კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნივთის ჩუქებაა დასაშვები, რომ მოქალაქე შეძლებულად არ ჩათვალონ და მოხვდეს სიღარიბის პროგრამაში


ქვეყანაში სხვა მრავალი პრობლემის გარდა, მწვავედ დგას სოციალური პრობლემა. მართალია, „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების პროგრამა“ მოქმედებს, მაგრამ, მასში მრავალი ხარვეზის აღმოჩენის გამო, თავიდან ხდება შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, რათა მართლა ღატაკი ადამიანი მოხვდეს ხსენებულ პროგრამაში და ის კვლავინდებურად უსამართლოდ არ დაიჩაგროს. უფრო დაწვრილებით ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება პარლამენტის წევრი მაგდა ანიკაშვილი.


მაგდა ანიკაშვილი: მესამე წელია, რაც არსებობს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დახმარების პროგრამა“. თავიდანვე დიდი დისკუსია მოჰყვა ამ პროგრამის განხილვას, რადგან გამოვლინდა უსამართლობის მაგალითები, ვგულისხმობ არასწორი კრიტერიუმების მიხედვით მოსახლეობის შერჩევას, როცა, ზოგ შემთხვევაში, ღატაკი ადამიანი ვერ ხვდებოდა ამ პროგრამაში. მას მერე, რაც დაარსდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები უშუალოდ მოქალაქეებთან, გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა რეალური სურათი. ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უჭირდათ, წამლის შესაძენი თანხა არ ჰქონდათ და, ამის მიუხედავად ვერ იღებდნენ სახელმწიფოსგან კუთვნილ დახმარებას, უსამართლოდ იჩაგრებოდნენ. ამიტომ, ცხადი გახდა ის ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი ხარვეზი ჰქონდა ამ პროგრამას. მას შემდეგ, რაც „ქრისტიან-დემოკრატები“ ვართ პარლამენტში, ვიბრძვით იმისთვის, რომ გადაიხედოს ამ პროგრამის კრიტერიუმები.

– კერძოდ, რა სახის ცვლილებებზეა საუბარი?

– ჩვენ ვითხოვთ, რომ ყურადღება გამახვილდეს არა იმ ქონებაზე, რომელიც აქვს ოჯახს, არამედ მის შემოსავალზე. მთავარი ხარვეზი სწორედ ამაში გახლავთ. ფასდება ოჯახის ქონება, თუ რა ნივთი აქვს მას ოჯახში. სრულიად დასაშვებია, ეს ქონება იყოს შეძენილი ათწლეულების წინ, სახლი ან მიწა, მაგრამ დღეს არანაირ შემოსავალს ეს არ იძლეოდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა მრავალშვილიან ოჯახს მოძღვარმა აჩუქა სახლი, ტელევიზორი და ჩაითვალა, რომ ეს არის ამ ოჯახის მიერ შეძენილი ქონება და მიუმატეს ქულები. ასეთი ბევრი ფაქტია და არ დავიწყებ სათითაოდ მათ ჩამოთვლას, ბევრი ბრძოლის შემდეგ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში განსახილველად. აუცილებელია კრიტერიუმების გადახედვა, თუ როგორ უნდა შეფასდნენ უმწეოები. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებთან სახელმწიფო წელიწადში ერთხელ ანახლებდა კონტრაქტებს, თუ ადამიანს უმწეოდ ცნობდნენ იანვარში, კონტრაქტის განახლების ვადა, ვთქვათ, ნოემბერში უწევდა, ეს ადამიანი დაზღვევის გარეშე რჩებოდა თითქმის მთელი წლის განმავლობაში. ასეთი აბსურდული სიტუაციაც მრავლად არსებობდა. ახლა, უკვე, უმწეოდ ცნობის მერე, მესამე თვიდან იწყება მოქალაქეთა დაზღვევის პროცედურა. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, იქნება ჩამოთვლილი კონკრეტული ნივთები – მაცივარი, ტელევიზორი თუ მობილური ტელეფონი, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული ქულების დათვლის პროცესში. ასევე, გვპირდებიან, რომ, თუ ოჯახს ეყოლება ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფი, ესეც იქნება გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს ერთი სერიოზული შენიშვნა: მიგვაჩნია, რომ თუ ოჯახი მრავალშვილიანია, ასეთ შემთხვევაში, იქ ქულების დათვლის სხვაგვარი პროცედურა მოხდეს.

– თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო ფულად კომპენსაციას არ იძლევა...

– მრავალშვილიანად ითვლება ის ოჯახი, რომელსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავს, ჩვენი კანონმდებლობით მკაფიოდ არაა განსაზღვრული, ვინაა მრავალშვილიანი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი საბიუჯეტო კანონში, სადაც წერია: ვისაც ჰყავს შვიდი არასრულწლოვანი შვილი, მას ენიშნება დახმარება 35 ლარის ოდენობით თვეში. ეს დახმარება მოქმედებდა 2007 წლამდე და, ვისაც იმ დრომდე ეყოლა შვილები, მხოლოდ მათ უნარჩუნდებათ დახმარება, თორემ, 2007 წლის მერე დაბადებული ბავშვებისთვის არანაირი შეღავათი მრავალშვილიან ოჯახზე აღარაა. არსებობს მხოლოდ უმწეოთა პროგრამა და, თუ მრავალშვილიანი ოჯახი უმწეოდ ცნეს, მიიღებს დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არანაირი შეღავათით არ ისარგებლებს. ეს სრულიად მიუღებელი მიდგომაა და ვაპირებთ მთელი პაკეტი შევიმუშაოთ მრავალშვილიანების დახმარების პროგრამის ასამოქმედებლად. დასაწყისისთვის უნდა მოხდეს მათთვის სტატუსის მინიჭება, ვინ ჩაითვლება მრავალშვილიანად, რამდენი არიან ისინი. ვიწყებთ ოთხი და მეტი შვილის მქონე დედების აღრიცხვას.

– ქალბატონო მაგდა, ამ ეტაპზე, რამდენი ლარით განისაზღვრება ერთი მოქალაქის საარსებო კალათა და რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს მას, რომ მოხვდეს უმწეოთა პროგრამაში?

– დღეს საარსებო კალათა ერთ სულზე განისაზღვრება 125 ლარით, თუმცა, საარსებო მინიმუმით არ ხელმძღვანელობს ის ხალხი, ვინც ქულებს ითვლის – ისინი მოქალაქის ქონებით ხელმძღვანელობენ და ქულებიც თავიანთი აქვთ შემუშავებული: 37 000 ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს, ფულად დახმარებასა და დაზღვევას უნიშნავენ, ხოლო 70 000 ქულაზე ნაკლები ვისაც აქვს, მას მხოლოდ დაზღვევა ეკუთვნის. პრინციპში, „ქრისტიან-დემოკრატების“ მოთხოვნა ისიცაა, რომ შეფასდეს არა ქონება, არამედ ოჯახის შემოსავალი, რამდენი აქვს მას სტაბილური შემოსავალი და აქვს თუ არა იმის სახსრები, რომ ოჯახმა იარსებოს.

– თუ ექცევა ყურადღება საცხოვრებელ ფართს ან ძველად შეძენილ ქონებას?

– თუ მას აქვს კარგად მოწყობილი სახლი, მანქანა ან ის ნივთები, რასაც ფუფუნების საგანს უწოდებენ, მაშინ, ცხადია, ვერ ჩაეწერება უმწეოთა პროგრამაში. ქულების დათვლა არის ქონების შეფასების დიდი კითხვარი. უკიდურესად ღატაკი უნდა იყო, მაგრამ, ცდომილება ამ პროგრამასაც ახასიათებს და შერჩევა ბოლომდე ობიექტური არაა – ზოგი ადამიანი მართლა ღარიბია, მაგრამ უმწეოდ არ აღიარებენ. ივნისიდან ახალი კრიტერიუმები შევა ძალაში, ამ წლის ბოლომდე გავრცელდება უმწეოებზე და მომავალ წელს შევძლებთ, რეალურად შევაფასოთ, ამ ცვლილებამ გამოიღო თუ არა რამე შედეგი.

– მაინც, რა ნივთები არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ის ღატაკად აღიარონ?

– ეს ნივთებზე არაა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ოჯახის წევრთა რაოდენობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავისთავად, აღწერენ სახლსაც და, რასაც ნახავენ ოჯახში, ამის მიხედვით ითვლიან ქულებს – ესაა მთელი ფორმულა იმისა, თუ როგორ გამოიყურება სიღატაკე. ადრე პრობლემა იყო ტელევიზორის, მაცივრის, ასევე, მობილურისა და სარეცხი მანქანის ქონა. თუ ეს ნივთები აქვს ოჯახს, ახლა ამის გამო მათ უარს აღარ ეტყვიან სიღარიბის პროგრამაში ჩასართავად, თუმცა, ამ ნივთებში არ იგულისხმება პლაზმური ტელევიზორი და ბოლო გამოშვების სარეცხი მანქანა, ავტომობილი და ასე შემდეგ. ამის მერე კიდევ მიდის მუშაობა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს შეფასების კრიტერიუმები. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, რჩება იგივე: ოჯახზე 30 და სულზე 24 ლარის კომპენსაცია, პლუს – დაზღვევა.

– რამდენი ოჯახია სიღარიბის პროგრამაში ჩართული და რა სახის დაზღვევა ვრცელდება მათზე?

– ფულად დაზღვევას იღებს 400 000 ოჯახი, ამას გარდა, კიდევ 900 000 ოჯახია დაზღვეული ხსენებული პროგრამის მიხედვით. თუმცა, ეს საკმაოდ დინამიკური პროცესია და შეიძლება, გაიზარდოს ასეთი ხალხის რაოდენობა, მაგრამ, მთავარია, რომ სწორად განისაზღვროს ეს რაოდენობა და მიეცეს დახმარება იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. უმწეოთა პაკეტში შედის გადაუდებელი დახმარებაც, ფინანსდება გეგმური ოპერაციები და ქიმიოთერაპია, სამაგიეროდ, არანაირი სტომატოლოგიური დახმარება არაა გათვალისწინებული, რაზეც ბევრი ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ახლა ჩასვა მთავრობამ 50-ლარიანი ლიმიტი მედიკამენტებზე და, ესეც, ფაქტობრივად, არაფრის მომცემი დანამატია, რადგან ეს არის მინიმალური თანხა. ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მედიკამენტების მიღებას, ეს ვერანაირ შეღავათს ვერ მიანიჭებს მათ.

– მარტოხელა და მარჩენალდაკარგული ადამიანების დახმარებაში თუ არის მოსალოდნელი რაიმე ცვლილება?

– მარტოხელებს რაც შეეხება, მათზე რამე ცალკე განსაკუთრებული შეღავათი არ ვრცელდება. თუ უმწეოთა პროგრამაშია, ის აიღებს 55 ლარს, ხოლო დევნილებზე ცალკე პროგრამები მოქმედებს, არასწორი მიდგომაა ისიც, როცა ხდება „ახალ” და „ძველ” დევნილებად დაყოფა. არსებობს კონკრეტული შენობებიდან ძალის გამოყენებით მათი გამოსახლების პრობლემები. უკვე მეჩვიდმეტე წელია, მთავრობა მძიმე პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. მარჩენალდაკარგულები იღებენ სახელმწიფო დახმარებას. ამ ხალხის სპეციალური ახალი გადამოწმება არ მოხდება. განცხადებას წერს მოქალაქე, აგენტი მიდის მასთან აღწერის ჩასატარებლად, ხოლო მას, ვინც უკვე არის პროგრამაში, გეგმური გადამოწმება ეკუთვნის.


скачать dle 11.3