კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმნის 5 000 ევროდ ღირებულ სამოსს ბუდაპეშტში ქართველი დიზაინერი და ვინ იცვამს მის შექმნილ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს


თამარა ბარნოვი დღეს ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია. მისი კარიერა თბილისში დაიწყო, შემდეგ უნგრეთში განვითარდა და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მის მიერ შექმნილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ბრენდის, სახელით „ბარნოფფ“, არა მხოლოდ უნგრელები, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იცვამენ. მაგრამ, თამარა მხოლოდ ამ საქმიანობით არ შემოიფარგლება – იგი ხატავს, მუშაობს ფილმებისა და სპექტაკლების კოსტიუმებზე, დეკორაციებზე. მოკლედ, აკეთებს ყველაფერ იმას, რაც სხვისთვის, თუნდაც ამ სფეროში გამოცდილი ადამიანისთვის, შეუძლებელია. რამდენიმე ხნის წინათ კი ქართველმა დიზაინერმა ნიკა ხომასურიძესთან ერთად ფილმზე დაიწყო მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ორი ნიჭიერი ქართველის ერთობლივი წარმატებული ნამუშევარი.


თამარა ბარნოვი: დავიბადე თბილისში, განათლებაც საქართველოში მივიღე: დავამთავრე ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი – ფერწერის განხრით და სამხატვრო აკადემია – კოსტიუმის დიზაინის სპეციალობით. საქართველოში მხოლოდ ერთხელ მქონდა ჩვენება – ეს იყო პირველი ავანგარდული მოდის ასამბლეა. მას შემდეგ საქართველოში ჩვენება არ მქონია. აკადემიაში სწავლის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ დღემდე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

– სად დაიწყეთ მუშაობა?

– ფეხსაცმლის დიზაინერად ერთ-ერთ „ცეხში“. ფეხსაცმლის შესაკვეთად მისული, ორ კვირაში მათი თანამშრომელი გავხდი. პარალელურად კი აკადემიაში ვსწავლობდი. ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა.

– ახლა ბუდაპეშტში ცხოვრობთ და საქმიანობთ, თან საკმაოდ წარმატებულად...

– დიახ, უნგრეთში, კერძოდ, ბუდაპეშტში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აქ დაახლოებით შვიდი-რვა წლის წინ ჩამოვედი და გავხსენი ჩემი ფირმა, ბრენდი, სახელით „ბარნოფფ“ და დავიწყე მუშაობა. ჩემი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის პირველი კოლექცია მამაკაცის იყო, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი ქალის კოლექციაზე დავიწყე მუშაობა. პარალელურად, ფეხსაცმელსაც და ექსკლუზიურ სამოსსაც ვაკეთებდი და ვაკეთებ. არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთიდან მხოლოდ იმიტომ ჩამოდიან, რომ ჩემთან შეიკერონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

– მოსწონთ თქვენი სამოსი, სხვა დიზაინერებს? ამ სფეროში თუ არის უნგრეთში დიდი კონკურენცია?

– როგორც ყველგან, ისე აქაც, ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, მით უმეტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით. ვისთანაც მე მაქვს შეხება, ურთიერთობა, მათ მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. „ბარნოფფის“ შემკვეთები და მყიდველები 20 წლიდან 80 წლამდე ასაკის ხალხია, რადგან მათ სამ განსხვავებულ მიდგომას ვთავაზობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული განვითარება. ამდენად, ვცდილობ, საინტერესო გზით ვიარო – ეს მთავარია და ჯერჯერობით კარგად გამომდის.

– როგორც ვიცი, მუშაობთ აქსესუარებზე და კიდევ ძალიან ბევრ რამეზე.

– დიახ, ვაკეთებ აქსესუარებსაც. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უნგრელ წარმატებულ დიზაინერთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი: მისი ფირმისთვის ვამზადებ ფეხსაცმელებს, აქსესუარებს, რომლებიც შემდეგ უნგრეთში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, ავსტრიაში და კიდევ სხვა ქვეყნებში იყიდება. ასევე, ვმუშაობ თეატრისთვის, კინოსთვის, ძირითადად კოსტიუმებს ვაკეთებ, ზოგჯერ – დეკორაციებსაც. რაც შეეხება „ბარნოფფის“ სამოსს, მას მაღალხარისხიანი და ძვირად ღირებული ქსოვილებისგან ვქმნი და, შესაბამისად ძვირიც ღირს. თუმცა, 2008-2009 წელს პირველად გავაკეთე ისეთი კოლექცია, რომელიც მასებისთვისაც ხელმისაწვდომია.

– ანუ, მანამდე თქვენი სამოსის ყიდვა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ?

– მე სამი კატეგორიის ფასზე ვმუშაობ: ერთი არის მასებისთვის ხელმისაწვდომი, მეორე – საშუალო კატეგორიისთვის და მესამე – ექსკლუზიური, ინდივიდუალური დაკვეთებით შესრულებული. თითქმის ყველა ასაკისა და გემოვნების მომხმარებელი მყავს.

– დაახლოებით რა ღირს თქვენი სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები?

– გააჩნია, რას ვაკეთებ. მათი ფასი იწყება 30 ევროდან ადის 5 000 ევრომდე და ზევით.

– თქვენ კლიენტებს შორის, ალბათ, ბევრია ცნობილი ადამიანი.

– დიახ, ესენი არიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, გალერისტები, დიზაინერები. ისინი ყიდულობენ „ბარნოფფის“ სამოსს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს.

– როგორც ვიცი, ცნობილ თეატრებთანაც თანამშრომლობთ.

– დიახ. უნგრეთში რამდენიმე ცნობილ თეატრთან ვითანამშრომლე და ახლაც ვთანამშრომლობ – მათ გავუკეთე კოსტიუმები, დეკორაციები, აქსესუარები. ყველა თეატრს ჰყავს თავისი დიზაინერი, მაგრამ ჩემთან ისინი არაჩვეულებრივი მოთხოვნებით მოდიან და მეც ვუკმაყოფილებ მათ ამ მოთხოვნებს. უნგრეთში დიდი კინოინდუსტრიაა, იქ ხშირად ჩამოაქვთ უამრავი ფილმი და, შესაბამისად, ძალიან ბევრ ფილმსა და სპექტაკლზე მაქვს ნამუშევარი.

– ალბათ, პრესაშიც ხშირად წერენ თქვენ შესახებ.

– დიახ, წერენ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად, მაგრამ, „ბარნოფფს“ აქ უკვე კარგად იცნობენ.

– ცხადია წვეულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, დადიხართ.

– რა თქმა უნდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და დავდივარ წვეულებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

– როგორც ვიცი, თქვენ და ნიკოლოზ ხომასურიძე თანამშრომლობთ ფილმში „დავიწყებული მეფე“, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ კოდების გახსნას ეხება.

– დიახ, ნიკოლოზთან ერთად ვმუშაობ ამ ფილმზე, როგორც კოსტიუმების დიზაინერი და სტილისტი. ეს საქმიანობა, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა. უკვე დიდი ხანია, მუშაობის პროცესში ვართ, თვითონ ნიკოლოზთან მუშაობაც ძალიან საინტერესოა და, მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა.


скачать dle 11.3