„შორი გზიდან მოდის ქარავანი“
ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდს, პიტერ კრაუჩს, თამამად შეუძლია ეს სიმღერა იღიღინოს და აქლემზე გადამჯდარ ქალს დაელოდოს. ქალს რა, მისი რჩეული, ები კლენსი, ინდოეთშია და, თუ აქამდე გადაღებები ჰქონდა, ახლა ისვენებს და იქაურ მზეს დედასთან ერთად ეფიცხება. კლენსის „საამაყო“ წარსულის გამო (იგი რამდენჯერმე ნარკოტიკების მოხმარებაში გამოიჭირეს), მას თან რამდენიმე პაპარაცი ახლავს „საპატიო ყარაულში“ და სწორედ ისინი წერენ, რომ, თუ აქამდე ქალი ძალიან მოწყენილი იყო, ახლა აშკარად გახალისებულია და ცხელ ქვიშაში სულ სიცილ-კისკისით დარბის.
„ამის მიზეზი მარტივია: მე აქლემით ვისეირნე და მივხვდი, რომ ეს უდიდესი სიამოვნებაა. ლონდონში რომ დავბრუნდები, შესაძლოა, პიტერს ვთხოვო და, ძვირად ღირებული ავტომობილების გვერდით ერთი აქლემიც დავაყენო“, – განაცხადა ებიმ და ალბათ, საინტერესო სანახავი იქნება, როგორ ისეირნებს ლონდონის ქუჩებში აქლემზე ამხედრებული კლენსი.