კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემაძრწუნებელი სიკვდილი



1617 წელს, ელისეს არქიმანდრიტობის დროს, კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა კაცი, რომელსაც იქაური ძმობიდან არავინ იცნობდა. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი მისდევდა არიოზის დაწყევლილ ბოროტად მორწმუნეობას და სახელად ერქვა ბასილი.

ამ კაცმა მზაკვრულად მოირგო მართლმორწმუნისა და კეთილკრძალულობის ნიღაბი. თავს აჩვენებდა, თითქოს წმიდა ადგილის მოსანახულებლად და უფლის სათნომყოფელთა – პეჩორის წმიდანების სასწაულმოქმედი ნაწილების თაყვანსაცემად მოვიდა. გულში კი მალავდა არიოზის ერესის სულისწარმწყმედელ გესლსა და ცბიერებას.

შევიდა თუ არა პეჩორის წმიდა სასწაულმოქმედ დიდ ეკლესიაში, მაშინდელ ეკლესიარქს – იეროდიაკონ ლიბერიუსს სთხოვა, გაეხსნა თავადის ასულ წმიდა იულიანას (მეთექვსმეტე საუკუნე) სანაწილე, ვითომ მთელი გულით ეწადა, თაყვანი ეცა მისი უხრწნელი ნაწილებისთვის. შეუსრულეს თხოვნა და მანაც თვალთმაქცურად დაიწყო პატიოსანი ნაწილების თაყვანისცემა. თუმცა, ცბიერი ფიქრებით შესაფერის წუთს უცდიდა, შეესრულებინა თავისი ბოროტი ზრახვა.

როცა ღვთისთვის საძულველმა ერეტიკოსმა – თვალთმაქცმა და მპარავმა – დაინახა, რომ ეკლესიარქი რაღაც საქმისთვის გავიდა, იმავ წუთს წმიდა იულიანას პატიოსან ნაწილებთან ახლოს მივიდა, თითქოს გულითადად ეამბორებოდა მათ, სინამდვილეში ცდილობდა, წმიდა თავადის ასულისთვის მარჯვენა ხელის თითიდან ბეჭედი წაეძრო. შემდეგ, როცა თავისი სულისწარმწყმედელი ნადავლით გაშორდა წმიდა ნაწილებს, თამამად დატოვა ეკლესია.

მაგრამ გამოსცდა თუ არა ეკლესიის კარს, თითქოს გაცოფდა. დაეცა ქვებზე და აბღავლდა, როგორც გაშმაგებული ხარი, ბორგავდა, აქეთ-იქით აწყდებოდა და ბოლოს ქრისტეს სამართლიანი რისხვით დასჯილმა განუტევა თავისი ბინძური სული.

ეკლესიარქი შეშინდა და გაიქცა, რათა მომხდარი ეცნობებინა არქიმანდრიტისთვის, რომელიც მაშინვე მოვიდა ძმობასთან ერთად. ყველას უკვირდა ამ კაცის ასე უცაბედი შემაძრწუნებელი სიკვდილი – სულის ასეთი შემზარავი ამოხდომა.

არქიმანდრიტს უნდოდა, გაეგო მიზეზი ასეთი მოულოდნელი და უბედური გარდაცვალებისა. დაავალა ძმებს – გულდასმით დაეთვალიერებინათ იგი, ხომ არ ჰქონდა, რამ საეკლესიო ნივთი მოპარული. როცა გასინჯეს, მკვდარს უბეში ბეჭედი უპოვეს.

არქიმანდრიტმა ჰკითხა ეკლესიარქს – რომელი ხატიდან იყო მოპარული ეს ნივთი. ამ უკანასკნელმა დაათვალიერა ყველაფერი, მაგრამ ყველა ხატზე ბეჭდები ხელუხლებელი იყო. ბოლოს აზრად მოუვიდა, გაეხსნა წმიდა იულიანას სანაწილე, რადგანაც დაინახა, ეს თვალთმაქცი როგორ ბეჯითად ლოცულობდა და ეამბორებოდა წმიდანის ნაწილებს. როცა გახსნა სანაწილე და დაათვალიერა იგი, მიხვდა, რომ წმიდა იულიანას მარჯვენა ხელის თითიდან იყო მოხსნილი ძვირფასი სამკაული. მან ყველაფერი აცნობა წინამძღვარს.

ამ დროს ეკლესიაში შემთხვევით მოვიდა ვინმე ღვთისმოსავი – ბართლომე, რომელმაც იცნო სულამომხდარი ერეტიკოსი და უამბო იქ მყოფთ – ვინ იყო იგი და რა წარმომავლობისა.

არქიმანდრიტმა, რათა ეს სასწაული შემოსილიყო დიდებით, გადაწყვიტა – წმიდა იულიანის ნაწილებიდან მოპარული ბეჭედი მოეთავსებინათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სხვა ძვირფასეულობასა და წმიდა სამკაულებს შორის. სიწმიდეთა მპარავი ერეტიკოსი კი დაამარხვინა მონასტრის გარეთ და უთხრა ძმებს: შეხედეთ, მამანო და ძმანო, ღმერთმა, რომელი განიკითხავს გულთა და თირკმელთა, როგორ ამხილა ავისმოქმედი კაცის გულში ჩამალული ბოროტება და არ დატოვა დაუსჯელი, რათა სხვებსაც ეშინოდეთ და ახსოვდეთ – არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს.


скачать dle 11.3