კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მან ეს იცის...


მამაკაცების უმრავლესობამ შესანიშნავად იცის, რომ სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, მაგრამ ეშაფოტზეც რომ აიყვანოთ, ხმამაღლა ამას არ აღიარებს. იმიტომ კი არა, რომ წარმოუდგენლად ჯიუტია, თუმცა არც უამისობაა. უბრალოდ, თვითკრიტიკა მამრის ბუნებაში არ ზის და ნეგატიურად აისახება მის პატივმოყვარეობაზე.

ანუ, ყველა მამაკაცი ეგოისტია – დიახ! ესეც ჭეშმარიტებაა და არც ეს ჭეშმარიტებაა მამაკაცებისთვის უცხო. მაგრამ მამაკაცს ერთი დადებითი თვისება უდავოდ აქვს: ის მზად არის, მოისმინოს თქვენი შენიშვნა, მაგრამ მეგობრული, მშვიდი ტონით, ყოველგვარი კატეგორიულობისა და პრეტენზიის გარეშე. მამაკაცი ყველაფერს გააკეთებს, რასაც კი სთხოვთ. ოღონდ თხოვნა თხოვნას უნდა ჰგავდეს, ბრძანება არ მიიღება!

მამაკაცი ვერ იტანს გაურკვევლობას. მას ღლის იმის წარმოდგენა, რომ უნდა გაისარჯოს და გამოიცნოს თქვენი გულისნადები. გაუმარტივეთ ამოცანა და გასაგები სიტყვებით აუხსენით, კონკრეტულად რას მოითხოვთ მისგან. იშვიათია მამაკაცი, რომელიც მაშინვე მიხვდება, რამ შეუცვალა მის საყვარელ ქალს გუნება-განწყობა და თუკი, წუთის წინ იცინოდა, ახლა დაღვრემილი, უკმაყოფილო მზერით მას რატომ „ბურღავს“. სტანდარტული მაგალითი: კაცმა (დავუშვათ, ქმარმა) შეიძლება, მთელი დღე უყუროს ნაგვით პირთამდე გაძეძგილ ვედროს, მაგრამ ვერ მიხვდეს, რომ მისი გადაყრაა საჭირო. სკანდალის ატეხას, გირჩევნიათ, მშვიდად მისცეთ და გაისტუმროთ. არც თქვენ აიშალოთ ნერვები და არც ის გააღიზიანოთ. თუ ამ დროს ალერსიანადაც გაუღიმებთ, მხოლოდ მოგებული დარჩებით ამით.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მამაკაცი ემორჩილება წვრთნას. ის მზად არის, საყვარელი არსების საამებლად შეიცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, თქვენვე შექმნათ თქვენი იდეალი. საჭიროა, მონდომება და მოთმინება.

P. S. მამაკაცმა იცის, რომ მისით კმაყოფილები ხშირად არ არიან. გამოიყენეთ ეს შანსი და გამოთქვით პრეტენზია ხმამაღლა. ის ამით არ გაბრაზდება, მთავარია, არ აგრძნობინოთ, რომ არაფერში გჭირდებათ. ამას ნამდვილად არ გაპატიებთ.


скачать dle 11.3