კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძირს – ცელულიტი!


დადგა გაზაფხული და სულ მალე მოგვიწევს ტანსაცმლის ფენების შემოცლა და ჩვენი ლამაზი სხეულის სამზეოზე გამოტანა, მაგრამ შესაძლოა, თავის მოსაწონებლად სულაც არ გვქონდეს საქმე, რადგან ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად ზამთარი ყველაზე „შესაფერისი“ დროა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გვაქვს ზედმეტი წონა – ესე იგი, გვაქვს შეშუპება და ცელულიტის ბორცვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, გადამწყვეტი ზომები მიიღოთ მათგან თავის გასათავისუფლებლად.

პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გახდომაა. ჭკვიანურად შერჩეული დიეტა ზედმეტ კილოგრამებს კი მოგვაშორებს, მაგრამ ცელულიტთან ბრძოლას გახდომის პარალელურად უნდა შევუდგეთ:

ყველაზე მარტივი მასაჟორებით შეგვიძლია, შესანიშნავი შედეგი მივიღოთ – პრობლემური ადგილების თვითმასაჟით შევამციროთ ჩვენი სხეულის ან ამა თუ იმ მონაკვეთის გარშემოწერილობა, დავშალოთ ცელულიტის ბორცვები და გავიკეთოთ ლიმფოდრენაჟი.

სასურველია, მასაჟორი, რომელსაც თვითონაც ადვილად მოიხმართ, ხისგან იყოს დამზადებული. ხის გორგოლაჭი უნდა ამოძრაოთ სხეულზე ქვემოდან ზემოთ, ოდნავი დაწოლით, რათა კანი არ გაგილურჯდეთ.

თუ ხის მასაჟორი არ გაქვთ, არ დაღონდეთ: აიღეთ ხორკლიანი ან „ვაფლის“ გრძელი პირსახოცი, დაასველეთ, მჭიდროდ დაგრიხეთ და ძეხვივით გადაიგორეთ წელზე, თეძოებსა და მუცელზე. ასეთი მასაჟით მოგეხსნებათ არა მარტო შეშუპება, არამედ შემცირდება სხეულის გარშემოწერილობაც.

საერთოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი მასაჟის წინ აუცილებლად უნდა გახურდეს ცელულიტიანი ადგილები, რისთვისაც აბაზანის გაკეთება ან თბილი შხაპის მიღებაც საკმარისია. წყლის ჭავლის ქვეშ ხელისგულით ან მსუბუქი ჩქმეტებით უნდა „დაირბილოთ“ პრობლემური ზომები. თუ აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყრით ზღვის მარილსა და ლავანდის ფოთლებს, მასაჟი უფრო ეფექტური იქნება.

შხაპის მიღებისას გააძლიერეთ წყლის ჭავლის ნაკადი და 10-10 წუთის განმავლობაში მიუშვირეთ ცელულიტიან ადგილებს. ასეთი მასაჟი „შარკოს“ ეფექტს გვაძლევს და არაჩვეულებრივი შედეგი აქვს.

არსებობს ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური მასაჟის გაკეთების ხერხიც: ცელულიტიან უბანზე კანი რბილად მოაქციეთ ორ თითს შორის (ჩქმეტის პრინციპით) და ნაკეცი გულმოდგინედ ზილეთ 10 წუთის განმავლობაში (ისე, რომ არ დაილურჯოთ), შემდეგ კი ადგილი მოინაცვლეთ და იგივე ქმედება გაიმეორეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალი. თუ ამდენი დრო არ გაქვთ, ასეთი მასაჟი, შეგიძლიათ, მაშინაც გაიკეთოთ, როდესაც რამე სხვა საქმით ხართ დაკავებული.


скачать dle 11.3