მოახერხა ადვოკატის გარეშე დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. ამ ბრალდებას კი მის მიმართ ნორვეგიის მთავრობის შურისძიება უწოდა.

1996 წელს ფრედრიკსონმა შეიძინა შვედური კომპანია „ფრონტლაინი“, რომელიც მოგვიანებით, გიგანტ კომპანიად გადაიქცა. 1996 წელს კომპანია 3 ტანკერს ფლობდა, 2001 წელს – 70-ს, ხოლო ამჟამად ფრედრიკსონის განკარგულებაში 86 ტანკერია. „ფრონტლაინი“ პლანეტის უდიდესი სატანკერო კომპანიაა. „ფრონტლაინის“ შეძენის შემდეგ, ფრედრიკსონმა კიდევ ერთი შვედური სანაოსნო კომპანია „შიპინგი“ შეიძინა, რამაც ის სატანკერო სფეროს მაგნატად აქცია. მისი ტანკერები, ექსპერტების თქმით, ყველაზე სანდომიანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

2002 წელს ფრედრიკსონმა ლონდონში, ჩელსის უბანში, 38 მილიონ ფუნტ სტერლინგად, სანაოსნო მაგნატის ბერძენი ანგელოპულოსის ოჯახისგან შეიძინა ძველი სასახლე „ოლდ რექტორი“. ეს გარიგება ლონდონში უძრავ-მოძრავ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება და აღსანიშნავია, რომ ამ სახლის ყიდვის სურვილით ფრედრიკსონისთვის არაერთხელ მიუმართავს ლონდონის დიდ მოყვარულს, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს. მაგრამ, ტანკერების მფლობელი უარზე დგას. ცნობისთვის, ამ სასახლეს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. მის ეზოში დაიგეგმა ცნობილი „ვატერლოოს ბრძოლა“. გარდა ამ სასახლისა, ფრედრიკსონი ფლობს სახლებს კვიპროსზე, ოსლოში, მარბელაზე, ესპანეთში. ცნობილია ასევე, რომ მას სურვილი აქვს, შეიძინოს ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე კლუბი. ამჟამად ჯონი ნორვეგიულ კლუბ „ვოლერენგას“ აქციების საბაზო პაკეტის მფლობელია.

რაც შეეხება მის ოჯახს, ჯონი ქვრივია და ორ ტყუპ ქალიშვილს – სესილს და კატრინს მარტო ზრდის. თავისუფალ დროს იგი ძირითადად კვიპროსზე ატარებს, სადაც ცნობილ ფერმწერთა ტილოების კოლექციას ინახავს. ფრედრიკსონი კვიპროსის მოქალაქეა და ყველაზე მდიდარ კვიპროსელად ითვლება. თუმცა, მას ნორვეგიაშიც ყველაზე მდიდარ ნორვეგიელად მიიჩნევენ, რომელმაც უარი განაცხადა მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობაზე.


скачать dle 11.3