კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუგეთ მამაკაცსაც


დიახ! გავუგოთ მამაკაცსაც. მოდით, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ქალებიც ვიქცევით ხოლმე გამოუსწორებელ, თავდაჯერებულ ეგოისტებად. ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ადამიანის გრძნობები, სურვილები თუ ინტერესები, არათუ იშვიათად, საერთოდ არ გვაინტერესებს. მაგალითად, ძალიან უყვარხართ მამაკაცს, მაგრამ მისი ყურადღება თქვენ არათუ არ გჭირდებათ, გაღიზიანებთ კიდეც. გაღიზიანება წარმოშობს აგრესიას, რომელიც პირდაპირ მიმართულია კონკრეტული ინდივიდისკენ, ამ შემთხვევაში საცოდავი, შეყვარებული მამაკაცისკენ. ბუნებრივია, თქვენი პოზიცია ძალიანაც გასაგებია, მაგრამ გაუგეთ მასაც და შეეცადეთ, ნაკლები ტრავმა მიაყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ უყვარხართ და არ სძულხართ.

გარდა ამისა, თქვენ მისგან დავალებულიც კი ხართ. აუცილებლად უნდა უთხრათ მადლობა იმისთვის, რომ არსებობს თქვენს ცხოვრებაში და თავისი სიყვარულით საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ნება თავს, ითამაშოთ მის გრძნობებზე, მაგრამ არც თქვენით მანიპულირების უფლება მიანიჭოთ. სიყვარულზე უარის თქმისთვის, იმაზე დამაჯერებელი მიზეზია საჭირო, ვიდრე უბრალოდ – „არ მომწონხარ“. შეყვარებული მამაკაცი ამას ვერ გაიგებს. ამიტომ, გაისარჯეთ და შეეცადეთ, უფრო დამაჯერებლად განუმარტოთ, რატომ არ გიყვართ, ან რატომ არ შეგიძლიათ მისი სიყვარულის მიღება. ნუ გაიჩენთ მტერს. თქვენ ეს არ გჭირდებათ. აჯობებს, მეგობრებად დარჩეთ. ვინ იცის, მისი ერთგულება და პატივისცემა მომავალში რაში დაგჭირდებათ!


скачать dle 11.3