ყველი – პოტენციისთვის, ნიგოზი – მეხსიერებისთვის, ხოლო ნუში – გულისთვის
ნატურალური ვაშლის წვენი საუკეთესო წამალია გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. სისხლში ქოლესტერინის დასაწევად საკმარისია, ყოველდღე ერთი ჭიქა ნატურალური, ახალგამოწურული წვენი დალიოთ. საერთოდ, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება აუარესებს საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ბევრი ინფექციური პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.
დაუმატეთ რაციონს ნიგოზი, ნუში და თხილი. ისინი შეიცავენ A და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, თუთიას, ფოსფორს, კალციუმს, ცილებსა და ნახშირწყლებს. ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებენ გულის მუშაობას.
ნიგოზი მდიდარია მაგნიუმით, მჟავებით, იოდით, E ვიტამინით, ასევე, ის აუცილებელია ვეგეტარიანელებისთვის. ნიგოზი მკვეთრად აუმჯობესებს მეხსიერებას და ღვიძლის მუშაობას.
ნუში ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ცხიმიანი მჟავებით, ცილით, უჯრედისით. ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს კბილის ემალს, თმას და კანს ელასტიკურობას ჰმატებს.
ვინც ყოველდღიურად ჭამს ყველს, ასეთ ადამიანს ტკბილი და მშვიდი ძილი გარანტირებული აქვს. ამის მიზეზი კი არის ამინომჟავა – ტრიფტოფენი, რომელსაც შეიცავს ყველი. ის ხელს უწყობს ნორმალურ, ჯანსაღ ძილს, ამცირებს სტრესს. ასევე, დღეში დაახლოებით, 20-30 გრამი ყველი საგრძნობლად აუმჯობესებს სექსუალურ პოტენციას.