კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ხატია შამუგიასთვის ქორწინება არაჯანსაღი და რა შემთხვევაში ეძებს ცოლი სხვას და ქმარი – სხვას


ქორწინება და შეუღლება, რომ მძიმე ტვირთია, ეს დაქორწინებულმაც და დასაქორწინებელმაც კარგად იცის. მაგრამ, ხშირად, ფაქტის წინაშე აღმოჩენილები ბევრ რამეს აღარ უფიქრდებიან და წარუმატებელი ქორწინების მსხვერპლნი ხდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ ეკიდებიან ფრთხილად და წინდახედულად აღნიშნულ საკითხს. ხატია შამუგიას პირველი ქორწინება, ცუდად თუ კარგად, მაინც დამთავრდა და მიღებული გამოცდილება დაეხმარება ამ ნაბიჯის მეორედ გადადგმაში. თუ რას გაითვალისწინებს ის მომავალში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– მეორედ ქორწინებაზე რა აზრის ხარ?

– ვეთანხმები გამოთქმას – არასოდეს თქვა არასოდეს და ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, მეორედ ქორწინებაზე ჯერ არ ვფიქრობ, თანაც ძალიან ვფრთხილობ ამ საკითხთან მიმართებაში. ჰო, იცი, ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი ქორწინება შეცდომა იყო. გარკვეული გამოცდილება მივიღე და ვითვალისწინებ, თუ როგორი რთულია ორი ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. მაგრამ, ადამიანი სრულფასოვნად ბედნიერი რომ იყოს, უნდა ჰყავდეს მეორე ნახევარი. თანაც, მგონია, სრული ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ.

– რა უნდა ჰქონდეს კაცს, ეს ნაბიჯი მეორედ გადაგადგმევინოს?

– სხვათა შორის, სულაც არ ვარ პრეტენზიული. ვერ ვიტყვი მამაკაცებს ვაკვირდები ფრჩხილებიდან თმის ძირამდე, ან ვაფასებ ფინანსური მდგომარეობით – როგორც დღეს ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა, მივესალმები ყველა იმ პრაგმატულ ქალს, ვისაც მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია. მე ამაზე გათვლა არ შემიძლია. მთავარია, კაცი იყოს დამოუკიდებელი, რადგან თვითონ მე ვარ 18 წლიდან დამოუკიდებელი. თანაც, მერყევი კაცები არ მომწონს – ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. ასეთი მამაკაცი ვერც წარმომიდგენია ჩემ გვერდით. დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, თუ კაცი შენზე ძლიერი არ არის, აუცილებლად მალე მოგბეზრდებაო და ეს მართლაც ასეა.

– რაში გამოიხატება მამაკაცის სიძლიერე?

– იმაში კი არა, მუშტებს რომ იბრახუნებდეს (იცინის). მაგრამ, ძლიერი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ შემეძლოს აზრი და რჩევა ვკითხო და მისგანაც კომპეტენტური პასუხი და სწორი რჩევა მოვისმინო, უპირველესად ჩემთვის უნდა იყოს ავტორიტეტი, რომელიც ჩემი დასაყრდენი გახდება. მამაკაცობა უნდა ეტყობოდეს მის შინაგან ძალას და უნდა ვგრძნობდე ამას.

– ვიზუალურად ძლიერი და კუნთმაგარი ტიპები მოგწონს?

– არა. არანაირი დაკუნთული, კუნთებათამაშებული და ათლეტური ტიპები არ მიზიდავს, მე უფრო გამხდარი და მოხდენილი ბიჭები მომწონს. მთლად დისტროფიკებისკენაც არ მაქვს მიდრეკილება, მაგრამ მაინც (იცინის). კარგია თუ ღია ფერის იქნება და ცოტა გარუჯულიც. ძალიან არ მომწონს ბანჯგვლიანი ბიჭები. თუმცა კაცის ვიზუალთან დაკავშირებით არ მაქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმი, რადგან ზოგჯერ შეიძლება, ისეთი მომეწონოს, თვითონ გაკვირვებული დავრჩე. ზოგჯერ ხომ არის, დაქალები იტყვიან აი, ეს ტიპი ხატიას მოეწონებოდაო, მაგრამ არ გამოვა ასეთი რამ, რადგან თავადაც არ ვიცი, როგორი შეიძლება მომეწონოს. ეს მაინც შეხვედრაზე და შეხედვაზეა დამოკიდებული. კაცს ბევრი რამით შეუძლია, საკუთარი თავის შეფუთვა და ამისთვის სულაც არ არის საჭირო, მაჩოს გარეგნობა.

– ესე იგი შენი თაყვანისმცემლები გავაფრთხილოთ, ვისაც ტანზე თმა აქვს, დაიპუტოს?

– (იცინის) ახლა მთლად ისე არა, რომ ეპილაციებზე იაროს. თვალებფახულა და „კრასავჩიკი“ ბიჭები არ მიყვარს, მაგრამ ფრჩხილგაკეთებული და მოწესრიგებული რომ უნდა იყოს, ეს ისედაც გასაგებია. აუცილებელია, განათლება, ერუდიცია, ჩემი მეგობრების წრეში რომ აღმოჩნდება, საუბარში ხომ უნდა ჩაერთოს, საერთო ენა გამონახოს ყველასთან და პირღია არ დაჯდეს.

– შენმა თაყვანისმცემელმა შენივე კომპანიის პროდუქცია რომ გაჩუქოს, რა რეაქცია გექნება?

– ძალიან გამიხარდება. სხვათა შორის, უფრო დავაფასებ და მეყვარება. სამწუხაროდ, მინდა გითხრა, რომ მას შემდეგ, რაც „ისი პარიში“ ვმუშაობ, საერთოდ აღარავის უჩუქებია სუნამო. რატომღაც ჰგონიათ, რომ აღარ მჭირდება. არადა, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს პარფიუმერია. მიუხედავად ყველა საჩუქრისა, არ ვგულისხმობ რაღაც დიდ მატერიალურ საჩუქარს, რომელიც ყოველთვის სასურველია (იცინის), მაინც სუნამოს ვანიჭებ უპირატესობას.

– წარმოიდგინე რომ მულტიმილიონერი არაბი შეიხი გთავაზობს მეოთხე ცოლობას, რა პირობას წაუყენებდი?

– მაინცდამაინც ცოლი უნდა ვიყო? და ის სამი სად არის? აუ, არა, მეოთხე ცოლობაზე ნამდვილად არ ვიქნები თანახმა. გაცილებული, რომ იყოს და მე რიგით მეოთხე ცოლი ვიყო, კიდევ გასაგებია. მაგრამ, ვერაფრით ვიქნები მეოთხე და ჩემზე წინ სამს ვერ დავაყენებ. მაშინ ჩემი პირობა იქნება, მხოლოდ მე ვიყო მისი ერთადერთი ცოლი.

– პირველი ქორწინების გამოცდილებიდან რას გაითვალისწინებ?

– გავითვალისწინებ, რომ გავხდე დამთმობი. საერთოდ მიჭირს დათმობებზე წასვლა პირად ურთიერთობებში. რაც მთავარია, ჩემი მეორე ნახევარი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეჭვიანი. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვიცხოვრებ ეჭვიან ადამიანთან. წარმოიდგინე, რა მოხდება თუ საქმიან შეხვედრაზე ვარ და მის ზარს ვერ ვუპასუხე. ვისაც გამარჯობას ვეტყვი, მკითხოს საიდან იცნობ, როგორ იცნობ, იმას რატომ დაელაპარაკე 30 წამზე მეტხანს და ასე შემდეგ. ეს ხომ საშინელებაა?! რაც მთავარია, ჩემს რჩეულს ზღვა უნდა უყვარდეს, რადგან მე და გურამიკოს ყოველთვის ომი გვქონდა – ზღვა თუ მთა, ის მთის კაცი იყო და მე – ზღვის.

– ქორწინებამდე სექსზე რა აზრის ხარ?

– მე მგონი ეს აუცილებელიც არის, რადგან ხშირად ბევრი ქორწინება ხდება სექსუალურად შეუთავსებლობის მსხვერპლი. ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ორი ადამიანის თანაცხოვრების სრულ ჰარმონიაში მოყვანისთვის. ქორწილის ზარ-ზეიმით გადახდის შემდეგ პირველ ღამეს, რომ აღმოაჩენ, შენი არ არის და თურმე, ვერ ეწყობით ერთმანეთს, ამას ისევ მასშტაბური განქორწინება უნდა მოჰყვეს ან, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ოჯახის და სახელის შენარჩუნების გამო მთელი ცხოვრება თავსაც და ერთმანეთსაც ტანჯავენ. მერე ქალი ცალკე ეძებს სხვას და კაცი – ცალკე. საბოლოოდ კი, ეს ოჯახი მაინც ინგრევა. ასე რომ, ამას ჯობია ქორწინებამდე გარკვეული იყოს ეს საკითხი. თუმცა, ეს არ უნდა იყოს სხვანაირად აღქმული და გაუკუღმართებული – თუ დღეს ერთი არა, ხვალ – მეორე. ჩვენ ხომ უცებ მოგვინდა ევროპელობა და მეორე უკიდურესობაში გადავვარდით.

– ქართული ქორწინების ტრადიციებიდან რა მოგწონს და რა არ მოგწონს?

– ძალიან მომწონს, ქორწინებას ნიშნობა რომ უძღვის წინ, მაგრამ არ მომწონს, ქალი რომ აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს. მთელი ოჯახი საქმის კურსში რომ არის და ინტერესით ელოდებიან მეორე დღეს. აბა, რა მოხდა, „პროსტინაზე“ სისხლი არის თუ არა, მერე აივანზე გამოფენენ და დარბიან მეზობელ-მეზობელ (იცინის). ეს ხომ მარაზმია?! საბედნიეროდ ახლა ასე უკვე აღარ ხდება, მაგრამ ასეთი დროც ხომ იყო.


скачать dle 11.3