ხშირად ზურგის ტკივილი სტრესით არის გამოწვეული
ხშირად სტრესი ზურგის ტკივილს იწვევს. როცა გონება დაძაბულია, სხეული მრუდდება, იბრიცება და ამ დროს წელის ტკივილი იჩენს თავს.
საოჯახო საქმით დატვირთული ქალები წელისა და ზურგის არეში ხშირად გრძნობენ ტკივილს. ამიტომ, ტკივილის თავიდან ასაცილებლად, დატვირთვა ფეხებზე გადაიტანეთ, რათა მათ ზურგის ნაცვლად იმუშაონ. კერძოდ, საწოლის დალაგების, მტვერსასრუტის ხმარების დროს, სარეცხის რეცხვისას ან უთოობისას ფეხები მოხარეთ და ისე იმუშავეთ.
ადამიანების დაახლოებით, 50-60 პროცენტს წელკავი აწუხებს. თუ გსურთ, მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესოთ, შეცვალეთ ლეიბი. ძველ ლეიბზე ხერხემალი ვერ ისვენებს სათანადოდ, ცუდ პოზაში გძინავთ. შეარჩიეთ საშუალო სირბილის ლეიბი. თუ ზურგზე წოლა გიყვართ, ბალიში მკვრივი და სქელი უნდა იყოს, რათა კისრის მალა არ გეტკინოთ. ძილის წინ და გაღვიძების შემდეგ კი კარგად გაიჭიმეთ, ისე, რომ მთელი სხეული შეიგრძნოთ.
იმისთვის, რომ ზურგის ტკივილები მოიხსნათ, სათანადო ყურადღება მიაქციეთ კვებას. კერძოდ, მოერიდეთ მჟავე საკვებს, ჩაის, ყავას, თაფლს, მურაბას, ხილის წვენს, შაქარს, ტკბილეულს. თუ ეს გიჭირთ, მაშინ უზმოზე მაინც მოერიდეთ მათ ჭამას.
ცენტრალური ნერვული სისტემა კუნთების სისტემას მართავს. ზურგს რომ უმკურნალოთ, ასევე საჭიროა სწორი სუნთქვა, მოდუნება, მშვიდი ვარჯიში და ცურვა. მუცლით სუნთქვა კი ორჯერ ამცირებს ხერხემალზე ზეწოლას. ამიტომ, დაახლოებით, ექვს დათვლაში ცხვირით მშვიდად შეისუნთქეთ ჰაერი, სუნთქვა შეიკავეთ, შემდეგ კი მშვიდად ამოისუნთქეთ და მუცელი ხერხემლისკენ შეწიეთ. ყოველ ერთ საათში ეს ვარჯიში 5-6-ჯერ გაიმეორეთ. ასეთი სუნთქვითი ვარჯიში ცენტრალურ ნერვულ სისტემას ადუნებს და ამშვიდებს.