ზალიკო ბერგერის ახალი აქსესუარების გამოფენა
10 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ გალერეა „შარდენში“ ზალიკო ბერგერის აქსესუარების ახალი კოლექციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ერთდღიან გამოფენაზე ზალიკომ მეტად ორიგინალური სამკაულები გამოიტანა, რომელიც ლითონისა და სვაროვსკის თვლების საინტერესო სინთეზით იყო შექმნილი. კოლექცია რამდენიმე მოდელმა წარმოადგინა, თუმცა დიდი ნაწილი გალერეის კედლებსა და თაროებზე იყო გამოფენილი და ყველა მსურველს შეეძლო შეეძინა. გამოფენას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის: ია ფარულავა, ლელა წურწუმია, ზალიკოს განუყრელი მეგობარი ნინო ორდენიძე და სხვები.