კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოყოფს ავტომობილი მომწამვლელ ნივთიერებებს


ავტომობილის ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესაკეთებელ დეტალად, როგორც ხელოსნები, ისე მძღოლები, მის ელექტროსისტემებს, კონკრეტულად კი – კომპიუტერს, ასახელებენ. რა პრობლემები ექმნება მანქანის კომპიუტერს და რატომ უჭირთ მისი შეკეთება ხელოსნებს, ამაზე ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.

მევლუდ მელაძე: კომპიუტერი – ეს არის მოწყობილობა, რომლითაც ყველა „მონო-ვსპრისკიანი“ ავტომობილია აღჭურვილი. ანუ თითქმის ყველა ის ავტომობილი, რომელიც დაახლოებით სამოცდაათიანი წლების შემდეგ არის გამოსული. ის სხვადასხვა ავტომობილში სხვადასხვა ადგილასაა განთავსებული. მაგალითად, C კლასის „მერსედესებს“ ისეთ ადგილას აქვთ განთავსებული კომპიუტერი, რომ ძალიან იოლად იპარავენ. თან მას არანაირი დამცავი კოდი ან რაიმე მსგავსი დამცავი მექანიზმი არ აქვს და შესაბამისად, ძალიან მარტივადაც იყიდება. კომპიუტერი არის პატარა ყუთი, რომელსაც, ისევე, როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერს, აქვს დედა-პლატა და უამრავი „ჩიპი“. სწორედ ეს კომპიუტერი, თავისი „ჩიპების“ გადამცემების მეშვეობით, ინფორმაციას აწვდის ძრავას, თუ როგორ უნდა იმუშაოს. ანუ, ის წყვეტს, რა რაოდენობის ჰაერისა და საწვავის ნაზავი უნდა მიეწოდოს ძრავას იმისთვის, რომ მან ზუსტად და გამართულად იმუშაოს. თუ, ვთქვათ ამ გადამცემების მუშაობა აირია, რაც საკმაოდ ხშირად ემართება კომპიუტერს, მაშინ, მან, შესაძლოა, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს კომპიუტერს და არასწორად მოხდეს ჰაერისა და ბენზინის გაზავება, ანუ, მეტი ჰაერის გასაზავებლად, ოპტიმალური ნაზავის მისაღებად, ძრავა მეტ საწვავს ითხოვს, რომელიც არ იწვის.

– რატომ ირევა ხშირად ეს სისტემა და რატომ უჭირთ მისი შეკეთება ხელოსნებს?

– ირევა ძალიან მარტივი მიზეზების გამო: როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიძლება, რომელიმე გადამცემი მწყობრიდან გამოვიდეს. ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავებით, მას ვირუსი არ ეყრება, მაგრამ არევა სერიოზული პრობლემაა. ხელოსნებს კი, რომლებიც არ არიან ელექტრიკოსები და უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევა, განსაკუთრებით უჭირთ იმ გადამცემების პოვნა, რომლებიც აირია. ისინი უფრო მეტად თანამედროვე ავტომობილებზე ფრთხილობენ, რადგან, რაც უფრო ახალია ის, მით უფრო მეტი დამატებითი ელექტროსისტემებით არის აღჭურვილი. როგორც ტელევიზიების შემთხვევაში – არსებობს ანალოგიური, უფრო თანამედროვე და მაღალხარისხიანი ციფრული ტელევიზია, ზუსტად ასეა მანქანის კომპიუტერის შემთხვევაში. პირველი თაობის კომპიუტერის შეკეთება, ასე თუ ისე, შესაძლებელი იყო, დღეს კი ეს ძალიან უჭირთ. შესაბამისად, გირჩევთ კომპიუტერი მთლიანად გამოცვალოთ, ვიდრე ხელოსნიდან ხელოსანთან უშედეგოდ იაროთ. როდესაც წვა იმატებს, თავიდან ხელოსანი ცდილობს, ყველა იმ მარტივი დეტალის გაფუჭება გამორიცხოს, რომელსაც, შეიძლება, მეტი საწვავის მოხმარება გამოეწვია, მაგალითად, საწვავის ან ჰაერის ფილტრი და სხვა. საბოლოოდ კი მიდიან იქამდე, რომ კომპიუტერს გაუფუჭდა ათვლის „დატჩიკი“, რასაც კიდევ ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება. თუ ძრავაში არ მოხდა კარგი ნაზავის შექმნა, კარგი და ზუსტი წვა, ანუ ჰაერისა და ბენზინის ნაზავის სრული წვა, მაშინ რჩება აუფეთქებელი ნაზავი, ანუ, ძრავა ახალ ნაზავს ითხოვს, ის ძველი კი დაუწველია. ეს კი ძალიან აბინძურებს გამონაბოლქვს, მასში იზრდება CO-ს შემადგენლობა და გამონაბოლქვი ხდება მომწამვლელი.

– რა ღირს კომპიუტერის შეძენა?

– გააჩნია მოდელს. არის ავტომობილები, რომელთა კომპიუტერიც 1 000 ან 2 000 დოლარი ღირს. მაგრამ, საშუალოდ ნახმარი კომპიუტერის ფასი 400 დოლარია. მაგალითად, C კლასის „მერსედესის“ კომპიუტერი, რომელსაც ძალიან იოლად იპარავენ, ნახმარი ნაწილების ბაზრობაზე უკვე 300 დოლარი ღირს.

– როგორ უნდა დაიცვან „მერსედესის“ მძღოლებმა ავტომობილის კომპიუტერი მოპარვისგან?

– ვერ გეტყვით. ალბათ, ისე უნდა მიამაგრონ, რომ მისი მოხსნა გაჭირდეს. არის მოდელები, რომლებსაც კომპიუტერი სალონში, მძღოლის გვერდით მჯდომი ადამიანის ფეხებთან აქვს განთავსებული. აქედან გამომდინარე მისი მოპარვა ძალიან რთულია – ჯერ სალონი უნდა გაიხსნას, აიწიოს ავტომობილის ძირი და, შესაძლოა, მაინც ვერ ამოიღონ კომპიუტერი.


скачать dle 11.3