კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს „პორნო პოეზიის“ ერთ-ერთი წევრი ზანგ მორწმუნე გოგონას და რის გამო არ ფიქსირდება არსად ჯგუფის პირადი ცხოვრება


როკ-ჯგუფი „პორნო პოეზია“ ერთმანეთისგან განსხვავებული ექვსი წევრისგან შედგება. ჟურნალ „თბილისელების“ სტუმრები ისინი პირველად შანშან იყვნენ. მათთან შეხვედრა ისეთივე მხიარული აღმოჩნდა, როგორც პირველად. ჟგუფი სრული შემადგენლობით არ იყო მოსული, რადგან „პორნო პოეზიის“ ერთ-ერთი წევრი მონასტერშია წასული. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, იგი ასეთია: თორნიკე ქარჩხაძე („ქარჩხა“), პაპუნა ჟამიერაშვილი („პეპე“), თორნიკე მარგველაშვილი („გარი“), გურამ ცერცვაძე, სულხან წულუკიძე და ვლადიმერ ნინუა.


– სრული შემადგენლობით არ ხართ მოსული ინტერვიუზე?

თორნიკე ქარჩხაძე – „ქარჩხა“: სრული შემადგენლობით არც მაშინ ვიყავით მოსული, თუმცა, ჯგუფში ცვლილებებიც გვაქვს – ბასისტი ბარსელონაში წაგვივიდა – სწავლობს, როგორ უნდა ვიშოვოთ საქართველოში ფული სიმღერით. ჯგუფს ახალი წევრი ჰყავს – ვლადიმერ ნინუა.

გურამ ცერცვაძე: „პორნო პოეზიის“ ბასისტი ამჟამად მონასტერშია.

– ჯგუფს საკმაოდ სკანდალური სახელი აქვს, თუმცა მისი ყველა წევრი სერიოზულ სამსახურებში მუშაობთ.

თორნიკე მარგველაშვილი – „გარი“: მე ისევ „მაყუთებში“ ვარ, თხილის ბიზნესში. ჯერ არ გამოვუგდივარ სამსახურიდან.

ქარჩხა: ჯერ არ იციან „პორნო პოეზიის“ წევრი რომ არის. მე ხელფასი მომიმატეს.

სულხან წულუკიძე: მე დამაკლეს.

– სად მუშაობ?

– ტელეკომპანია „იმედში,“ ანონსებისა და ფრომოუშენის განყოფილებაში ვარ.

– გარი, ამდენ ფულს თუ შოულობ, ჯგუფს რატომ არ აფინანსებ კლიპის გადასაღებად?

– „ჟმოტი“ ვარ.

გურამი: მე „კავკაზუს თრეველში“ ფინანსურ მენეჯერად ვმუშაობ.

ქარჩხა: მე ისევ „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ. საკრედიტო რისკების ანალიზისა და მოდელირების ოფიცერი ვარ.

– პეპე, შენ რას საქმიანობ?

გურამი: დროებით უმუშევარია.

ქარჩხა: დიასახლისია.

პაპუნა ჟამიერაშვილი – „პეპე“: ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვარ.

– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

ქარჩხა: ჩვენი პირადი ცხოვრება არსად არ ფიქსირდება.

გურამი: კონტრაქტის მიხედვით, ჯგუფის წევრებს პირად ცხოვრებაზე აკრძალული გვაქვს ფიქრი.

გარი: მარტო სულხანი და გურამი იცავენ ხელშეკრულების წესებს, „პეპეს“ არ გამოსდის.

– სკანდალების მოყვარულები ხართ?

– „პორნო პოეზია“ რომ გერქმევა, ეს უკვე სკანდალია.

პეპე: ჩვენ ვეძებთ სკანდალებს.

– პოულობთ?

– დიახ. სამეგრელოში „პორნო პოეზიის“ ჩასვლა უკვე სკანდალი იყო. ტელევიზორი გადმოვაგდეთ და ზუგდიდის მერის მანქანას დაეცა.

ქარჩხა: კახეთში რომ ვიყავით, სასტუმროს მეოთხე სართულიდან ვირი გადმოვაგდეთ, სვანეთში რომ ვიყავით – სვანი.

– ვინი „პორნო პოეზიის“ მენეჯერია თუ პროდიუსერი?

ქარჩხა: ჯერ თვითონაც არ იცის, გაიზრდება და გადაწყვეტს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯგუფის სახელწოდებამ გაამართლა?

ქარჩხა: კი, გაამართლა.

გურამი: თავიდან „პორნო პოეზიის“ გაგონებაზე ყურებზე ხელებს იფარებდნენ, მაგრამ ხალხმა გაიგო, რომ სინამდვილეში ეს პორნო პოეზია არ არის და ცუდი რეაქცია აღარ აქვთ. პორნო პოეზია ძირითადად სიმღერის ტექსტებში გამოიხატება.

გარი: „პორნოებს“ გვეძახიან.

– ერთმანეთს ყოველთვის ეთანხმებით?

– არა, რა თქმა უნდა. კონტრასტული იდეები რომ გვაქვს, ამიტომაც გამოგვდის საინტერესო.

პეპე: ასევე, სხვადასხვა გემოვნებაც გვაქვს და, ვცდილობთ, ყველამ ჩვენი აზრი ჩავაქსოვოთ სიმღერაში, საბოლოო ჯამში კი კარგი გამოდის.

– რა ჟანრის სიმღერას არ იმღერებს არასდროს „პორნო პოეზია?

სულხანი: „ვარავსკოის“. „ვარავსკოი“ სიმღერები კანონით აკრძალულია.

– ქარჩხა, შენ ჯგუფში ლიდერი ხარ. ამართლებ ლიდერობას?

– ხანდახან კოორდინატორიც ვარ, ჯგუფის წევრებს მესიჯებს ვუგზავნი, რომელ საათზე გვაქვს რეპეტიცია და ასე შემდეგ. თან, დემოკრატია მაქვს ჯგუფში.

პეპე: ორგანიზებას გვიკეთებს ჯგუფის წევრებს. თუ რამე კონცერტია, მოლაპარაკებაზე ქარჩხა მიდის.

სულხანი: როგორც გითხარით, ყველას სხვადასხვა მუსიკალური გემოვნება გვაქვს, რის გამოც რეპეტიციაზე ხშირად ვჩხუბობთ. ქარჩხა კი ამ სიტუაციაში გვაბალანსებს.

პეპე: ჯგუფში კანონები გვაქვს, მაგალითად, ჩემთვის დალევა არ შეიძლება კონცერტამდე; სარეპეტიციოში არ შეიძლება პირადი ცხოვრების „ამოყვანა,“ რადგან ხელი გვეშლება.

გურამი: ჯგუფის ძირითადი კანონი ის არის, რაც გამოცდილებიდან მოვიდა – კონცერტის წინ და კონცერტის მსვლელობისას ალკოჰოლს არ ვიღებთ.

გარი: ადრე ასე არ იყო, მაგრამ ერთხელ ალკოჰოლი არ გვქონდა, ფხიზლებმა დავუკარით და მივხვდით, რომ ეს უკეთესი ყოფილა. მუსიკით უნდა ისიამოვნო და არა ალკოჰოლით.

– კურიოზული ადამიანები ხართ?

ქარჩხა: სულხანი ჯგუფში ახალი მოსული რომ იყო, მესიჯი მომწერა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს, როგორც კარიკატურული ადამიანის მიერ მოყოლილი ისტორია. ამას კურიოზს თუ არ დავარქმევ, აბა რა არის? ტექსტი ასეთია: „თოკა, ძმი, მე დღეს ვერ მოვალ, ქუსლი დამიჩირქდა, ტუფლმა მატკინა. სანამ შეეჩვეოდა ფეხს, მატკინა. ხვალ და ზეგ მოვალ, მაგრამ დღეს უჩემოდ დაუკარით. სუხო.“

სულხანი: მგონი, მქონდა მიზეზი. სარეპეტიციო ქავთარაძეზე გვაქვს, მე კი ვარკეთილში ვცხოვრობ. იმ ქუსლით ამ მანძილის გავლა ნამდვილად არ შემეძლო.

გურამი: გონიოში გვქონდა კონცერტი. ძალიან ძლიერი აპარატურა დაგვახვედრეს, რომელიც დამიწებული არ იყო და ამის გამო გიტარაზე დაკვრისას დენს ირტყმევინებოდა, განსაკუთრებით – სულხანის გიტარაზე. სულხანი აკორდებს ვერ იღებდა, რადგან დენი ურტყამდა. სანამ „გაქაჩა“, ცდილობდა.

ქარჩხა: მე გამოვიჩინე ჩემი ფიზიკოსობის ნიჭი და ფეხებთან ცელოფანი დავუფინეთ.

სულხანი: პირის ჰარმონიკა დავკარგე ფილარმონიაში და მპოვნელი დასაჩუქრდება შემწვარი ქათმით.

– სულხან, ინტერვიუს ჩაწერამდე თქვი, გაცნობის გვერდი რომ გქონდეთ, საკუთარ მონაცემებს დავტოვებდიო. ასეთი რამ, მართალია, არ გვაქვს, მაგრამ, შეგიძლია, გაგვანდო, როგორი გოგოს გაცნობა გინდა.

– ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ მორწმუნე ზანგ გოგოს.

– ზანგი რატომ?

– სამი ზანგი გოგო გვინდა ბექ-ვოკალებზე. აი, მორწმუნე ზანგ გოგოს რომ ვიპოვი, დანარჩენებს ის მოიყვანს, მაგათ ხომ ნათესავები მილიონობით ჰყავთ.

გარი: მე მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, მაგრამ ჯგუფის ცხოვრება და პირადი ცხოვრება სხვადასხვაა. ტურნეებში რომ დავდივართ, იქ ათასი გოგოა და თავის შეკავება მიწევს, მაგრამ...

სულხანი: ვისთან ვერ შეიკავებდი თავს?

გარი: ბოლო დროს რაღაც ბრიტნი სპირსის მიმართ გამიჩნდა სიყვარული.

გურამი: ეს გარისა და სულხანის განცხადება იყო. გურამი, პეპე და ქარჩხა თავისუფლები ვართ, „ფეისბუქი“ ყველას გვაქვს და მოგვწერეთ.

გარი: ქარჩხა ყოველდღე მეტროს წინ დგას და ელოდება.

– რომელ მეტროსთან?

გარი: „რუსთაველის“.

– ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ახალ სიმღერებზე თუ მუშაობთ?

ქარჩხა: ქართველ ბიზნესმენებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს მივმართავთ: დაგვაფინანსონ, რადგან სიმღერები გვაქვს ჩასაწერი. მილიონებს არ ვითხოვთ, 20 000 დოლარად შეიძლება, ძალიან ბევრი საქმე გავაკეთოთ. მარტო ჩვენ კი არა, საქართველოში ძალიან ბევრი პერსპექტიული, ნიჭიერი ჯგუფია. ჩვენ კიდევ კარგად გვაქვს საქმე, სარეპეტიციოც გვაქვს და სამსახურებიც.

სულხანი: როკი ნელ-ნელა პოპულარული გახდება, მერე კი ისინი, ვინც ფული არ ჩადო, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

გურამი: დაგვაფინანსონ და მათ კორპორატიულ შეკრებებზე უფასოდ დავუკრავთ.

სულხანი: დაინტერესებული პირები შეგვეხმიანეთ.


скачать dle 11.3