კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაქსიმალური სიამოვნებისთვის


ალბათ, კამათს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ქალის და კაცის ურთიერთობაში ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო მისი პირველი ეტაპია. მდედრი თავს აწონებს მამრს და პირიქით – მამრი ყველა საშუალებით ცდილობს მდედრის მოხიბვლას. რა შეიძლება იყოს ამაზე მშვენიერი და რომანტიკული. პირველი ნაბიჯიც საერთო მომავლის გზაზე, სწორედ ეს არის, რაც მეორე ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგებს. სამწუხაროდ, დანარჩენი ეტაპები არც რომანტიზმით გამოირჩევა და არც არაფრით იქნება საინტერესო, თუკი ჩვენ თავად არ შევუწყობთ ხელს. ყოველდღიურობა ვერ იქნება მშვენიერი სიურპრიზებით აღსავსე. ვერც თავისი მრავალფეროვნებით გაგაოცებთ. „საყოფაცხოვრებო რუტინა“ თან სდევს თითოეულ ჩვენგანს ყველგან და ყველაფერში.

ქალების უმრავლესობას კი უნდა, ყოველი დღე დღესასწაული იყოს... და რას აკეთებენ ამ დღესასწაულის მისაღებად? – ეძებენ მამაკაცს, რომელიც ოცნების რეალობად გადაქცევაში დაეხმარება. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, ანუ სანამ კაცი „პირველ ნაბიჯს“ დგამს, თანახმაა ამ პირობაზე. მას ხომ მეორე ნაბიჯიც აქვს გადასადგმელი, მაგრამ მერე, როცა „დიადი“ მიზანი მიღწეულია, სასურველი ქალი მონადირებულია და მოშინაურებული, ყოველდღიური დღესასწაულებიც – ნურას უკაცრავად. ჭკვიანმა ქალმა ეს იცის და ფსიქოლოგიურად ემზადება კიდეც ამისთვის. თუ გაგიმართლებთ და თქვენი ძვირფასი მეორე ნახევრისთვისაც ჟანგბადივით აუცილებელი იქნება ყოველდღიურობის იმპროვიზირებული დღესასწაულებით გაფერადება (ასეთი გამონაკლისებიც არსებობენ), ესე იგი, გაგიმართლათ. ხოლო, თუ ხელში „სტანდარტული მამრი“ შეგრჩათ, ის მაინც მოახერხეთ, რომ მაქსიმალური სიამოვნება ყოველდღიური დღესასწაულებისგან მეორე ნაბიჯის გადადგმამდე მიიღოთ.


скачать dle 11.3