კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაეხვია ბუტერბროტივით ლოგინში ვანო ხუხუნაიშვილი და რატომ მოაწყო მან წარღვნა


ხშირად ვხედავთ პოლიტიკოსებს საქმიან გარემოში, მკაცრი იმიჯით, არადა სინამდვილეში ბევრი მათგანი პოლიტიკური ალღოს გარდა, იუმორის ნიჭითაცაა დაჯილდოებული ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სტაჟიანი, ახლა უკვე ექს-დეპუტატი და „ხალხის პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე.


– არასახარბიელო პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად თუ ხართ პოლიტიკოსები იუმორის ხასიათზე?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არაა ხასიათის ამბავი. ქართველებს აქვთ იუმორის გრძნობა, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაჭიმული. კახელებს გადასარევი იუმორი აქვთ, ასევე – იმერლებს, გურულებსაც, სვანებს კი აშკარად პროგრესი დაეტყოთ. ადრე თუ სწყინდათ მათზე ხუმრობა, ახლა თავად შაყირობენ სვანებზე. პოლიტიკოსებსაც, ან აქვთ იუმორის გრძნობა, ან – არა. ისინი ქალებივით არიან, რომლებიც ან არიან ფეხმძიმედ, ან – არა. შუალედი არ არსებობს. სხვათა შორის პოლიტიკოსებს ძალიან შვენით იუმორი, თორემ ამ დაძაბულ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ გავაძლებინებდით. ასე რომ, ქართველებს აქვთ იუმორის ნიჭი და მათი ოცნობა ანუ იდეა – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ამაში მაინც არსებობს.

– ზოგად საუბარს აჯობებს, დავკონკრეტდეთ. ცნობილია, რომ იუმორის გრძნობის ნაკლებობას არ უჩივით...

– მე ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ იუმორში ისე, როგორც ამას იმსახურებდა აწ გარდაცვლილი პარლამენტის წევრი, ჩემი ახლო მეგობარი და დიდებული ადამიანი ვანო ხუხუნაიშვილი. თქვენის ნებართვით გავიხსენებ რამდენიმე მომენტს: ერთხელ მე და ვანო ბარსელონაში კორიდაზე მივდივართ. რომ ვიკითხეთ მისი აგილმდებარეობა, გვიპასუხეს, აქვეაო. 15 წუთი ვიარეთ და აქოშინებულმა ვანომ იმ ბიჭს, ვინც წინ გაგვიძღვა, უსაყვედურა, ხარის სიკვდილის სანახავად გვეპატიჟები, თუ ჩემი სიკვდილი გინდა ნახოთო. მერე დაღლილ-დაქანცულებს ისღა დაგვრჩენოდა ტაქსი გაგვეჩერებინა. ჩვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა, თან ერთ ფრაქციაში ვმუშაობდით და ცალკე რომ დაგვინახავდნენ კოლეგები რომელიმეს, ყველა შეწუხებული გვკითხულობდა – ერთს ან მეორეს. ვანო ზოგადად საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო, სახლშიც არ გამოირჩეოდა ბევრი ლაპარაკით. ამიტომ, დედამისმა დამირეკა ერთ დღეს და გახარებულმა მითხრა, რა კარგ საქმეს აკეთებ, რომ ვანოზე წერ, გაიხარე, შენი წყალობით, შვილზე ყველაფერი გავიგეო.

– ის შემთხვევა გაიხსენეთ, ვანო ცნობილი ოპერის სოლისტი რომ ეგონათ...

– ერთხელ ვანო იყო სტრასბურგში, სადაც მას ძალიან კარგად იცნობდნენ. საქართველოს წარმომადგენელი იყო და ვინც დაინახავდა, მისტერ ხუხუნაიშვილით მიმართავდა. შევიდა ერთხელ რესტორანში, ორი ოფიციანტი დაბზრიალდა იმ წუთშივე და მოაქვთ საჭმელები, ისე რომ ვანოს არც შეუკვეთავს. ამით ნებივრობს კაცი და არის განცხრომაში, ყველა თავზე ევლება. ცოტა ხანში მოვიდა ერთი ქალი და ოფიციანტებს გადაუჩურჩულა რაღაც, ისინიც დაიშალნენ. ვანოს კი უთხრა, ყველას ლუჩანო პავაროტი ეგონეთ, თქვენ კი მასზე ბევრად ახალგაზრდა ხართო. ისე, გარეგნობით მართლა კი ჰგავდა პავაროტის და ამბობდა, მასავით სიმღერა რომ შემეძლოს, პოლიტიკაში აღარ წავიდოდიო. მოქეიფე კაცი იყო და იმის მიუხედავად, რომ ქართულად ელაპარაკებოდა ყველას უცხოეთში, თარჯიმანი არ სჭირდებოდა. რომ იტყოდა შაბლი, მოჰქონდათ ღვინო, რომ იტყოდა პასტა, მოჰქონდათ მაკარონი და ასე შემდეგ. ერთი სიკეთე ის ჰქონდა, რომ პოლიტიკაში გამუდმებით ლანძღვა-გინებაა, ვანოსგან კი არავის ახსოვს, აუგად ეხსენებინოს ვინმე.

– მისი ეს თვისება პრეზიდენტმაც დააფასა და ჯეროვნად შეაქო კიდეც.

– ყველა ადამიანთან შეეძლო ურთიერთობის დამყარება. თუ იუმორიც გაქვს, უცებ შეგიძლია დაძაბული სიტუაცია განმუხტო. მას ეს თვისება ჰქონდა. ერთხელ მადრიდში გოლიათების მაღაზიაში შევედით. ფიზიკურად დიდი კაცი იყო და მუდმივად ტანსაცმლის შოვნის, მერე კი მორგების პრობლემა ჰქონდა. მე ცოტა ესპანური ვიცი, რომ დაველაპარაკე გამყიდველს, გამოუტანა აგურისფერი მაისური, რომელსაც გულზე აწერია – „ფოქ მი“. ვანომ ინგლისური არ იცოდა და არც მიაქცია წარწერას ყურადღება. მაშინვე, ჩაიცვა, მაგრამ ფერი არ მოეწონა, მე კი ვიცინოდი და მითხრა, შენ რაღაცას მაიმუნობო. მერე ვუთხარი გამყიდველს: ეს რა არის, რამე ნორმალური მაისური გამოიტანე-მეთქი. მოგვაწოდეს ხასხასა მწვანე ფერის მაისური, რომელსაც ზურგზე აწერია – „დონტ ფოქ“. ვანომ ეს რომ დაინახა გაგიჟდა, გამყიდველს ეუბნება, შენი საქციელი არ მომწონს, რაღაცეებს მიმალავ მანდ და მიდი, ახლა გამომიტანე, სანამ კიდევ ლამაზი ხარო. წავიდა ის ქალი და გამოიტანა პერანგი, მერე პიჯაკი, შარვალი. მოკლედ, კარგად გამოეწყო ვანიჩკა, თუმცა ფეხსაცმელი ვერ იყიდა. ზაფხულში სანდლებით დადიოდა, ისიც გაუფუჭდა და მივედით მაღაზიაში, სადაც ყველანაირი ფეხსაცმელი ჰქონდათ. მაღაზიაში გამყიდველები თეთრი ხალათებით დადიოდნენ. დაიწყეს ვანოსთვის ფეხსაცმლის მორგება, ხუთი წყვილი მოაზომეს, როგორც იქნა ერთი აღმოჩნდა მისი ზომა. გაუხარდა ვანოს, გაებადრა სახე, გამყიდველ ქალბატონს მოუთათუნა ხელი და უთხრა: შენ გაიხარე, დედაჩემის მერე, ასე გულიანად არავინ მომმსახურებიაო. გაითვალისწინეთ, რომ ვანო ყველასთან ქართულად ლაპარაკობდა, თარჯიმანი არ სჭირდებოდა და ყველას აგებინებდა, რაც უნდოდა.

– მისი წონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სუფრაზე. ალბათ, კარგად თამადობდა, შესაბამისად, ბევრსაც სვამდა...

– კი 16 წლიდან სუფრაზე იყო. ქორწილები წაუყვანია, თან ბევრს სვამდა და არ გეგონოს, შეგემჩნია მისთვის, გრადუსში რომ იყო. მახსოვს, 2 იანვარია. ჩემთან სახლში დავპატიჟე ახლობლები. არავინ არ მოვიდა ვანოს გარდა. მერე ვუსაყვედურე მეგობრებს, რატომ არ მოხვედით თქვე „არიფებო“, ოცი ლიტრი ღვინო დავლიეთ-მეთქი. ეგონათ 10 კაცი ვიყავით, მერე დავამატე, ლიტრა-ნახევარი მე და ვანომ – თვრამეტი-მეთქი. ერთხელ ბათუმში ვიყავით ინტურისტში. იქედან კინაღამ, გამოგვყარეს ისეთი კურიოზები დაგვემართა. ჯერ დავლიეთ. სასტუმროს დირექტორს ეუბნება: ლოგინები როგორი გაქვთო. მაგარიაო, გვიპასუხა. ვანო რომ დაწვა, ჩატყდა საწოლი და ბუტერბროტივით გაეხვია ქვეშაგებში, გაიჭედა და ყვირის თურმე, შველას ითხოვს. თან, ხელი გარეთ დარჩენია და ტელეფონსაც ვერ წვდებოდა, რომ დაერეკა. მერე მომსახურე პერსონალმა გაიგო მისი ყვირილი და დაიხსნეს კაცი ლოგინის ტყვეობიდან. ამ ინციდენტის შემდეგ, რა თქმა უნდა, საწოლი გაუმაგრეს უშველებელი რკინის ჯოხებით, რომლითაც მგონი, რკინიგზის ხიდებს აკეთებდნენ. იმ სასტუმროში პატარა აუზიც ჰქონდათ და რომ ჩახტა ვანიჩკა, წარღვნა მოხდა. რაც შიგ წყალი იყო, სულ გადმოვიდა.

– ბატონო ალეკო, თქვენ სტაჟიანი პარლამენტარი ბრძანდებით და ბევრი საპარლამენტო კურიოზის შემსწრეც იქნებოდით...

– კი. კურიოზების მეტი რა იყო. ერთხელ საარჩევნო კოდექსზე ჯგუფის მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის ხელმძღვანელადაც ვიტალი ხაზარაზე დანიშნეს. ერთ დღეს სადღაც საქეიფოდ უნდა წასულიყო. არ უნდოდა სხდომის მიტოვება, მაგრამ გავუშვით, წადი, უშენოდაც მივხედავთ საქმესო. მეორე დღეს ცხონებულმა ჟვანიამ გამოაცხადა, რა ხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებითო. მე მივედი მიკროფონთან და ვთქვი, როგორ შეიძლება, დემოკრატიასა და მაღალ მატერიებზე საუბარი, როცა ჩვენი ჯჟუფის ხელმძღვანელი სისტემატურად აცდენს სხდომებს-მეთქი. ამის მერე ხაზარაძემ დამირეკა, როგორ ჩაიარა სხდომამ, ჟვანიას რამე ხომ არ უთქვამს ჩემზე, რომ არ ვიყავიო. მე ცხადია სიმართლე დავუმალე. ვიტალიმ მითხრა, ჩემმა ცოლმა თქვა, ვიღაცა დაბალი და „რიჟა“ კაცი გამოსულა თურმე სხდომაზე და მაგრად გაულანძღიხარო. შემთხვევით, შენ ხომ არ ყოფილხარო (ეტყობა აღელვებულმა დაბალ და „რიჟად“ აღმიქვა). არა, როგორ გეკადრება-მეთქი, ვიუკადრისე. ამის მერე წავიდა გარჩევა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ის ჩამშვები. ერთმა თქვა, სააკაშვილი ხომ არ იქნებოდაო, რომელიც მაშინ მოქალაქეთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო, მეც დავეთანხმე – ასპროცენტიანი სააკაშვილი იქნებოდა-მეთქი. მსჯელობის მიხედვით, ეს საქმე სააკაშვილს ავკიდეთ. მერე ვიტალიმ თქვა, არა, ის კაცი დაბალი და „რიჟა“ ყოფილა და სააკაშვილი ვერ იქნებოდაო. მაშინ გრიგალაშვილი იქნებოდა უეჭველი-მეთქი, მეც შევცვალე ჩვენება. გავიდა ორი კვირა. ჟვანიამ მოიკითხა კვლავ ხაზარაძე. მეც იგივე გავიმეორე, აცდენს სხდომებს, დემოკრატიის ჩაშლა უნდა ქვეყანაში-მეთქი. ვიტალი თავის ოთახში იმყოფებოდა, შეხვედრა ჰქონდა უცხოელებთან. შევედი, დავჯექი ვიტალისთან ოთახში, ჩაი მომართვეს. ამ დროს ვიტალის ურეკავს ტელეფონზე ცოლი, არ უყურებ ტელევიზორსო? არაო, პასუხობს, აი ისევ გამოჩნდა ის დაბალი და „რიჟა“ კაციო. მიხვდა ყველა, რომ მე ვიყავი. თავის დაძვრენა აღარ გამოდიოდა. მას მერე, მე და ვიტალი დანასისხლად ვიყავით ერთმანეთს გადამტერებული.

– ასე გადამტერებული ხართ დღემდე?

– არა, მოგვიანებით შევრიგდით. შერიგების სცენა ძაალიან საინტერესო იყო. მაშინ გია მეფარიშვილი გახლდათ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ერთ-ერთ საკითხზე ვუთხარი, რომ არაა სწორი-მეთქი. იქვე იყვნენ ვიტალი ხაზარაძე და კობა დავითაშვილი. მეფარიშვილი მეუბნება, მე და კობა როგორც იურისტები, გეუბნებით ეს ასეაო. მე ვუთხარი, სასოფლო მაქვს დამთავრებული და გეუბნებით, მართლები არ ხართ-მეთქი. ამ დროს მხარი დამიჭირა ხაზარაძემ, რომელთანაც ნაჩხუბარი ვიყავი. გამოვედით იქიდან და ვიტალის ვკითხე გაკვირვებულმა, რატომ დამიჭირე მხარი-მეთქი. ხაზარაძე ქუთაისელი კაცია, იუმორის დიდი გრძნობა აქვს. მე მექანიკოსი ვარო, ის კი პროფესიით ეკონომისტი და იურისტების შეგონებები ჩემი არ იყოს, ყელში ჰქონდა ამოსული.

– საუბრის ბოლოს ერთი ანეგდოტი მოგვიყევით...

– სვანები ჯიხვზე სანადიროდ არიან წასული, მოკლეს ჯიხვი და წამოიყვანეს, მოათრევენ ჯიხვს და ფეხებით უჭირავთ გზაში. უთხრეს, რქებში მოკიდეთ ხელიო. წაავლეს მართლაც რქებში ხელი და აღმოჩნდნენ ისევ ქარაფებში.


скачать dle 11.3