კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის „ჩემპიონი“ ჟურნალისტების ცემაში


სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტები დაუცველები არიან და არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ მედიის წარმომადგენლისთვის როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ. თუმცა, არავინ დასჯილა. სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა არც უცხოეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის არის უცხო, მაგრამ ისინი ამას არავის ჰპატიობენ და ოფიციალური ბოდიშის გარდა, მორალური ზიანისთვის სოლიდურ თანხასაც იღებენ.

სანამ მაიკ ტაისონი კარიერის პიკზე იყო, ჟურნალისტებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მათთვის საღამოებსაც კი მართავდა, მაგრამ როგორც კი „რკინის მაიკმა“ აურია, მედია მისთვის მიუღებელი გახდა. პირველად ტაისონმა ფოტოგრაფზე სწორედ მაშინ გაილაშქრა, როცა ლოს-ანჯელესის ღამის კლუბში ერთ-ერთი პაპარაცი მისთვის ფოტოს გადაღებას შეეცადა იმ მომენტში, ტაისონი ოფიციანტ გოგონას უკანალზე რომ ჩქმეტდა და კალთაში მის ჩასმას ცდილობდა. მაიკის მუშტი ფოტოგრაფს შუბლში მოხვდა და ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოკრივეს ოფიციანტმაც უჩივლა და ფოტოგრაფმაც. თუ უკანალზე ჩქმეტა 50 ათას დოლარად შეფასდა, შუბლში მუშტის სანაცვლოდ, პაპარაციმ ასი ათასი მიიღო.

ბოლო გამოხდომა, რომელიც ტაისონს უკავშირდება, გასული წლით თარიღდება. ვაშინგტონის აეროპორტში მაიკს წინ ფოტოგრაფი გადაუდგა და მისი გადაღება დააპირა, მაგრამ სანამ ფოტოაპარატს ჩააჩხაკუნებდა, დარტყმა იგრძნო და უგონოდ დაეცა. რა თქმა უნდა, მანაც იჩივლა, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო, რადგან ტაისონს, უბრალოდ, ფული აღარ აქვს და ამიტომ ციხეში ერთი თვე გაატარა.

ამ საქმეში „ჩემპიონი“ დიეგო მარადონაა. ლეგენდარული არგენტინელი ჟურნალისტებს არასოდეს სწყალობდა. მათ მაშინაც კი აგინებდა, როცა მოედანზე სასწაულებს სჩადიოდა და მედიას ქებით მეცხრე ცაზე აჰყავდა. კარიერის დასრულებისას კი, ნარკოსკანდალში გახვეულმა დიეგომ, მედიის მუშაკები საერთოდ ამოიძულა და მათზე პირდაპირ მუშტით იწევდა. სიმართლე რომ ითქვას, ჟურნალისტები და პაპარაცები ამას კარგად იყენებდნენ და თავადაც ჯიუტად ცდილობდნენ, მარადონა „აეგდოთ“. მერე კი მისგან, მორალური ზიანის სახით, არაერთი ათასი მიეღოთ. თუმცა, ყველას აშკარად არ უმართლებდა და განსაკუთრებით აღსანიშნავი ერთი შემთხვევაა: დიეგო საკუთარ სახლში, აუზის წინ ნებივრობდა, როცა დაინახა, რომ ხეზე ფოტოგრაფი იყო შემომჯდარი და ფოტოებს უღებდა. არადა, ხე მარადონას ეზოში იდგა. ლეგენდა მშვიდად ადგა, შინ შევიდა, იქიდან კი რევოლვერით ხელში დაბრუნდა და ხეზე შემომჯდარ ფოტოგრაფს ცეცხლი გაუხსნა. ოთხი გასროლიდან მიზანს მხოლოდ ერთმა მიაღწია. პაპარაცი ფეხში დაიჭრა და ხიდან ჩამოვარდა. დიეგოს სახლში მაშინვე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. საბედნიეროდ, დაჭრილი გადარჩა, მაგრამ მარადონასგან ვერაფერი მიიღო. სასამართლოზე დიეგომ აღნიშნა, რომ ხეზე შემომჯდარი კაცისთვის ფოტოაპარატი არ შეუნიშნავს. იგი ჩვეულებრივი ქურდი ეგონა და რადგანაც ხე ფეხბურთელის ეზოში იდგა, სასამართლომ ვერაფერი გააწყო – მარადონა გამართლდა.

ჟურნალისტზე გაიწია ვიტალი კლიჩკომაც და ეს ლენოქს ლუისთან წაგებული სატიტულო ბრძოლის შემდეგ მოხდა. მაშინ ვიტალის სახე ნაომარ ველს ჰგავდა, არადა, უკრაინელი ამტკიცებდა, შეხვედრის გაგრძელება შემეძლო და მსაჯმა ბრძოლა ტყუილად შეწყვიტაო. ჟურნალისტმა კი მას სარკე მიუტანა და შესთავაზა, ჩაიხედე და კომენტარი მერე გააკეთეო. მართალია, კლიჩკომ ხელი „მსუბუქად“ მიარტყა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იატაკზე ჟურნალისტის ორი კბილი დავარდნილიყო. აღნიშნულმა ინციდენტმა მოკრივეს არ ავნო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ იმ მომენტში მედიის წარმომადგენელი უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო.

საინტერესო ისტორია გადახდათ თავს ლი ბოიერსა და კირონ დაიერს. ორივე ფეხბურთელი „ნიუკასლის“ ღირსებას იცავდა და „ვესტჰემთან“ მატჩის დროს, თანაგუნდელებმა ერთმანეთს დასცხეს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მათი გაშველება ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ითავეს. ამის შემდეგ კლუბმა ორივე მოთამაშე დააჯარიმა და საჯაროდ შეარიგა, თან აიძულა, ღამის ბარში შესულიყვნენ და შერიგების დასამტკიცებლად ერთად ესადილად. ბოიერი და დაიერი წავიდნენ, გამოთვრნენ და იქ მყოფ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს დაერივნენ. შედეგად, ორივე ციხეში აღმოჩნდა, მაგრამ სათავდებო თანხის შემდეგ გაუშვეს. სეზონის ბოლოს კი „ნიუკასლმა“ არჩევანი გააკეთა და ბოიერი გაყიდა. არ გეგონოთ, ამით ყველაფერი დასრულდა. ბოიერი და დაიერი ერთმანეთს ლონდონში შემთხვევით გადაეყარნენ, ისევე ბარში შევიდნენ, ისევ მოილხინეს და ისევ ციხეში აღმოჩნდნენ. მიზეზი კვლავ ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო. საერთო ჯამში, სათავდებო თანხად ამ ფეხბურთელებმა ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადეს და ყველა შემთხვევაში ჟურნალისტებთან ჩხუბის გამო.

დაუსჯელი დარჩა ნიკოლაი ვალუევიც. რუსმა გოლიათმა სამშობლოში იჩხუბა და როგორც ამბობენ, გისოსებს მიღმა ამიტომაც არ აღმოჩნდა. მის მიერ ნაგვემ ფოტოგრაფს სახეზე სამი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გამოაჯანმრთელეს. რამდენიმე ნაიარევის გარდა, პაპარაცის ყბაში ჩადგმული რკინის ნაჭერიც დარჩა.

დაახლოებით, 100 ათას გირვანქას შეელია ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი. მან პაპარაცის ოჯახური გარჩევა მოუწყო და საკუთარ მეუღლესთან – ტონი ტერისთან ერთად სცემა. წყვილი ლონდონის დახურულ კლუბში იმყოფებოდა და იმდენად დათვრნენ, რომ ფეხბურთელი და მისი ცოლი მანქანამდე ძლივს მივიდნენ. ავტომობილთან კი პაპარაცი იყო ჩასაფრებული და სწორედ მაშინ გადაიღო ფოტო, როცა მთვრალი ქალბატონი მიწაზე გაიშხლართა. ჯონმა ცოლს თავი ანება და ფოტოგრაფს დაედევნა, აპარატი წაართვა და დაამტვრია, ხოლო თავად პაპარაცის ლაზათიანი შემოსცხო. საქმეში აზრზე მოსული ტონიც ჩაერია და ვერ ვიტყვით, ფოტოგრაფს მანაც ურტყაო, მაგრამ სახე კი ჩამოკაწრა. ეს უსიამოვნება, როგორც გითხარით, ასი ათასამდე დაჯდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი ფოტოგრაფმა მორალური ზიანისთვის მიიღო.

არ გეგონოთ, რომ მსხვერპლი მხოლოდ ჟურნალისტები არიან. მაგალითად, ერთხელ საცემად არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ გაიწია, მაგრამ ჟურნალისტს ფოტოგრაფიც დაეხმარა და რიკელმეს რომ არ გაესწრო, აშკარად გაილახებოდა. თუმცა, წასვლამდე თვალი მაინც ჩაულურჯეს.


скачать dle 11.3