კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დგება “ოთხზე„ და იწყებს ყმუილს ჯიჯი რეჯინი და სად გადარია მან ქალები თავისი თეთრი ხორცებით


ფოტოხელოვანი ჯიჯი რეჯინი საკმაოდ მოწესრიგებული და მშვიდი ბუნების ადამიანია, მართალია, ხანდახან ისეთ „ოსტრ“ სიტუაციებში ხვდება, რომ თავადაც უკვირს, თუმცა მერე ამ ამბებს ხალისით იხსენებს. თურქეთში ისეთები ჩაიდინა, ჩადრიანი ქალები სულ გადარია, სვანები კი ისე სცემა, რომ ხინკლებივით ერთმანეთზე დააწყო. ერთი სიტყვით, ჯიჯი ყოფილი სპორტსმენია და, არც დარტყმას ერიდება და, ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდნილს არც თავის დაძვრენა უჭირს.

ჯიჯი რეჯინი: ბევრჯერ ვხვდები სასაცილო სიტუაციებში. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ჯიჯი კი არა, „კურიოზნიკი“ უნდა გერქვასო (იცინის). ხანდახან ისეთ საინტერესო სიტუაციაში ვვარდები, ჯერ ვდებილდები, მერე კი ვაქტიურდები და იქიდან გამოძრომის ხერხებს ვეძებ.

– ჯიჯი, სადმე თუ დაკარგულხარ?

– როგორ არა, დავიკარგე და, ჩემ გამო ისე სცემეს ჩემს დას, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით. ჩემი და ხუთი წლით არის ჩემზე უფროსი, ამიტომ, ხშირად დავყავდი სასეირნოდ. მოკლედ, მშობლები ანდობდნენ ხოლმე ჩემს თავს. ის ძალიან წყნარი, თავშეკავებული და პასუხისმგებლობით აღსავსე ბავშვი იყო. მახსოვს, 4 წლის ვიყავი და ჩემმა დამ პარკში წამიყვანა სასეირნოდ. ვიარეთ, ვიარეთ, შევედით ცნობილ სანაყინე „პინგვინში“, ვჭამეთ ნაყინი, შემდეგ კი ჩემმა დამ გადაწყვიტა მაღაზიაში საფოსტო მისალოცი „ატკრიტკების“ ყიდვა. დღესაც მახსოვს ის დღე, როგორი ფერადი და სასიამოვნო იყო. ციგნები ყიდიდნენ „დონალდოს“, ხალხი დასეირნობდა, ერთობოდა. მივედით იქ, სადაც ეს საფოსტო მისალოცი ბარათები იყიდებოდა. შევიდა მაღაზიაში, მე კი გარეთ დავრჩი ლოდინში ისე გავერთე აქეთ-იქით ყურებით რომ ჩემი და სულ დამავიწყდა და აზრზე რომ მოვედი, მივიხედ-მოვიხედე და მარტო არ ვდგავარ ქუჩაში?! დამცხა. დავუწყე ჩემს დას ლოდინი, მაგრამ დრო ისე გაიწელა, მომბეზრდა იქ დგომა, ავდექი, დავადე თავი ამ ოთხი წლის ბავშვმა და წავედი ჩემი „ხოდით“ სახლში. მშობლებმა მარტო რომ დამინახეს, გადაირივნენ, მკითხეს, სად არის შენი და, მარტო რატომ გამოგიშვა სახლშიო. მეც ჩავრთე ბავშვური ფანტაზია და ვუპასუხე: ჩემი და გაქრა, უცხო პლანეტელები მოვიდნენ და მოიტაცეს-მეთქი. დედაჩემი შეიშალა, იფიქრა, ბავშვი გაიტაცეს და ფულის გამოძალვა უნდათ ჩვენგანო. მთელი სოხუმი ფეხზე დააყენა. გავიდა დრო და, არ მოვიდა დაღლილ-დაქანცული ჩემი და სახლში?! თურმე, ის მე მეძებდა და მთელი ქუჩები მოატყავა. ისე სცემეს საწყალს, ისე სცემეს ჩემი დაკარგვის გამო, რომ დღემდე მწარედ მახსოვს. რომ მისაყვედურა, ასე რატომ მომექეცი და გამეპარეო, მეც თავი ვიმართლე – მე კი არა, შენ დაიკარგე და ღირსი ხარ-მეთქი (იცინის).

– ჯიჯი, ამბობენ, თითქოს ჩადრიანი ქალები შენი სიშიშვლით გადარიე. სად მოხდა ეს?

– ხუთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად თურქეთში წავედი დასასვენებლად. სასტუმროში დავბინავდით. მე ჩემთვის ცალკე ნომერი ავიღე – მიყვარს სიმშვიდე, დილით ადრე ადგომა, ყავის მოხარშვა, სიგარეტის მოწევა და აივანზე ჩემთვის განმარტოვება დასვენების დღეებში. მოკლედ, დავბინავდი. მოვადუღე ყავა, მოვუკიდე სიგარეტს, გავედი აივანზე, მოვკეტე კარი და, არ ჩავიკეტე?! ავტეხე ერთი ამბავი. როგორც იქნა, გამიღეს და გამოვედი. ორი დღის შემდეგ, ჩემი მეგობრები იახტით წავიდნენ სასეირნოდ, მე კი – სასტუმროში დავრჩი. ვიბანავე, შიშველ ტანზე შემოვიცვი ეს ჩემი მეგობრის ხალათი, მოვიდუღე ყავა, სიგარეტს მოვუკიდე, გავედი აივანზე, მოვკეტე კარი და – ისევ არ ჩავიკეტე?! ვის დაუძახებ? ვიფიქრე, ახლა გამოსავალი მე თვითონ უნდა ვიპოვო-მეთქი. დავლიე მშვიდად ყავა, გადავედი აივანზე და გადავალაჯე ფეხი. არადა, არ დაგავიწყდეთ, ხალათის შიგნით არაფერი მაცვია. მესამე სართულიდან ასე აივან-აივან დავიწყე გადასვლა, რომ როგორმე დაბლა ჩამოვსულიყავი, შევსულიყავი სასტუმროს მისაღებში და მეთქვა, კარი ისევ ჩამეკეტა და მიშველეთ-მეთქი. მოკლედ, გადავალაჯე აივანზე, ჩავიხედე ქვევით და რას ვხედავ?! – ქუჩაზე მოძრაობაა შეწყვეტილი, ყველა მაღლა იყურება და თითით აჩვენებენ ნახეთ, რა ხდებაო. თქვენ ჩადრიანი თურქი ქალები უნდა გენახათ, როგორი თვალებდაჭყეტილი მიყურებდნენ ქვევიდან (იცინის). რა უნდა მექნა? სხვა გამოსავალი არ მქონდა, არ მივაქციე ყურადღება გამვლელებს, გავაგრძელე აივნებზე ბობღვა და დაბლა ჩამოვედი. სანამ მე მეტყოდნენ პრეტენზიას, იქით დავუწყე ისეთი ჩხუბი, მტრისას! ასე გადავრიე ჩემი თეთრი ხორცებით მთელი თურქეთი.

– ვიცი, ცხენის გეშინია. ალბათ ამას რამე მიზეზი ექნება.

– სამჯერ ისე გადმომაგდო ცხენმა, იმის მერე მეშინია ამ ცხოველის. ამას ცხენებიც გრძნობენ და, უნდა ნახოთ, როგორი თვალებით მიყურებენ ხოლმე. მახსოვს, ნინა წკრიალაშვილისთვის უნდა გადამეღო ცხენებთან ფოტო. ხომ ვერ ვეტყოდი, მეშინია ამ ცხოველის და ვერ გადაგიღებ-მეთქი. დავუჯექი და მშვიდად ავუხსენი – რად გინდა, ქალო, ცხენთან სურათები, არ ჯობია, სხვა რამე მოვიფიქროთ-მეთქი? მოკლედ, გადავაფიქრებინე. ერთ დღესაც, დათო ხუჯაძესთან დავნიშნეთ გადაღებები და აღმოჩნდა, რომ აუცილებლად ცხენებთან უნდა გადავიღოთ ფოტოები. რაღას ვიტყოდი. ან, როგორ გამოვტყდებოდი – მეშინია-მეთქი?! არც დამიჯერებდნენ. ვიფიქრე, რაც არის არის, გავრისკავ-მეთქი. მივედი იპოდრომზე და გამოიყვანეს ცხენი. ის მე მიყურებს თვალებში – ხვდება, მაგრად მეშინია, მე კი იმას ვუყურებ დაჟინებული მზერით. სასაცილო მომენტი იყო. დაიწყო ფრუტუნი. შემეშინდა. მიხსნიან: ცხენი ისეთი ცხოველია, გრძნობს ადამიანის სიყვარულს, მას უნდა მოეფერო, გადასცე შენი სითბოო და ასე შემდეგ. რომელ მოფერებაზეა ლაპარაკი. ერთი სული მაქვს, გადავიღო ფოტოები და გამოვიქცე იქიდან. გავამზადებ ფოტოაპარატს, უნდა გადავიღო და – ცხენი თავს გაწევს. ისევ გაასწორებენ, მოვმართავ აპარატს – ისევ თავის ჭკუაზე დგება. დავიტანჯე. მოკლედ, ბოლოს ისე მოხდა, რომ არც ერთ ფოტოში, არც ერთ კადრში, ცხენი არ ჩანდა (იცინის). ერთი სიტყვით, მე და ცხენი ვერ ვმეგობრობთ, გამორიცხულია.

– შენი მეგობრები ამბობენ, ცხენის კი ეშინია, მაგრამ, ძაღლებს ისე აფრთხობს, უკანმოუხედავად გარბიანო. ამას როგორ ახერხებ?

– ცხენისგან განსხვავებით, ძაღლების არ მეშინია, იქით ვაშინებ (იცინის). როცა ქუჩაში გვიან მოვდივარ და მაწანწალა ძაღლებს ვხედავ, ვიწყებ ისტერიკულ ყეფას. წარმოიდგინეთ, რომ დამინახავენ, ხომ მიყურებენ, რომ თავს დამესხან, მერე დაირაზმებიან თავდასასხმელად, წამოიმართებიან და... რომ ავტეხავ ყმუილს, უნდა ნახოთ, როგორ ფართხაფურთხით გარბიან უკანმოუხედავად.

– თავდაცვის ეს მეთოდი ვინ გასწავლა?

– ძაღლებისგან თავდაცვის ეს მეთოდი ძმაკაცმა მასწავლა. მითხრა, რომ დაინახავ, ძაღლი გემტერება, ატეხე ყეფა და, ნახე, როგორ გაიქცესო. მართლაც გამომადგა. ერთხელ, მეგობრის აგარაკზე ვიყავი მანგლისში. გვიან ღამით სიგარეტი გამითავდა. ავდექი და საყიდლად წავედი. ჯიხური სახლიდან მოშორებით იდგა. გავიხედე, ძაღლების ხროვა დგას და მიყურებს. არ დავიბენი, დავდექი ოთხზე და ისეთი ყმუილი დავიწყე, მაგარ ძაღლს შეშურდებოდა (იცინის). ისეთი სასაცილო სანახავი ვიყავი, მერე ბევრი ვიცინე საკუთარ თავზე, მაგრამ, იმ მომენტში კი გაამართლა ამ ხერხმა და რაღას დავეძებდი ოთხით სიარულს.

– ცნობილი სახე ხარ. ჩაცმის ორიგინალური სტილითაც გამოირჩევი. ამის გამო საინტერესო სიტუაციაში არ ჩავარდნილხარ?

– ხანდახან, ისე მაკვირდებიან, აშკარად ვეცნობი და ვერ ხვდებიან, ვინ ვარ. არ დამავიწყდება, ერთხელ, გადაღებებისთვის რეკვიზიტები გვჭირდებოდა. „სექენდ ჰენდში“ უნდა წავსულიყავი და შემეძინა. ავდექი, ისე ჩავიცვი და სახეზე ისე ჩამოვიფარე, რომ ვერ ვეცნე გამყიდველს და იქ მყოფ მყიდველებს. „მოკლედ, მივედი“ ამ „სექენდ ჰენდში“ „კურტკით“, ჯინსის ჩაჩით, მოხვეული კაშნეთი და დავიწყე ქექვა. მიყურებს გამყიდველი. ბოლოს მოვიდა და მკითხა ჩუმად, შენ ჯიჯი არ ხარო? არა-მეთქი და წავიდა. გავიხედე, ისევ მომიახლოვდა: მაიცა, მაიცა, როგორ, კაცო, შენ ჯიჯი ნამდვილად არ ხარო? არა, ქალბატონო, გეშლებათ-მეთქი. გადაირია – როგორ არა, ვერ მომატყუებ, ჯიჯი ხარ, გიცანიო. ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ ფასი დაეკლო, პირიქით, არ დამიმატა?! მეც ვეღარ დავაკლებინე, ვაჭრობას ხომ არ დავუწყებდი! ერთი სული მქონდა, იქიდან როდის გამოვიდოდი. გადავიხადე ფული და წამოვედი.

– ერთი, ისიც მომიყევი, სვანები რომ სცემე.

– (იცინის) მეგობრებმა დამპატიჟეს და სვანების სუფრაზე აღმოვჩნდი. ისე, ცნობისთვის ძველი სპორტსმენი ვარ, ჭიდაობაზე დავდიოდი. ატყდა ჩხუბი. ვერ გავიგე, რა მოხდა. თავი ხომ უნდა დამეცვა? ვეცი ერთ სვანს, დავაგდე „შკაფი“ სვანი ძირს და დავუწყე ცემა. ახლა მეორეს ვეცი და, საბოლოო ჯამში, სამი სვანი დავალაგე მიწაზე. მერე შაყირობდნენ მეგობრები, ეს რა ქენი, ბიჭო, სამი სვანის ცოდვა როგორ დაიდე კისერზეო.


скачать dle 11.3