კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელენა – რუსეთის წინააღმდეგ


ელენა მინუგოვა უბრალო ვინმე არ გეგონოთ. ამ გოგოს ყულაბაში ევროპის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედლები აქვს. ჰოდა, უთხრეს, თუ ნაკრებში მოხვედრა კიდევ გსურს, ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიმარჯვოო. მინუგოვამაც, რომელიც, ტიტულებით კი არის გამორჩეული, მაგრამ გარეგნობით დიდი ვერაფერია, რუსეთის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და იქაც პირველი ადგილი მოიპოვა, რაც, ავტომატურად, იმას ნიშნავდა, რომ შიდა კონკურენციაში გაიმარჯვა და ნაკრებში ადგილი დაიბევა, თუმცა...

„როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გავმგზავრებულიყავით, აეროპორტში მივედი, სადაც მითხრეს, რომ ორი საათით ადრე შემადგენლობა შეცვალეს და მე სახლში მტოვებენ. თავიდან ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ ამას ფედერაციის პრეზიდენტი ითხოვდა, მაგრამ პრეზიდენტს მაშინვე დავურეკე და მიპასუხა, არაფერი ვიციო. საბოლოოდ კი გავარკვიე, რომ ნაკრებში ჩემი დაბლოკვა ყაზანის მერმა მოახდინა. სექტემბერში მან ჩემთვის „აუდის“ ჩუქება დააპირა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ამის სანაცვლოდ მისთვის რომელიღაც არჩევნებში მხარი უნდა დამეჭირა, უარი ვთქვი, რადგან, ჩემი საქმე სირბილია და არა პოლიტიკა. სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულდება“, – განაცხადა ელენამ და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას საერთაშორისო ფედერაციაში უჩივლა.


скачать dle 11.3