კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური საუბრები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹9-13(483)


რუსებს გამოთქმა ჰქონდათ: „ეî êîíöჭ ñîâåòñêîé âëჭñòè“, რაც უსასრულობას, მარადიულობას ნიშნავდა. ერთი ბებერი „მუჟიკი“ მიიყვანეს. საწყალს ყურებზე ნახერხი აყრია, მუშაობით ხელებზე კოჟრები აქვს გაჩენილი, უმუშევრობაზე კი ედავებიან. მუჟიკი ეუბნება: „კჭê ÿ íå ðჭხîòჭþ, òîâჭðèù íჭ÷ჭëüíèê. წ ðჭხîòჭþ è ðჭხîòჭòü ìíå åùå ჰî êîíöჭ ñîâåòñêîè âëჭñòè“. ნაჩალნიკს გული ცუდად გაუხდა. ხელით იზელდა გულისპირს, ჰაერი ვეღარ ამოისუნთქა. ოფიცერმა როგორც იქნა, მოასულიერა და იმ წუთში იღრიალა: „ეî êჭêîჯî êîíöჭ, íèêîჯჰჭ íå ხóჰåò êîíöჭ ñîâåòñêîé âëჭñòè“.

– შენი „ნაჩალნიკი“ კაი ხნის გასვენებული იქნება, დარდით გული გაუსკდებოდა, – ეღიმება ფისოს.

– ძაღლი მიაკვდეს საფლავში, მაგის დედაც...

– ცუდ სიტყვებს ნუ ამბობ!

– კარგი, რა, ფისო, ხომ იცი, როგორ მიყვარს ხოშიანად შეგინება?

– ვიცი, ვიცი.

– მე რომ პატარა ვიყავი, ჩემი მშობლები კახეთის რომელიღაც სოფლის სკოლაში გაანაწილეს. მე პატარა ველოსიპედით დავჯირითობდი სკოლის დერეფანში. ერთ დღეს შემომეხვივნენ ჩემი მშობლების მოსწავლეები, მეფერებიან და თან გადამეკიდნენ, აბა, ლექსი თუ იცი, გვითხარიო. მე ყველა მათგანს ვაკვირდებოდი და ხმას არ ვიღებდი. ერთმა მკითხა, ლაპარაკი იციო? მე თავი დავუქნიე. ბიჭოს, არ მეშვებიან. აბა, ლაპარაკი თუ იცი, რამე თქვიო. ტრაააკი! – დავიყვირე მთელი ხმით და ველოსიპედი გავაჭენე. გოგოები გაშრნენ. ეტყობა, რომ ვათვალიერებდი, არც ერთი მომეწონა და იმიტომ დავაბრეხვე. დედაჩემმა კი გამაბრტყელა, მაგრამ მთელ სკოლას მოედო ჩემი უზრდელობის ამბავი და აღარ მიწყალებდნენ გულს ლექსი თქვიო, ის კი არადა, აღარც არავინ მეფერებოდა.

– ეტყობა, კარგად არ მოგცხო...

– კაი, რა, რაც დედაჩემს ნაცემი ვყავარ, იმდენი მგონი, დოლს არ მოხვედრია. აი, მამაჩემის ხელი ერთხელ მომხვდა, ისიც უკვე კარგა დიდი რომ ვიყავი. რაღაც გაუგებრობა მოხდა და ახლობელი დავჭერი. მაშინ მთხლიშა მამაჩემმა, ახლა ახლობლების დაჭრაზე გადახვედიო?

– მერე?

– რა უნდა მექნა, მამაზე ხელს ხომ არ ავწევდი, სახლიდან გავიქეცი და ძმაკაცთან ვიმალებოდი. მაგარი კაიფი იყო! პირდაპირ კორპუსში ერთი ნაშა ცხოვრობდა და ვალივერებდით. რომ მოგვწვავდა, ფანჯარასთან დადგებოდა და იწყებდა „მარიაჟობას“. კაროჩე, სტრიპტიზს გვიწყობდა, რა! ჩვენ, ხომ აზრზე ხარ, ვძველბიჭობთ და არ ვიმჩნევთ, რომ მაგრად გვაინტერესებს, არადა, ოფლი გვასხამს. ვსკდებოდით წყლის სმით. წყალს რომ ვსვამდით, მერე ტუალეტში გავრბოდით, მაგრამ იქ ცალკე ვიტანჯებოდით, სასწრაფოდ ვითავებდით საქმეს, რომ მეორეს რამე არ ეფიქრა. თვალებიდან ისეთი ნდომა გადმოგვდიოდა, ნორმალურ ქალს გული აუჩუყდებოდა და შეგვეშვებოდა, მაგრამ ის განგებ იქცეოდა ასე და შეგვეშვებოდა?! მაშინ ვერ ვაზროვნებდით, თორემ, ის გოგო ასიანი სექსუალურად ავადმყოფი იყო. აბა, რა კაიფია, ორ მოზარდ ბიჭს ფანჯარაში აყურებინო შენი შიშველი სხეულისთვის? დაეძახა მაინც, რომელი ვიტყოდით უარს?!

– ფისო, კარზე ვიღაცაა, „ვალჩოკში“ გაიხედე!

ფისო გაფაჩუნდა და ფაჩუნითვე შემოვიდა.

– ის ნახიშტარი ქალია, შენ რომ „ჯიგაროს“ ეძახი. ო, როგორ ვერ ვიტან მაგ ქალს! – ზიზღით გამოცრა კბილებში.

– გაუღე!

– მე ჩავიცვამ და წავალ! – მწვანე თვალებს აკვესებს ავაზა.

– არსად არ წახვალ! გააღე, რომ გეუბნები!.. ახლა არ ამშალო!..

– სიკვდილი და არგადარჩენა! – რომელიმეს მოგვაწყევლა თუ ორივეს ერთად, ვერ მივხვდი.

კარზე ზარი განმეორდა.

– ნაგლი! – ყურს მოსწვდა ფისოს ჩასისინება.

„ნახიშტარი“ ქალი კი არის, მაგრამ ფისოს ერთხელ ჰყავს ნანახი რამდენიმე წუთით და საიდან დაადო სანქცია და რატომ – არ ვიცი. არადა, სამოც წლამდე იქნება. ახალგაზრდა რომ იყოს, ვიფიქრებდი, ქალურ ეჭვიანობას აქვს ადგილი-მეთქი, მაგრამ არა, ეგ არაფერ შუაშია. ისე, კარგად თავშენახულია, ვერ იტყვი, ორმოცდაათზე მეტისააო. ნეტავ, რამ მოიყვანა? ცუდ საქმეზე არ მოვიდოდა, მაგრამ...

უ, რა ბოროტი თვალებით უყურებს ფისო.

– ვაა, ჯიგარო, საიდან სადაო îòêóჰჭ ჰðჭâèøêè?

– èç ëåñó âåñòèìî, – გაიცინა და გადამეხვია.

– ჰმ, პოეტები... – ჩაილაპარაკა ფისომ.

გადახვევისას მძაფრი ალკოჰოლის სუნი მეცა.

– ჰა, ჯიგარო, შიმხონში ხარ? – გავუცინე და ფისოს გავხედე.

ფისო იდგა და ისევ ისე ბოროტად იმზირებოდა.

– ჰო, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, გულითა და სულით მოვედი, მომენატრეთ და მოვედი. დავაშავე რამე? არა მგონია, – თავისივე შეკითხვას თვითონვე გასცა პასუხი.

ფისო დასაბმელი გიჟი იყო, მაგრამ მარტო თვალებს აკვესებდა, თორემ, ისე მორჩილად იჯდა. ვითომ...

– ჯიგარო, ყავას დალევ? – ვკითხე და თან ფისოს გადავხედე.

ფისომ ძლივს აითრია წელი.

– კარგით რა, ყავა მინდა ახლა მე? იცით, რა მაგარ გუნებაზე ვარ? – რატომღაც ჭერში აიხედა ჯიგარომ.

– დალევ რამეს? – ჩავეძიე ისევ.

– მარტომ დავლიო? დავლევ, დავლევ, აბა რას ვიზამ, – ჩაიღიღინა და წამოდგა.

– საით, ეე?

– ჯერ – სადაც მეფეებიც კი თავის ფეხით დადიან, მერე... მერე მე ვიცი, – სააბაზანოსკენ გაემართა „ჯიგარო“.

– ვისაც ფეხი აუცდება და ყველა, ვინც დედამ დაწყევლა, შენთან რატომ მოდის, წავიდნენ თავიანთ სახლებში, – შედარებით მშვიდად თქვა ფისომ.

– გოგო, ჭკუიდან არ გადამიყვანო, რამე íå òî არ თქვა, ან არ გააკეთო...

– მეტი საქმე არ მაქვს, რომ ახლა თქვენზე ვიშალო ნერვები. თავში ქვა გიხლიათ, მე მაინც ხელს გიშლით, ამიტომ წავალ და დავიძინებ, – წამოიწია სავარძლიდან ფისომ.

– ფეხს არ მოიცვლი, თუ საჭირო არ იქნება!

– ჰო, მაგ „ნახიშტარი“ ქალის ხუშტურებზე ვიარო, არა? – თვალები ისევ აენთო ფისოს.

– მაგის ხუშტურებზე კი არა, ჩემს ხუშტურებზე და, საერთოდ, ტყუილად ხარ ასე განწყობილი. შენ ხომ მაგას არ იცნობ, რას ერჩი, რატომ ვერ იტან, დაგიშავა რამე თუ რა გინდა, გოგო?

კარის მიხურვის ხმა მომესმა. ვა, როდის გამოვიდა სააბაზანოდან, რატომ ვერ გავიგე? ფისოსთან ლაპარაკში ვეღარ მივაქციე, ალბათ, ყურადღება. სახლში არ წავიდოდა. ალბათ, დასალევზე ჩავიდა მაღაზიაში. ფისო მისწორებს ხოლმე, ყველაფერს მაღაზიას ნუ ეძახიო. მაღაზიაა, სადაც სურსათი იყიდება, აბა, რა არის? მე ვიცი – მაღაზია და უნივერსამი. დამიწყებენ, სუპერმარკეტი, მინიმარკეტი, მარკეტიო... კარგით, რა! მე რომ ძილის წინ შექსპირს ვკითხულობდი, ესენი დაბადებულები კი არა, იდეაშიც არ იყვნენ... აჰა, მოვიდა.

– სად წახვედი, ტო!

– კარგი, რა!

„ჯიგაროს“ მაგდანას ლურჯას ხურჯინებივით ორივე მხარეს ორ-ორი ცელოფნის პარკი აეკიდებინა, მაგრამ მაინც პატარა გოგოსავით ფეხმსუბუქად შემოფრიალდა.

– ეს რა არის, ტო! – მაგრად გამიტყდა.

– ბებია გავხდი ბიჭო, ბებია! – ჭკუაზე არ იყო „ჯიგარო“.

– ვა, ბებოო! შე, ძველო! – მაგრად გამიხარდა და ინსტინქტურად ფისოს გადავხედე. ფისო ჩემდა გასაოცრად ისეთი სითბოთი უყურებდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანი დაენახოს.

რა უცნაური არსებაა ეს ჩემი ფისო! ხუთი წუთის წინ მზად იყო დაეგლიჯა „ჯიგარო“, ახლა კი უდიდეს სინაზეს აფრქვევდა. გაოცებას ვარ, რანაირად შეუძლია წამებში ათასნაირი ემოციის გამოხატვა. უცბად დამკრა თავში, ფისოც ხომ ბებიაა, ახალგაზრდა ბებია, ჩემი შარმი ბებო!

– აბა, საქეიფოდ გქონია საქმე!

– მაშ, როგორ! შენ, როგორც ყოველთვის სიფხიზლის წლიური გაქვს, არა?

– მე კი მაქვს, მაგრამ ფისო აქ არ არის? – გადავხედე ისევ ფისოს.

– რა თქმა უნდა! – ნამდვილად კეთილად თქვა ფისომ.

წამიერად დავიჭირე „ჯიგაროს“ უცნაური მზერა, მაგრამ ეს იყო ზუსტად წამიერი. „ჯიგარო“ ისეთი შენძრეულია, არც თავს გაყიდის და ვერც რამეს გამოაპარებ, ათას სირზე გადამხტარია. „ჯიგარო“ არ იმჩნევდა, თორემ, ფისოს როჟების კერვას რა დიდი შემჩნევა უნდოდა, მით უმეტეს, რომ ფისო სულაც არ აპირებდა თავისი ემოციების შენიღბვას...

– იცით, მე თქვენი სახელი არ ვიცი, – თქვენობით მიმართა ფისომ.

– რატომ, ბიჭო? – მომიბრუნდა „ჯიგარო“.

– რა უნდა მეთქვა?

– მე მარგო მქვია, ასე მეძახიან, – გაეცნო „ჯიგარო“ ფისოს.

არ მოეშვა ეს ქალი თავისას, დაბერდა და ისევ უბერავს. არა, მეც მარგოდ ვიცნობ, მაგრამ მარგო არ ჰქვია. თვითონ აქვს ნათქვამი, ბავშვობაში სულ სამი წიგნი მაქვს წაკითხული, ერთ-ერთი მათგანი „დედოფალი მარგო“ იყო და მე თვითონ დავირქვი ეს სახელი, შეყვარებული ვიყავი მარგოზეო.

– ვინ დაგარქვათ მარგო? – დაინტერესდა რატომღაც ფისო.

– მე თვითონ დავირქვი, ჩემი სახელი არ მომწონდა, ცუდად ხვდებოდა ყურს. ახლა, მგონი, მე თვითონაც არ მახსოვს, რა დამარქვეს მშობლებმა. რაღა უნდა მახსოვდეს, ჩემი ხნის მარტო მცხეთაა, – მხიარულად მიუგო „ჯიგარომ“.

ფისოს ისეთი სიცილი აუტყდა, რომ თვალები აუცრემლიანდა. სული რომ მოითქვა, ძლივს ამოღერღა, ვაიმე, მოვკვდიო და ისევ სიცილი აუტყდა. „ჯიგარომ“ მე შემომხედა და გაოცებულმა ხმადაბლა მკითხა, ეს დაბოლილი ხომ არააო.

დაბოლილიო? ახლა ამაზე აკისკისდა ფისო. არა, ფისომ კი იცის პრიკოლის დაჭერა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამე იყო. ფისოს ის დაძაბულობა და დაჭიმული სხეული თუ ნერვები მოეშვა, რაც „ჯიგაროს“ „ვალჩოკში“ დანახვისას აეკიდა. რუბიკონი გადალახულია! გამიელვა თავში და მეც კარგ გუნებაზე დავდექი. აბა, როგორი საყურებელი იქნებოდა გაავებული და საეჭვოდ დადუმებული ფისო.

– პირველ სადღეგრძელოს მე ვიტყვი, – გამოაცხადა ფისომ და შამპანურის ბოკალი ასწია.

ხომ ვამბობ, ქალი ალოგიკური არსებაა. ისე მიულოცა ბებიობა „ჯიგაროს“ და ისე უსურვა კიდევ ათასი სიკეთე, რომ კაი თამადას შეშურდებოდა. მარგოს თვალებზე ეტყობოდა, რომ უზომოდ ბედნიერი იყო... მე კი ვიჯექი დასჯილი ბავშვივით, მაგრამ მაგრად ვკაიფობდი. ასწორებს ქალების ქეიფის ყურება, მაგარ ხოხმა რაღაცეებს მოთხრიან ხოლმე. მე ნორმალური ქალები მყავს მხედველობაში, ვისაც სმა და სასმელის შერგება შეუძლია, თორემ, ტირილს რომ იწყებენ და თავის უბედობაზე ან დაკარგულ თუ მიუწვდომელ სიყვარულზე ტირიან, გული მერევა, ასეთები ზიზღს იწვევენ და არა – სიბრალულს.

– მე, იცით, თქვენ ვერ გიტანდით, – მხიარულად მოახსენა შექეიფიანებულმა ფისომ.

– რატომ, რატომ? – მხიარულადვე გაეპასუხა „ჯიგარო“.

– ძველი გოგო მეგონეთ, „ნახიშტარი“, – გაალამაზა ფისუნიამ.

– ჰოოო... – რაღაცნაირად გააგრძელა „ჯიგარომ“, – მერე, ვინ გითხრა, რომ არ ვარ?!

– მართლა? აი, არ შევმცდარვარ, – ისევ მხიარულობს ფისო.

– რაზე შემატყვე? – დიდი ინტერესით ჩაეძია „ჯიგარო“.

– არ ვიცი, ქვეცნობიერმა მიკარნახა, – გაუღიმა ისევ პატარა ქალმა დიდ ქალს.

– ოო, შენ რა იქნები... დიდი შენძრეული ბავშვი ჩანხარ!

– ვარ, – ჩემდა გასაოცრად ფისო არ გაიბუსა.

– ჰოდა, მოდი, ყველა შენძრეულ ქალს გაუმარჯოს! – გამოსტყორცნა მოკლედ „ჯიგარომ“.

ვა, არ შეხმატკბილდნენ?! არა, რა, ვერასდროს გავიგებ ფისოს სულისა და ტვინის მოძრაობას. რა საკაიფოდ ისწორებენ... აფსუს, დალევა რომ არ შემიძლია... ნახე, რას უბერავენ?..

– შეიძლება, რომ რაღაც გკითხოთ? – თქვენობას არ გადადის ნასვამი ფისო.

– მკითხე, რა გაინტერესებს?

დიდი ოხერია ჩემი ფისო, დისტანციას იცავს. ვიცი, ახლა უნდა რაღაცა გამოსტყუოს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ვინ უზის წინ, რა აუღებელი „ნიკალაევსკი“ ციხესიმაგრეა.

– წეღან რომ თქვით, ვინ თქვა, რომ „ნახიშტარი“ არ ვარო, რატომ თქვით ასე?

რა ნაგლია ეს შობელძაღლი!

– იმიტომ, რომ ვარ, – პირველ ჩვენებას აწვება „ჯიგარო“.

– ჰოდა, რატომ? ისე მაინტერესებს, ლამის გავგიჟდე, – ინტერესს არ ფარავს ეს ნაგლი ფისო.

– მე რომ ჩემი ცხოვრების ერთი პატარა მომენტი მაინც მოგიყვე, როგორც აქამდე ვერ მიტანდი, ისევე ვერ ამიტან, – აუხსნა „ჯიგარომ“.

– რატომ გგონიათ? სულაც არა. მე ის მეჯავრება, ადამიანი რომ რაღაცას მალავს და იმ როლს თამაშობს, რაც არ ერგება, თორემ, ჯიგარი და ალალი – ყველა მიყვარს, ყველას შემიძლია გავუგო, – ვალში არ დარჩა ფისო.

„ჯიგარომ“ გაიღიმა და რატომღაც რაღაცნაირად, თითქოს უმწეო სახით გადმომხედა. მე რა სახით შევხედე, არ ვიცი, მაგრამ უხერხული სიტუაცია ნაღდად შეიქმნა. სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ვიღაცას უნდა დაერღვია, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა მე ვყოფილიყავი ის ვიღაც.

– გაქანებული საბჭოთა კავშირის დროა, მეცხრე კლასში ვარ და მასწავლებელს სამელნე ვესროლე, – წამოიწყო „ჯიგარომ“ ჩემდა გასაოცრად, – სკოლის დირექტორმა დედაჩემს პირდაპირ მიახალა, თუ აქედან არ გადაიყვანთ, სულ კლასში ჩავტოვებთო. ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა, ამიტომ ჩემებმა ამჯობინეს, რომ ღამის სკოლაში გადავეყვანე. კლასში ექვსნი ვიყავით. მე და ორი ბიჭი – ცუდი მოსწავლეები, ერთი გოგო და ორი ბიჭი – კარგი ატესტატის გამო გადმოსულები. ცოტა ხანში კიდევ შემოგვემატნენ, მაგრამ ყველანი ცუდი ყოფაქცევისანი. საბოლოოდ, ვისაც კარგი ატესტატი უნდოდა, ისიც აღარ სწავლობდა. ისე გამოვიდა, რომ პატარა ბანდა შეიქმნა. ვხულიგნობდით და გვიხაროდა. ჩემი თავი ძალიან მაგარ გოგოდ მიმაჩნდა და ბედს ვწყევლიდი გოგოდ გაჩენისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა „რამკიანი“ ქურდი ვყოფილიყავი. შესახედავად ცუდი არ ვიყავი, მაგრამ ხმის გაცემას ვერავინ მიბედავდა, შესაბამისად, ჩემი თაყვანისმცემლების არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ ისედაც არეული ცხოვრება სულ ამერია. დაბადების დღიდან მომავალი მანქანაში ჩამაგდეს და მომიტაცეს. ჩემი საქმროს დანახვაზე გული კინაღამ შემიღონდა, იმდენად საზიზღარი და ბებერი მეჩვენა. ახლა მეცინება, მაგრამ 17 წლის გოგოს, 32 წლის მამაკაცი ძალიან მოხუცად მიმაჩნდა. ამას კიდევ ავიტანდი, მაგრამ ფორთოხალივით დაჩხვლეტილი სახის კანი ჰქონდა, თანაც შავგვრემანი იყო და ულვაშიანი. საშინლად ვერ ვიტანდი ულვაშებს. დამიყვავა, თავს მიქონავდა, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ შემასმინა, ცემა დამიწყო. როცა დაინახა, მაინც ვერაფერს გააწყობდა, მარმარილოს საფერფლე მრეკა თავში, გამთიშა და გამაუპატიურა. გონზე რომ მოვედი, ყველაფერი დამთავრებული იყო. ჩემებმა შერცხვენილი გოგო სახლში აღარ დამაბრუნეს. სამ წელს ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ გულთან ვერაფრით მივიკარე. რამდენჯერაც დავფეხმძიმდი, იმდენჯერ მუცელი მომეშალა. აბა, რა იქნებოდა, ხელით ცემას ვინ ჩივის, წიხლებს მირტყამდა. მუცელი რომ მომეშლებოდა, ისევ მცემდა, ეგონა, რომ ძალით ვიშლიდი. ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა, ვისი ცოლი ვიყავი, ჩვენ ხომ არასდროს გვილაპარაკია ერთმანეთთან, რა უნდა გამეგო, არც მაინტერესებდა.

– რა გაჩერებდათ ასეთი კაცის გვერდით? – თვალებგაფართოებული შესცქეროდა ფისო.

– წასასვლელი არსად მქონდა. სახლში არ მიღებდნენ და მეგობრების შეძენა ვერ მოვასწარი. ჩემი ოჯახის წევრები მე არ მელაპარაკებოდნენ, თორემ, ჩემს ქმარს შეჰხაროდნენ, რა კარგი კაციაო. აფერისტი! უხ, მაგის დედაც...

– ბოლოს და ბოლოს, ვინ აღმოჩნდა, გაიგეთ? – სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ფისო.

– რა იყო, ფისო, რატომ ნერვიულობ ასე? – ეჭვით შევხედე ფისოს.

– ბავშვობიდან ვერ ვიტან ახვარ კაცებს! შეგხვდება მერე ასეთი კაცი ცხოვრებაში და, რაღაც ეჭვი თუ შეიტანე მასში, დიდი რიხით და თავდაჯერებულობით გეტყვის, შენ მე ვიღაც ახვარი ხომ არ გგონივარო. დაკვირვებული ვარ, ამას რომ კაცი იტყვის, სწორედაც რომ ახვარია.

– ბევრი ახვარი შეგხვედრია? – არ ვიცი, რა მაღიზიანებდა.

– გაიხედ-გამოიხედე, ახვრების მეტი რა არის ქალიან-კაციანად... მერე რა მოხდა? გააგრძელეთ, რა!

– 14 წელი რომ მიუსაჯეს ყაჩაღობაზე, მერე გავიგე მისი ბანდის შესახებ, ისიც გაზეთიდან. იყო ასეთი გაზეთი „კომუნისტი”. მთელი გვერდი ჰქონდა დათმობილი. ბანდის ერთ-ერთი მეთაური ყოფილა. თავიდან შიშის გამო ვაკითხავდი, მაგრამ, რომ დავრწმუნდი კარგა ხნით იყო გამომწყვდეული, ნელ-ნელა ფეხებზე დავიკიდე. ყველამ იცოდა, რომ ცემით ვიყავი დაშინებული, თორემ, არც ერთი წუთით მისი ცოლი არ ვყოფილვარ. ეს ის დროა, როცა ქურდული ზენიტშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემს ქმარს იმდენად ვუყვარდი, რომ ბოროტება გულში არ ჩაიდო, მაპატია.

– მთლად თახსირი არ ყოფილა, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ფისომ.

– ფისო, რამდენჯერ გითხარი, ვინც გიყვარს, იმას არ დატანჯავ...

– ბიჭო, ცემით კლავდა სამი წელი, ის ტანჯვა არ იყო? – გადაირია ფისო.

– ცემა და დატანჯვა სხვადასხვა რამეა! გოგო, სახლში ცოლი მყავდეს და არ მაძლევდეს, ერთხელ შეიძლება მოვითმინო, მეორედ სხვაგან წავიდე, მესამედ კიდევ რაღაც, მაგრამ სულ, მუდმივად? ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს, მით უმეტეს აღგზნებული კაცი ცოტა სხვანაირი მოსაფრთხილებელია... ხელ-ფეხის ქნევას რომ აუტეხავ, უფრო გადაირევა და დაგინგრევს თავ-ყბას. რა ვიცი, ნორმალური კაცი ქალზე ხელს ტყუილად არ ასწევს, მით უმეტეს ცოლზე. მოდი, სიმთვრალეზე ვთქვათ – ერთი და იგივე კაცი სხვადასხვა ქალთან აბსოლუტურად სხვადასხვაა. ერთმა შეიძლება ამტკიცოს, პათოლოგიური სიმთვრალე აქვსო და მეორემ – დედა, რა კარგი სიმთვრალე აქვს, ნეტავ, სულ მთვრალი იყოსო. ვისი ბრალია, იმ კაცის თუ იმ ქალის, რომელიც ხიპიშობს?

– მოიცა, კაცო, ერთი!

– რა მოიცა, ჩემი სიმთვრალე აიღე, ოღონდ, „ზაპოის“ გარეშე, სულ იმას არ მეუბნები, რა კარგი ხარო? შენ გარდა, ყველას ფეთება ემართება პირველივე ჭიქის აწევისას.

– აცადე, რა, ადამიანს, – აღარ გამომყვა ფისო, – მერე? – მიუბრუნდა „ჯიგაროს“.

– მერე გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. მე მას სტუდენტად ვიცნობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარზე არანაკლებ ყაჩაღი იყო. როცა ერთად ცხოვრებაზე მიდგა საქმე და ჩემი ქმრის ვინაობა შეიტყო, შედრკა. გავოცდი. რამდენად არ მცნობია, თურმე, ჩემი ქმარი. მალულად, მაგრამ მაინც ერთად ვცხოვრობდით. შიში ორივეს გვქონდა, მე ჩემმა ქმარმა თავისუფლება მომცა, ის კი არა, რომ მეგულავა. ამასობაში დრო გადიოდა და მეც კაი ვინმედ ჩამოვყალიბდი. მაშინ მთელი საქართველო პლანს ეწეოდა, „წამალი“ მარტო „რჩეულთა“ ხვედრი იყო, მაგრამ ჩვენ არც ერთი გვაკლდა და არც მეორე. „შავი“ – მარტო შეფერხებების დროს, თორემ, ძირითადად, „სუფთაზე“ იჯდა. გალიაკის დროს ერთად მივდიოდით ჩიმკენტში ან აქვე ჩავირბენდით მარნეულში. ერთ დღეს მეც დავინტერესდი „წამლით“, მაგრამ, რადგან უარი მივიღე, მე არ გაგიჩხირავო, ჩემი ხელით გავიჩხირე... და მეც შევჯექი წამალზე. ამას მოჰყვა ის, რომ ყველა საქმეზე ერთად დავდიოდით. ერთ დღეს მე არ წამიყვანა და, მშვიდობით, იმასაც კაი დიდი სროკი მისცეს და ქსანში ამოყო თავი. რაც მე ქსანში „წამალი“ მაქვს ჩაზიდული... არადა, მატარებლის ლიანდაგებიდან ისე უნდა გადამეგდო, რომ ზაპრეტკაში არ ჩავარდნილიყო. ისე ვიქნევდი მკლავს, კაი ბადროს მტყორცნელს შეშურდებოდა. დრო თავისას უბერავდა. მოვიხსენი ლომკა და ახლა სხვა სასტავში ამოვყავი თავი. თითქოს ბუნების კანონია, ერთმანეთის მსგავსი ადამიანები როგორღაც პოულობენ ერთმანეთს და სიამოვნებით ამყარებენ ურთიერთობას. ეს იყო ჩვეულებრივი „ბეზპრიდელი“ როჟების სასტავი. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ.

– გოგოებო, თქვენ ცოტა ხომ არ აგაჟრიალათ? – აღარ მსიამოვნებდა „ჯიგაროს“ როლში შეჭრა, თან უკვე მეტყველებაც აერია.

– კარგი, რა? – ისეთი თვალებით შემომხედა ფისომ, როგორი თვალებიც მიყვარს – თბილით....

– ხედავ, ბრაზდება, – თავი გადმოიქნია ჩემკენ „ჯიგარომ“.

– რა გითხრა, აბა! – რა უნდა მეთქვა მეტი. ჩემი ბრალი არ იყო, ფისო რომ პირდაღებული შესცქეროდა?

– ყველაზე კარგად ერთი ამბავი მახსენდება, ახლა სხვა მთისა ვთქვათ. ერთ დღეს მე და ერთი ბიჭი ნაკოლით შევედით მაგარ ბაითში. მთელი სართული ერთი ოჯახისა იყო. ვიცით, რომ ოჯახის ყველა წევრი დასასვენებლად არის წასული. მაშინ მუხის კარი იყო მოდაში. დავიარეთ ბაითი ისე მშვიდად და წყნარად, თითქოს საკუთარ სახლში ვყოფილიყავით. ერთი ის იყო, რომ შუქს ვერ ავანთებდით და ამიტომ ფანარის შუქზე ვმუშაობდით. ბიჭოს! ერთი ოთახიდან რაღაც მბჟუტავი შუქი გამოდის, რასაც ძალიან დაბალ ხმაზე წყნარი მუსიკა და სექსუალური ხმები ერთვის. იარაღი ზედ გვაქვს, ხმას ვის ამოვაღებინებთ. ჩუმად შევაღეთ კარი და რას ვხედავთ, ლოგინზე წევს ფეხებგადაწეული შიშველი ქალი და კაცი სახითაა ჩარჭობილი. ეს დიდი ამბავი იყო მაშინ, რას ამბობ! ისე დავადექით თავზე, რომ ვერც ერთმა შეგვნიშნა. ჩემი თანმხლები ეუბნება: ბიძა, ერთი აქეთ მომხედე! – ტიპმა თავი ასწია და ლამის ლულაში ჩაიხედა. აშკარა იყო, ტიპს იარაღის დანახვის ისე არ შეშინებია, როგორც იმის, რომ ჩვენ დავინახეთ მისი მოქმედება. ქალი ისე იყო დარეტიანებული, რეაქცია არ ჰქონდა.

– ვაიმეე?! – შესძახა ფისომ მხიარულად.

– რა გიხარია, შე ჩემა!

– რა დღეში ჩავარდებოდა ის კაცი! რა იყო, კაცო, შენ რაღას შარობ! – მომიტრიალდა უცბად, – ლენჩი ხომ არ ვარ, რეაქცია არ მქონდეს?

– შენ რატომ უნდა გქონდეს, დაიცენტრე? – ვეღარ ვერეოდი თავს.

– უიმეე, ელაპარაკე ახლა ამას! – ჩაიქნია ხელი ფისომ და ისე გაიბუსა, გულს შემომეყარა.

ვერ ვიტან, ფისუნია რომ გაიბუსება და აღარ მეცუღლუტება...

– დაამთავრე ეს ამბავი, თორემ მებუტება, – ლამის შევეხვეწე „ჯიგაროს“.

– ძალიან გიყვარს? – დამიბრუნა „ჯიგარომ“ და თვალი ჩამიკრა.

მიყვარს! მიყვარს! დარეკა გულმა, მაგრამ აღიარების თითქოს მეშინია. რატომ მეშინია, საყვარელ ქალს რომ დილა-საღამოს „მიყვარხარ“ ვუთხრა, რას გავურბივარ, პასუხისმგებლობას?

– გააგრძელეთ, რა! – ფიქრები გამიწყვიტა ფისომ.

– ტიპმა ხელი-ხელში მოგვცა ბლომად ფული, შამპანურიც დაგვალევინა და გვიმტკიცებდა, თვალით არ მინახავხართ, პირზეც რომ დამადგეთ, ალიბი მაქვს, ლვოვში ვარო, – გულიანად გაეცინა „ჯიგაროს“.

– კიდევ მოყევით, რა, რამე? – სთხოვა ფისომ.

– ჩემი „კიდევ“ არ დასრულდება, მაგრამ აქედან სხვაგანაც უნდა გავიარო, თანაც, ისედაც დიდხანს შემოგრჩით. აბა, c ბîჯîì! – ამოწურა ვიზიტის დრო „ჯიგარომ“ და წამოდგა.

– რამე რომ იყოს, კიდევ კარგ ფორმაში ხარ, – ღლაბუცა კომპლიმენტი არ დავიშურე მე.

– მერე, შენ რა იცი, რომ „რამე“ არ არის? – მხიარულად მიპასუხა „ჯიგარომ“.

– იმიტომ ხარ „ჯიგარო“!

* * *

– ფისო!

– ჰოო!

– რა იყო, გოგო, გაღმა მთაზე ხარ?

– არა, ჩირგვში ვზივარ!

– საიდან მეპასუხები?

– ვანაში ვარ!

– რომ ჩამოხვალ, შემომიარე!

– ჩამოვდივარ, მაგრამ რა გინდა, მაღაზიაში მიშვებ თუ მარკეტში?

– „ლარიოკში“.

– ვერ გავიგე, სად?

– ჩამოდი ვანიდან და გეტყვი.

ჩემი ფისო-ფისო!

– რა მითხარი, სადაო? – შემოფაჩუნდა დაბანილი ფისო.

– არსად. მე თვითონ ჩავალ, შენ ახალი დაბანილი ხარ.

– ძალიან კარგი, მაგრამ სად მგზავნიდი?

– მაღაზიაში.

– შენ რაღაც სხვა სიტყვა თქვი.

– აუ, რას ჩააცივდები ხოლმე ადამიანს... „ლარიოკი“ არის ფარდული, სადაც რაღაც ისეთი იყიდება, რაც პატიმრისთვის შეღავათის მიმცემია. მაგალითად, ჩაი, „პრიანიკი“, „პავიდლო“, უფილტრო სიგარეტი და ეგეთი რამეები. პატიმარს რაღაც თანხა გამოწერილი აქვს. „ასობში“ ეს თანხა იყო ოთხი მანეთი და რეჟიმის სიმსუბუქის მიხედვით მაღლა იწევდა. იყო ხუთი, ექვსი და შვიდი მანეთი. გარდა ამისა, „ხაზეინი“ სამ მანეთს იძლეოდა დამატებით, თუ ბრიგადა ას ერთი პროცენტით შეასრულებდა გეგმას. „ლარიოკში“, როგორც წესი, ოფიცრის ცოლი ზის. „ასობში“ დიდმკერდიანი თეთრი ქალი იჯდა. დავუშვათ იყიდდი ჩაის, მოსაწევს, კიდევ რაღაცას და ხურდა უნდა დაებრუნებინა თხუთმეტი-ოცი კაპიკი, ამის სანაცვლოდ დეკოლტეს უფრო დაბლა ჩაიწევდა და ვითომ გაიხუმრებდა, აჰა, 20 კაპიკისა ჩაიხედეო.

– შენც იხედებოდი? – ეშმაკურად იღიმება ფისუნია.

– ვაა, ვიხედებოდი არა... მე კი არ ვიხედებოდი, თვითონ ჩაიწევდა და, თუ გინდა ჩახედავდი, თუ არა და – არა.

– გამომიხვედი ახლა შენც, რა, უმწიკვლო...

– გოგო, ძუძუებში ჩახედვა მეჭირვებოდა? ისედაც შუბლში ვირტყამდი...

– ვახ, შენი ჭირიმე, დაგიჯერე, – თმას იმშრალებს ფისო.

– ნუ დამიჯერებ, თუ მასე გინდა, – მწყინს მე.

ვიცი, ფისოს არ სჯერა, მაგრამ ნორმალური კაცისთვის, თუ ის პატიმარი ან ყოველმხრივ უფლებააყრილია, ძალიან დამამცირებელია, როცა ვიღაც ახვარი ოფიცრის ბოზი ცოლი ეკაიფება. სვაბოდაზე შენით ჩააპარებ ძუძუების ღარში თვალს და გესიამოვნება, მაგრამ იქით ექთანი ფეხებს სპეციალურად განზე დგამს, რომ ბარძაყები დაგანახოს, აქეთ ეს გიშლის ძუძუ-მკერდს... კარგით, რა!

– ჩეჩენ ბიჭზე რომ გითხარი, ხომ გახსოვს. აზრზე ხარ? 14 წლიდან 42 წლამდე სულ იჯდა. ქალი თვალით არ ენახა. ნამდვილ ქალს ვამბობ, ლაგერის ქალს კი არა.

– რაზე ჩასვეს თავიდან პატარა ბავშვი, განა, რა დააშავა ასეთი?

– დედის გამო იჯდა.

– დედა რა შუაშია? – წარბები აზიდა ფისომ.

– დამაცადე, რა! დედამისი, თურმე, რაღაც პატარა მაღაზიაში მუშაობდა. ერთ დღესაც ბავშვმა სკოლიდან დედას გაუარა სამსახურში და ხედავს, რომ ორი ტიპი დედამისს ეხიპიშება. ბავშვმა მიირბინა სახლში, აიღო ორლულიანი თოფი, დაბრუნდა უკან და ორივე გააგორა. ასე მოხვდა 14 წლის ბიჭი პირველ სროკზე და წავიდა...

არხანგელსკამდე ჩამოსვლა და პატიმრის მონახულება არც ისე ადვილი იყო, მაგრამ ჩამოდიოდნენ ცოლები, შეყვარებულები, და-ძმები, მშობლები. ერთი რუსი ბიჭი იყო, რომელსაც ცოლმა და დამ ჩამოაკითხეს, სამდღიანი „სვიდანია“ ჰქონდათ. იცი, რა ცუდი შეგრძნება იყო „სვიდანიის“ ოთახში? კედელზე იყო ზარი. მერე რა, რომ დავუშვათ დედასთან ერთად ხარ, იქნებ გაექაჩე ქალს დანატრებული? დააჭერს ზარს ხელს და მოვარდებიან. ჰოდა, ამ რუსის ბიჭს რაღაცეები მივეცით იმ მოტივით, რომ თავისი და ჩეჩენისთვის ეთხოვებინა. თვითონ რეაქცია არ ჰქონდა. ერთი პრობლემაა – ჩემი და თუ დამთანხმდებაო. რუსის გოგოა, რა, კავკასიელს კიდევ რაღაც თავისებური ხიბლი აქვს... ჩეჩენი კამერაში რომ დაბრუნდა, განმარტოვდა და ხმას აღარ იღებდა. წესი არაა, გამოკითხვა დაუწყო კაი ბიჭს, თუ რამის თქმა უნდა, თვითონ იტყვის. გავიდა ორი დღე. ზის ისევ ჩუმად. მესამე დღესაც რომ არ ამოიღო ხმა, უკვე მივეჭერი, მეთქი, რა იყო! ძლივს ამოღერღა, რატომ დამღუპეთო. ე, დავიცენტრე! მეთქი, ბიჭო, რა იყო, თქვი, რა! ეს რა ყოფილა ქალი, რა წლები დამიკარგავს, ეს მცოდნოდა, დედაჩემის დედაც, თუ გინდა, თავზე დაემხოთ იმ ტიპებს ყველაფერიო... ტიპს ცხოვრების მიზანი გაუჩნდა, სვაბოდაზე დაიწყო ფიქრი. ქალს დიდი ძალა აქვს, თუ ქალია...

ლენინგრადის „კრესტებში“ რომ ვიჯექი, შემოაგდეს ტიპი. შევხედე და ნაცემია. სიმპათიური რუსი ბიჭი იყო, ვანია რომ არ ეთქმის, ისეთი. ტიპი ზის და ჭერს მისჩერებია. გამოველაპარაკე. მომპარავი აღმოჩნდა. ვიფიქრე, ალბათ, პირველად ზის და დამანდრაჟებულია, ფსიქოლოგიურად უჭირს-მეთქი. ტიპმა, მეორე სროკზე მიშვებენ, პროსტო, იმას ვფიქრობ, ასე არიფულად რატომ ჩავვარდი, ვინ მიბოზაო და მომიყვა რანაირად ააგდეს. პადელნიკებზე ეჭვი არ ჰქონდა, მაგრამ იმასაც ვერ იგებდა, როგორ გაუსკდა საქმე. მოკლედ, კაი ტიპი აღმოჩნდა. მე თავიდან ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ რანაირადაც კი შევამოწმე, ყველანაირად სუფთა იყო. მე არაფერს მეკითხებოდა, ერთი ის მკითხა, შენი აქცენტით თუ ვიმსჯელებ, კავკასიელი არ ხარ, მაგრამ გარეგნობით მაგრად ჰგავხარ, ვინმე ხომ არ გყავდა წინაპრებში კავკასიელიო. მე ვუთხარი, რომ ქართველი ვარ. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი უკითხავს. ბოზები, როგორც წესი, იქით ცდილობენ რამე გამოგტყუონ და ათას რამეს გეკითხებიან ირიბად, ამას, პირიქით, ძალით ვაგლეჯდი სიტყვებს. საქართველოო, რომ გაიგო, გაუხარდა. ერთი-ორი ისეთი ტიპიც დამისახელა თავის ახლობლად, რომ გამორიცხული იყო, თვითონ ვიღაც გოთვერანი ყოფილიყო. თურმე, მოიცა, ჯერ სადა ხარ! მე მსმენელის როლში ვარ, რა, არავინ არაფერს მეკითხება. მევასა ტიპი! რამდენი დღეა ხმის გამცემი არავინ იყო და ვერთობი, რა. გარეთ რა ხდება-მეთქი. რაღაც ბანდა აუგდიათ, მეტი არაფერი ვიციო. მეთქი, ჰოო, გასაგებია... დაღამდა, მძინავს. სიზმარში თბილისს ვხედავ, ჩემს ეზოს და... ეს რა არის, ტო?! პედერასტი მომცუცქებია და მინეტზე მეჩალიჩება. მე იქ იმას ამბავი დავაწიე... „ძაღლები“ სტარტზე კი იყვნენ, მაგრამ, სანამ ისინი შემოვარდებოდნენ, ჩავპიზდე, მაგრამ „ძაღლებმა“ რომ მისი ხელიდან გაგდებინება დააპირეს, ახლა „ძაღლებს“ დავცხე... მოკლედ რომ ვთქვა, „კრესტებიდან“ თავი ამომაყოფინეს ლებედევის ქუჩაზე, კვლევით ინსტიტუტში, იმის გასარკვევად, შეურაცხადი ვარ თუ არა. ორი ნემსი ბეჭში გამიკეთეს გაკოჭილს, ორიც დუმაში და დამაგდეს ლოგინზე. მომცა სიცხე, 41 გრადუსამდე ავიდა, მგონია ვდებილდები, მახტუნავებს საწოლზე ისე ვკანკალებ, არადა, გონებაზე ვარ. სამ დღეს, ასეთ ტანჯვაში ვიყავი, ნახევრად დებილი ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ამ დროს ეს ნაბიჭვრები მაკვირდებოდნენ, აბა, რას მოვიმოქმედებდი. რა უნდა მოვიმოქმედო, მე, რა, ვამბობდი რომ შეურაცხადი ვიყავი? თქვენ ამბობთ... სამ დღეს ვიტანჯე და მერე გამოვიდა, ალბათ, ორგანიზმიდან... ეს სადიზმია... ალბათ, ამიტომ ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის.

– ფისო, რამე ცივი და გაზიანი მომიტანე, რა!

– რაზე ფიქრობდი?

– არა, ისე...

– ისე, შენ არ ჩუმდები, – ტუჩის მარჯვენა კუთხეს მაღლა სწევს ფისო.

– კარგი, რა, ფისო, ცუდი მოგონებები ხომ არიან, არა?

– არიან, რა, სულიერები არიან?

– მერე – როგორი...

კაცის სული და სულიერი სამყარო მრავალწახნაგაა. კაცი ის უმაღლესი არსებაა, რომელიც ღმერთმა შექმნა „ხატად თვისად”. იგი ქრისტესმიერი და ქრისტეს სულით შთაბერილი კაი ტიპია, რომელიც უფრო ახლოსაა ღმერთთან, ვიდრე – ნებისმიერი სულიერი. კაცი ის ხეა, რომელმაც კაცობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ამტკიცოს. აბა, სხვანაირად როგორ გაირჩევი სხვა, იგივე ღმერთის მიერ შექმნილი არსებებისგან, რაშია შენი უპირატესობა... სილამაზით ნებისმიერი ყვავილი თუ პეპელა შენზე აღმატებულია, სიძლიერით მარტო სპილო და მარტორქა გეყოფა, შრომისმოყვარეობით – ფუტკარი და ჭიანჭველა, მაშ, ვინ ხარ შენ, კაცო! კაცი ვარ, კაცი! ვიღაცა სულელი, რომელსაც დაბადების მოწმობაში სქესი – მამრობითი უწერია, ფიქრობს, რომ კაცია, მაგრამ კაცია?! კაცობა ის მძიმე ტვირთია, რომელიც დაბადებიდან ბეჭებზე გაწევს, კი არ გადევს, გაწევს და ეს უნდა გაიტანო ისე, რომ შენს კაცობას ვერ შეეხონ. კაცი თავის კაცობით ფასდება.. ვა, რატომ ავიჯაგრე?.. რაღაც შინაგანი მაწვალებს და სახელს ვერ ვარქმევ...

– ფისო, არ მოგაქვს რამე ცივი და გაზიანი?

– მე ვარ ეგეთი.

– სერიოზულად გეუბნები!

– მაცადე, რა, ფიას გიკეთებ! – სამზარეულოდან გამომძახის ფისო.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3