ჩვენება საგამოფენო სივრცეში
6 აპრილს, გალერეა „კოპალაში“ საკმაოდ საინტერესო ჩვენება გაიმართა, სადაც დიზაინერმა ირაკლი ბუხრაშვილმა, ტრადიციულ ქართულ სტილში შექმნილი, თექის კოსტიუმების კოლექციის ჩვენება მოაწყო. რაც მთავარია, კოლექცია მამაკაცების იყო და ის სხვადასხვა სააგენტოს ბიჭებმა წარმოადგინეს. ირაკლის ჩვენებას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო – ლელა წურწუმია, ნანკა კალატოზიშვილი, თეონა თავართქილაძე, კრისტი ყიფშიძე, ბიჭოლა და სხვები. ნანახით ყველა კმაყოფილი დარჩა და დიზაინერს წარმატებები უსურვეს.