კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააკეთა ლეილა მესხმა ახალ სახლში კუნძული და ვისთვის ჩამოიტანა მან იტალიიდან აზიური საწოლი


საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი 2010 წელს ახალ სახლში შეხვდა. ის შვილებთან ერთად სვანეთის უბანში, თანამედროვე, კლასიკურ-მოდერნისტული დიზაინით დაპროექტებულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც, ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორის აზრით, ძალიან ჰგავს პატარძალს – მართლაც ცნობილი ჩოგბურთელის ახალ სახლში თეთრი ფერი დომინირებს. თეთრია არა მხოლოდ შიდა ინტერიერი, არამედ ფასადიც, რომელიც წინხედში შავი ქვებით არის მოპირკეთებული. სახლს აქვს ძალიან ლამაზი ეზო, ტერასით, აუზით, მინი სპორტული მოედნით, მოკლედ აქ სრული კომფორტისთვის ყველაფერია. ალბათ, ამიტომაც არის ჩოგბურთელის ახალი სახლი მისი მეგობრების საყვარელი ადგილი. ამ სახლის მიმართ გულგრილნი ვერ რჩებიან ვერც ლეილა მესხის უცხოელი მეგობრები, რომლებიც ჩოგბურთელის სახლიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.

ლეილა მესხი: მე აქ ვარ გაზრდილი. ამ ადგილზე იდგა მამაჩემის სახლი – პატარა, ძველებური. ეს უბანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომაც სხვაგან წასვლაზე არ მიფიქრია. ამ ადგილს ბევრი ხიბლი აქვს – უპირველესად ის, რომ, აქედან თბილისის ულამაზესი ხედები მოჩანს. მამისეული სახლი 1991 წელს გადავაკეთე, თუმცა მერე, თავიდან მომიხდა მისი რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციას დიდი დრო დასჭირდა. რამდენიმე წელი ხან სად მოგვიწია ცხოვრება, ხან – სად. შეიძლება ითქვას, ყუთებზე ვცხოვრობდით (იცინის). ისე მენატრებოდა ჩემი სახლი, მოუთმენლად ველოდი, როდის დასრულდებოდა რემონტი. ახლა სახლი ოთხსართულიანია და ძველი სახლით ორ ფლიგელად არის გაყოფილი. სახლის რეკონსტრუქციაში დამეხმარა არქიტექტორი ზურა თათიშვილი. ასეთი სახლის გაკეთება პროფესიონალების ჩარევის გარეშე შეუძლებელია – საბედნიეროდ, ჩემი და არქიტექტორის გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა და ჩვენ არც ერთ საკითხზე არ გვიკამათია. მე ვიცი, რა მომწონს და ზურამ განახორციელა ჩემი ფანტაზიები (იცინის).

– ალბათ, ეს იყო თქვენი ოცნების სახლი.

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლს ჰქონოდა თავისი სიმყუდროვე. გამიმართლა და სახლს ისეთი მდებარეობა აქვს, გარედან არაფერი ჩანს – ამიტომაც არის პირველ სართულზე დიდი ფანჯრები, პრინციპში, პირველი სართული თითქმის მთლიანად შემინულია. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დიდი სივრცე – აქ ამის საშუალებაც მომეცა, ამ სივრცეში თავისუფლად ვარ. პირველ სართულზე არ არის ფარდები და არც იქნება, სწორედ ეს არის ამ დიდი ფანჯრების პეწი.

პირველ სართულზე, რომელიც მთლიანად თეთრი ფერისაა, ორი ფლიგელი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო ჰოლით, რომლის მიღმაც რამდენიმე კვიპაროსი დგას. ეს ხეები ჩოგბურთელმა ძველი თბილისური ყოფის შესანიღბად გამოიყენა, თუმცა კვიპაროსები ინტერიერს ძალიან უხდება. პირველი სართულის მარჯვენა ფლიგელში არის დიდი სამზარეულო-სასადილო, მარცხენა ფლიგელში კი მოზრდილი სასტუმრო ოთახი, თეთრი აბაჟურებით, თანამედროვე ავეჯითა და აქსესუარებით, რომლებიც ამ სახლისთვის იტალიიდან ჩამოიტანეს. პირველ სართულზეა მეტად ორიგინალური აბაზანა, რომელიც ტყავის კაფელით არის მოპირკეთებული და დამხმარე, მეტად საჭირო ოთახი.

– რატომ არის სახლი თეთრ ფერში და მინიმალური რაოდენობის ავეჯით?

– მე მიყვარს თეთრი ფერი. საერთოდ ეს სტილი ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოსაა. მხოლოდ რამდენიმე ოთახში არის კედლები თეთრი ფერის სხვადასხვა ვარიაციებით. მე არ მიყვარს ავეჯით გადატვირთული ოთახები. ამიტომაც არის ჩემს სახლში მინიმალური და მხოლოდ საჭირო ავეჯი.

ლეილა მესხის სახლში მეორე სართულზე სამი საძინებელია. ორი საძინებელი ეკუთვნით ბავშვებს, მესამე კი – სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. ლიზიკოს ოთახში აზიური სტილის საწოლი, ბუდუარია მოწყობილი. დედას ქალიშვილისთვის ამ საწოლის მოძიება უცხოეთში მოუხდა. პატარა გიორგის საძინებელი უფრო კონსერვატორულია, თუმცა აქ ყველაფერია, რაც პატარა ბიჭს სჭირდება. სამივე საძინებელს საკუთარი სველი წერტილი აქვს. მესამე სართულზეა თავად ჩოგბურთელის საძინებელი, ბევრი ღია კარადითა და შავი აბაზანით. ლეილა მესხს ფარდები მხოლოდ საძინებლებში აქვს. ყველა სართულის ფარდები ერთმანეთთანაა შეხამებული და ფასადის საერთო შტრიხს ქმნის. სახლის მესამე სართულზე არის პატარა კაბინეტი, ოთახი ხატებისთვის და ბუხარი, რომელიც ულამაზესი ნაცრისფერი ფილებითაა მოპირკეთებული. თუმცა, ბუხარი მხოლოდ ბუტაფორიაა და თავის ფუნქციას არ ასრულებს. ამ ლამაზი სახლის კიდევ ერთი ხიბლია ეზო, ღია ტერასით, აუზით, პატარა სპორტული მოედნით და ავტოფარეხით. სახლიდან ეზოში გამავალ კვადრატში ჩოგბურთელმა საუნაც კი მოაწყო, რომლის გარე ზედაპირის დასაფარავად გემების ასაგები მასალა გამოიყენეს. ეზო ღამით განათებულია სანათებით, რაც საოცრად ლამაზ ეფექტს ქმნის. თანამედროვე სტილით მოწყობილ ეზოს ამშვენებს ულამაზესი ლეღვის ხე და ვარდების კუნძული, რაც „თეთრი პატარძლის“ სიმწვანეს განსაკუთრებულად უხდება.


скачать dle 11.3