კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაყრა არგენტინულად


როგორც ჩანს, ანდერსონების გვარი დიდი მკერდით გამოირჩევა და, საქვეყნოდ ცნობილი პამელას შემდეგ, საზოგადოებას ევანგელინა ანდერსონი ანებივრებს. ეს ქალი კი მიუნხენის „ბაიერნის“ არგენტინელი მცველის, მარტინ დემიკელისის მეორე ნახევარია და, გარდა მკერდისა, საამაყოდ ისიც აქვს, რომ არგენტინული პორნოფილმების ყოფილი ვარსკვლავია. მაგრამ, ხომ იცით, გათხოვების შემდეგ იქაური ქალები ასეთ რამეს საკუთარ თავს უკრძალავენ ხოლმე.

მოკლედ, გასულ კვირას არგენტინულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ ევანგელინა და მარტინი ერთმანეთს დაშორდნენ. იქაური მედია ამას თითქოს ფეხბურთზე დაყრდნობით წერდა, არადა, როგორი საქმეა, ანდერსონი არგენტინაში იყო საქმეებზე ჩასული, დემიკელისი კი მიუნხენში დარჩა და ქალს ეს ყველაფერი მართალი ეგონა. შედეგად, მას ნერვული შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ყველაფერი ჟურნალისტთა ფანტაზიის ნაყოფი იყო, დამშვიდდა.

„ასე არ შეიძლება. სანამ მარტინთან დავრეკეთ, იმდენი ვინერვიულე, რომ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. და ეს მაშინ, როცა ჩვენ საკუთარი მომავალი განსაზღვრული გვაქვს და ზუსტად ვიცით, რას გავაკეთებთ. მიხარია, რომ ჩვენი სიყვარული ჭორებზე ძლიერი აღმოჩნდა“, – განაცხადა ანდერსონმა.


скачать dle 11.3