კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად უმიზეზოდ იკბინება. მყავს 11 თვის ამერიკული ტერიერი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ძაღლი მარტო უცხოებს კი არა ოჯახის წევრებსაც ერჩის.

პასუხი: ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. დასაშვებია, ეს ნერვული აშლილობის ან ცუდი ზნის ბრალი იყოს. ამიტომ, აუცილებლად ანახეთ თქვენი ძაღლი ექიმს.

კითხვა: ზაფხულის დაავადებებში ყველაზე მეტად რომელია ძაღლებში გავრცელებული?

პასუხი: ზაფხულში აქტუალური ხდება დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის მატებასთან. ამ დროს აქტიურდება პარაზიტები – რწყილები, ტკიპები და კოღოები. მათი კბენა იწვევს ალერგიებს და გადააქვს ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა: პიროპლაზმოზი, ლეიშმანიოზი და ასე შემდეგ.

კითხვა: მინდა, ჩემს ძაღლს თმა გადავუღებო ზოგ ადგილას და თუ არის თბილისში ისეთი სალონი, სადაც ამას გააკეთებენ? მაინტერესებს, ასევე, ხომ არ იწვევს ეს ძაღლებში ალერგიას. სპეციალური საღებავია საჭირო თუ სულერთია?

პასუხი: ამას არ გირჩევდით, რადგან საღებავში შემავალმა კომპონენტებმა შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს ძაღლის ბეწვს.

კითხვა: რამდენიმე თვის წინ ჩემი ძაღლი შევაჯვარეთ, მაგრამ ვერ დაორსულდა. შეიძლება რომ სხვა მცდელობაც კრახით დამთავრდეს, თუ ეს დასაშვებია?

პასუხი: რადგან პირველი შეჯვარება არ აღმოჩნდა ნაყოფიერი, ეს არ გულისხმობს იმას, რომ თქვენი ძაღლი უნაყოფოა. საჭიროა, მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც გასინჯავს ძაღლს და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას დაუნიშნავს.

კითხვა: ჩემს ძაღლს ეპილეფსია აქვს. რაც დრო გადის, უფრო ხშირ-ხშირად ხდება ცუდად. მირჩიეს, ძაღლი დავაძინო, მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება. იქნებ მირჩიოთ, ვინმე, ვინც კარგად ჩაუტარებს მკურნალობის ციკლს და ცოტა მაინც გამოჯანმრთელდება.

პასუხი: აღნიშნული დაავადება ქრონიკულია. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს და მკურნალობაც ხანგრძლივია.


скачать dle 11.3