კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავაქორწინეთ, მააშ!


გამოწკეპილი ლუარსაბები

იმას, რომ საქართველოს ქალაქები (ბუნებრივია, მხოლოდ ისინი, რაც დაგვრჩა) შენდება და მშვენდება, დღე ერთია და, საერთო მაუწყებლები მრავალჯერ გვახსენებენ, მათზე ხშირად კი – სახელმწიფო მაღალჩინოსნები. მართალია, მცხეთის პლაჟების თემა დაიხურა (თუმცა ისიცაა, აბა, რა ჯობია მტკვრისა და არაგვის შესართავთან გარუჯვას, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სვეტიცხოვლის დარის ამგებს ვინ ჩივის, გზის დასაგებადაც კი მუშა უცხოეთიდან შემოგვყავს?! ჰოდა, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ლუარსაბივით კოტრიალია), სამაგიეროდ, ძალუმი აღმშენებლობაა აქეთ – თბილისში, იქით – ქუთაისში (სიღნაღი ხომ აღშენებულიცაა და დაღშენებულიც!); მეტიც, ამ საერთო აღტკინებას არც ბათუმი ჩამორჩება, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ბათუმს შავი ზღვის მადრიდობის პერსპექტივა „ეჯღანება“, თუმცა, არც უვეგასობაა. შესაბამისად, რაკი არაა, სიღნაღის მსგავსად, ქორწინების ახალი სახლი „მომავალ მადრიდშიც“ გაიხსნა. როგორც ადგილობრივი მთავრობის მესვეურებმა გვაუწყეს, ჯერ ერთი, ქორწინების ახალი სახლის დიზაინი ჰარმონიულად უთავსდება ბათუმურ არქიტექტურას და, რაც მთავარია, იმ კონკრეტულ სახლში დაქორწინება დღე-ღამის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი (როგორც სიღნაღში, რომელიც, ასევე, პატიოსან გვამთა მტკიცებით, შესაუღლებლად მეტად საყვარელ და პოპულარულ ადგილად იქცა). მეორე მხრივ, ბათუმის საქორწინო სახლს სხვა დატვირთვაც აქვს: ზემოხსენებულ მესვეურთა განმარტებით, იქ დაქორწინების საშუალება ტურისტებსაც მიეცემათ (მე თუ მკითხავთ, რაკი დემოგრაფია ჩვენი აქილევსის ქუსლია, ბათუმში შეუღლებულ წყვილებს ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობაც უნდა მივანიჭოთ და, შესაძლოა, ისე გავბევრდეთ, რომ ბუნებრივი წესით გამრავლებასაც კი დავანებოთ თავი). აი, ამის შემდეგ ნამდვილად შეგვეძლება, შევძახოთ, რომ, არა მხოლოდ დავასვენეთ, კიდეც დავაქორწინეთ, მააშ!


скачать dle 11.3