კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დინჯები


„დააგვიანდათ, აღარა ჩანან“

ჩვენმა სახმინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში გასულ კვირას ფრიად დაგვაიმედა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ივნისის ბოლოს იქნება მზადო. ეს ამბავი ბ-ნმა იაკობაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გაახმაურა. მეტიც, რაკი ასეთი დიდი მნიშვნელობის დოკუმენტს, ბუნებრივია, მხოლოდ პარლამენტის კედლები ვერ დაიტევდა, მის განხილვას საგანგებო კონფერენციაც მიეძღვნება, რომელიც განა თბილისში (ბოლოს და ბოლოს, რა ქალაქია თბილისი, აქ ხომ მხოლოდ ძირითადად ქართულის მცოდნე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?! სულ სხვა საქმე იქნება, როცა ყველანი ინგლისურად „შეუბერავენ“!), საფრანგეთსა ან ბელგიაში გაიმართება. ტექსტიც გადათარგმნილა რუსულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასაც დაგზავნია – ეუთოთი დაწყებული და ნატოთი დამთავრებული. წინასწარვეა ცნობილი რუსული პოზიცია, – ხსენებული სტრატეგია ამერიკელების დაწერილიაო. ბუნებრივია, ბ-ნი იაკობაშვილი ამას უარყოფს, თანაც, ჩვეულებისამებრ, ანგლად: „აქამდე არ ვიცოდი, ამერიკელი თუ ვიყავი“-ო. ის, რომ ჩვენი სახმინისტრი ენამოსწრებულია, ძველი და ცნობილი ამბავია; არც ის არის სიახლე, რომ ტერიტორიები 2008 წლის აგვისტოში დავკარგეთ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს 1 წლისა და 8 თვის წინათ მოხდა, ბ-ნი იაკობაშვილი ისეთივე მკვირცხლი რომ იყოს საქმეში, როგორც სიტყვა-პასუხშია, არც ჩვენ გვაწყენდა, არც მას და, რაც მთავარია, არც ამ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს.


скачать dle 11.3