კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურში შემშვებ-გამშვებები


ანუ, საწვავიანი ხელებით პირდაბანილები

საწვავის გაძვირებისადმი მიმართულ პროტესტს (რომელსაც, რატომღაც, ძირითადად, მხოლოდ ავტომძღოლები გამოხატავენ, თითქოსდა საწვავის გაძვირება ყველაფერ დანარჩენს არ აძვირებდეს) როგორც მესაწვავეები, ისე ხელისუფლება ერთი ყურიდან მეორეში უშვებს. ხელისუფლების მიერ ყურებში შეშვება-გაშვების მოტივი ვარდების რევოლუციის ხნისაა, – დემოკრატიაში არას მკითხავს თავისუფალი ბაზარიო, და მერე რა, რომ ამ ბაზარს თავისუფლებისა დიდი არაფერი ეტყობა, თუნდაც, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ თავისუფალია, ბენზინის ფასი რატომ არის ერთნაირი, იმისდა მიუხედავად, ევროპიდან მოაქვთ თუ აზერბაიჯანიდან?! შესაბამისად, რაკი „ქარავანი მაინც მიდის“, „ძაღლებმა“ სულაც რომ დაიწყვიტონ ხმის იოგები (უკეთესიც იქნება, ვეღარ „იყეფებენ“!), საწვავიც ძვირდება და ყველაფერი დანარჩენიც. რაც მთავარია, ამ საქმეში ნავთობმწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი გვერდში უდგას მესაწვავეებს (განზე რომ ედგეს, მომხმარებლებსაც ხომ შეაწევდა თავის სიტყვას?!). ჰოდა, რაკი უდგას, გასულ კვირას ხსენებულმა ორგანიზაციამ ტაქტიკა შეცვალა და თავისი პროგნოზი შემოგვთავაზა, უახლოეს მომავალში საქართველოში საწვავის ფასი გაიზრდებაო. კერძოდ, კავშირის თავმჯდომარემ (ბ-ნმა მთვრალაშვილმა) და მისმა მოადგილემ (ბ-ნმა იობაშვილმა) გვაუწყეს, რომ „12 თებერვალს ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 642,25 აშშ დოლარს შეადგენდა, დღეისთვის კი 793 აშშ დოლარს მიაღწია.“ უფრო მეტიც, ნედლი ნავთობის ფასის დინამიკაც ზრდადი ყოფილა, სახელდობრ, იმავე პერიოდში 69 აშშ დოლარიდან 86 აშშ დოლარამდე უმატია. იქიდან გამომდინარე, რომ აქამომდე საწვავზე ფასს წინასწარი გაფრთხილების გარეშე ზრდიდნენ, ახლა კი შეგვამზადეს, სავარაუდოა, რომ საწვავის ფასი რეკორდულად გაიზრდება. ჩვეულებისამებრ, ბ-ნ მთვრალაშვილს (არც ბ-ნ იობაშვილს) არ გახსენებია, რომ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება, ქართულ ბაზარზე მაინც გაზრდილი რჩება. როგორც ჩანს, ეს ისეთი პროზაული საკითხია, რომლის გარჩევაზეც ნავთობმწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, მოკალი და, ვერ მოცდება! ერთი სიტყვით, ხელი (ნავთობიანი) ხელს (ნავთობიანს) ჰბანს, ორივე კი – პირსო.


скачать dle 11.3