კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიყენა ვივიენ ვესტვუდმა გაზეთები ახალ კოლექციაში


მოდის ყველაზე ექსცენტრიკული, უცნაური და სიგიჟებიის მოყვარული ქალბატონი ყველა სეზონზე ახერხებს მოდის სამყაროს გაოცებას. სულ ფიქრობ – რა შეიძლება, ამ ქალმა გააკეთოს იმაზე არანორმალური, ვიდრე ეს წინა სეზონზე იყო. მაგრამ, ახალი კოლექცია ძველს ყოველთვის გავიწყებს და ისევ იწყება ხელახალი საოცრება. არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა მოდური, რა სტილის სამოსს ირგებ, გაქვს თუ არა მოდური სამოსის შეძენის საშუალება, ვესტვუდის კოლექციები და ტენდენციები ჩაცმის ყველა მოყვარულის გემოვნებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ფანტასტიკური ვივიენ ვესტვუდი მოდის სამყაროში პანკური სტილით მოვიდა, დაამკვიდრა თავისუფლება სამოსში, რომელიც იმ დროისთვის თვითგამოხატვის ყველაზე ალტერნატიულ ფორმად იქცა. ჟოლოსფერი თმა, თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლები, გრანდიოზული პლატფორმები, შეუსაბამო ფერები – ამ ყველაფრით ვესტვუდმა მოდაში რევოლუცია მოახდინა.

დღესაც კი, სამოცდაცხრა წლის ასაკში, ვივიენ ვესტვუდი ექსტრავაგანტული და თამამი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს მოდას. ვესტვუდმა „ბრიტანული“, „ლონდონური“ სტილი მთელ მსოფლიოს აატაცებინა და შეაყვარა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანული გამოცემებით, გაზეთებით გაფორმებული ახალი გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია გასული წლის შემოდგომაზე, არც მეტი არც ნაკლები, პარიზში წარმოადგინა. ალბათ, მხოლოდ ვივიენს შეეძლო ამის გაკეთება და ბრიტანელების არცთუ ისე მოყვარულ პარიზელებში საოცარი აღფრთოვანება დაიმსახურა.

ახალი კოლექცია ისევ და ისევ სოციალურ პრობლემას მიეძღვნა, როგორც ამას ვესტვუდი ხშირად აკეთებს ხოლმე. ჩვენებაზე მისულ სტუმრებს სკამებზე პატარა ფურცლის ნაგლეჯები დახვდათ იგივე წარწერით, რომელიც მთელ კოლექციას სდევდა თან – იმოქმედე სწრაფად, დაფიქრდი, შეაჩერე კლიმატის ცვლილებები! ვივიენ ვესტვუდმა გარემოს დაცვაზე, სამყაროს შეცვლასა და კლიმატურ ცვლილებებზე გასულ სეზონზეც გაამახვილა ყურადღება. ქალბატონ ვივის – „დამა ვივ“ როგორც მას უწოდებენ, არაერთხელ მიუმართავს ასეთი არაკომერციული, პრომწვანე მოწოდებებისთვის. კოლექციის სამოსის უმეტესი ნაწილი თითქოს დაუმთავრებელია – შემორღვეული მინი ქვედაკაბები, კომბინეზონები, დახეული კოლგოტები, ტანზე მოხვეული თუ შემოხვეული კაბები, მკერდთან მოტკეცილი, ამოქაჩული კორსეტები და ბიუსტჰალტერები ულამაზესად გამოიყურება.

თუმცა, კოლექციის მთავარი მიმდინარეობა მაინც ცეცხლოვანი ქალბატონები იყვნენ. ალისფერი და ალისფორმის ვარცხნილობის შექმნა მხოლოდ ვივიენის ფანტაზიას თუ შეეძლო და იძულებული გაეხადა „მეიქაფის“ სპეციალისტები და სტილისტები მისი ფანტაზიისთვის ხორცი შეესხათ. კოლექციის ფერებშიც, შესაბამისად ჭარბობდა ცეცხლისფერი, ალისფერი, პასტელის კრემისფერი და ღია ნაცრისფერი. ულამაზესია მოკლე, „ხულიგნური“ შორტები, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება თხელ, ჭრელ მოსაცმელებთან და ასევე ნახატებიან, აჭრელებულ კოლგოტებთან ერთად. აქტუალურია უბრალო, სადა თხელი კაბები, რომელზეც ყვავილები ან მწერებია მიხატული. თუმცა, თავისუფალ კაბებთან ერთად ვივიენ ვესტვუდმა განიერი, „პრინცესას“ სტილში შექმნილი კაბებიც კი შექმნა. თხელი აბრეშუმის, ნაზი ყვავილებით გაფორმებული კაბა, ფენა-ფენა ისეა შეკერილი, რომ საოცრებათა სამყაროში მოხვედრილი ალისა გაგახსენდებათ, რომელიც მასხარასავით არის შეღებილი.

რაც შეეხება ფეხსაცმელებს, ამ სეზონზე დიზაინერმა სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელი წარმოადგინა. მათ შორის თხელი და დაბალძირიანი, რომელიც მოდელებს თითქოს დიდი ზომის ეცვათ. ასევე, წარმოდგენილი იყო ზაფხულის თხელი, ღია ფერის ჩექმები, რომელიც ცხვირთან არის მოჭრილი და თხელ კაბებს ძალიან უხდება.


скачать dle 11.3