კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: ვარ ახალგაზრდა ქალი, მინდა ავტომობილის გამოცვლა და ვფიქრობ, რამდენიმე მოდელზე – 10 000-მდე მაქსიმუმ, 12 000-მდე დოლარის ფარგლებში. ესენია: „ცე“ კლასის „მერსედესი“, „ჰონდა სიარვი“ და ახალი „პასატი“ ან იქნებ სხვა მოდელი შემომთავაზოთ. რას მირჩევთ? მინდა იყოს ეკონომიური და კომფორტული, სწრაფი სიარული მოყვარული არ ვარ.

პასუხი: „ჰონდა სიარვი“ იდეალურია თქვენთვის, ვინაიდან, გაცილებით იაფი შესანახი, ამტანი და ეკონომიურია, ვიდრე დანარჩენი ორი მოდელი. ის ჯიპის ფუნქციებსაც ითავსებს და თუ გზიდან გადახვევა ან თოვლიან გზაზე სიარული მოგიწევთ, ნაკლებად აფრთხობს უეცარი ორმოები და პატარ-პატარა ბორდიურები.

კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4“, დიზელზე. მისი გარბენია 194 000 კილომეტრი. ზოგჯერ ძრავა თითქოს „იგუდება“. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ამას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს. უფრო კონკრეტულად რომ იყოს აღწერილი პრობლემა, უფრო იოლად დავადგენდით მიზეზს. მაგრამ გეტყვით ყველაზე ხშირ შემთხვევებზე. ძირითადად ეს გამოწვეულია საწვავის, ან ჰაერის მიწოდების შეზღუდვისგან. უნდა გაირკვეს ჰაერის ფილტრის მდგომარეობა და ჰაერის ფილტრამდე შემავალი მილები. იქ შეიძლება მოხვედრილი იყოს რაიმე, რაც ჰაერის მიწოდებას უშლის ხელს. თუ ჰაერის მიწოდება მწყობრშია, მაშინ უნდა გაირკვეს დიზელის მიწოდების პრობლემა ხომ არ არის. კერძოდ, დიზელის ფილტრი ხომ არ არის გაბიდნული ან რაიმე სხვა მიზეზი ხომ არ ზღუდავს დიზელის მიწოდებას ცენტრალურ სისტემასთან. თუ ეს ორი დეტალი მწყობრშია, შეიძლება, იყოს თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ რთულად საპოვნელი პრობლემა – დიზელის მილების რომელიღაც გადაბმაში ჰაერი იპარებოდეს, რაც თვალით ჩანს. დიზელი გაცილებით მკვრივია და ამ ხვრელიდან არ გამოდის, მაგრამ ჰაერი შიგნით იპარება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო“, 1.8-იანი ძრავის მოცულობით. დილით, როცა დავქოქავ, თითქოს „კარდანია“ მოშვებული, რადგან ხმაურს იწყებს. ერთი საათის შემდეგ ხმა წყდება. ავტომობილი ქვემოდან შევამოწმეთ და არაფერი სჭირს. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, რომელიღაც საკისარი, „პაჩებნიკი“ დაზიანებულია. ეს შეიძლება, იყოს, როგორც რომელიმე საბურავის ღერძის, ისე სიჩქარეების კოლოფის, ან გამაძლიერებლის ბრალი.


скачать dle 11.3