შევჩენკომ კიდევ ერთი სახლი იყიდა
უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ კაპიტანმა, ანდრეი შევჩენკომ, კიდევ ერთი სახლი იყიდა. აქამდე შევას აპარტამენტები მილანში, ლონდონსა და კიევში ჰქონდა, ახლა კი პატარა ვილა კარიბის ზღვის კუნძულზეც ექნება.
„რამდენიმე წელია, მუდმივად კარიბის ზღვის სანაპიროზე ვისვენებთ და, მართალია, კარგ სასტუმროებში ვჩერდებით, მაგრამ, ოჯახური სიმყუდროვე მაინც სულ სხვაა. ამიტომ გადავწყვიტე სახლის ყიდვა და, ბედნიერი ვარ, რომ ამ ზაფხულს უკვე საკუთარ ვილაში დავისვენებ. მე მაქვს სახლები მილანში, ლონდონსა და კიევში. მილანის სახლს მესამე წელია, ვყიდი, მაგრამ, ფინანსური კრიზისის გამო არ იყიდება და, იაფად გაყიდვას – მოცდა მირჩევნია. რაც შეეხება ლონდონის სახლს, ჩემი ცოლი იქაურობაზე გიჟდება, ახლაც იქ არის და, გამორიცხულია, იქაურ ქონებას შეველიო. აი, კიევში კი იმ ქუჩაზე, რომელზეც სახლის შეძენა აგერ უკვე მეათე წელია, მსურდა, გასაყიდი სახლი ნახევარი წლის წინ გამოჩნდა და ვიყიდე“, – განაცხადა შევამ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ სახლში რამდენი მილიონი აქვს გადახდილი.