კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფსიქოემოციური გადაძაბვა ტოქსიკური ჩიყვის განვითარებას უწყობს ხელს

ტოქსიკურ ჩიყვს ბაზედოვის დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ამ გერმანელმა სწავლულმა პირველმა აღწერა მეცნიერულად ეს დაავადება. მისი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფსიქოემოციურ გადაძაბვას. ამ დაავადების დროს, გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონების ჭარბ რაოდენობას, ორგანიზმში ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მომატებულია დაჟანგვის პროცესები, მაგრამ ამ დროს წარმოშობილ ენერგიას კუნთები და სხვა ქსოვილები ვერ იყენებენ და ის უნაყოფოდ იკარგება.

ტოქსიკური ჩიყვის დროს ადამიანი აგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, მაგრამ ფიზიკური ძალა დაქვეითებული აქვს და მუშაობა არ შეუძლია. ის უჩივის გულის ფრიალს, სხეულში სიცხის შეგრძნებას, აღენიშნება ოფლიანობა, სხეულისა და კიდურების კანკალი, სწრაფად იკლებს სხეულის წონა, თუმცა, მადა, შეიძლება, გაძლიერებულიც ჰქონდეს.

ამ დროს აღინიშნება, ასევე, თვალის ზომის გადიდება, მძიმე შემთხვევებში კი გადმოკარკვლა; ყელზე, შეიძლება აღინიშნოს შესიება ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გამო. გულისცემა გახშირებულია, მძიმე და, დროულად მკურნალობის გარეშე დარჩენის შემთხვევებში, შეიძლება, განვითარდეს გულის არითმია.

მსგავსი ნიშნები ადამიანს შეიძლება სხვა დაავადების დროსაც აღენიშნებოდეს. განსაკუთრებული მსგავსება არის ნევროზულ მდგომარეობასთან. ამიტომ არის რთული საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა. საჭიროა, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრა, ანუ სპეციალური აპარატით ორგანიზმის მიერ ჰაერიდან ჟანგბადის შეთვისებისა და ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობის გამოკვლევა. ტოქსიკური ჩიყვის დროს, ძირითადი ცვლის მაჩვენებელი მომატებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიერ იოდის რადიაქტიური იზოტოპის შეთვისების გაძლიერებას.

ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობისას ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დამთრგუნველი წამლები, ორგანიზმში რადიაქტიური იოდის სამკურნალო დოზის შეყვანა – ეს იზოტოპი თავს იყრის ფარისებრ ჯირკვალში და მის დათრგუნვას იწვევს.

მეტად გართულებული ფორმის დროს კი ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა ქირურგიული გზით.

ჩიყვის თვითმკურნალობა დაუშვებელია და სახიფათო. თუ დროულად მიმართავთ ექიმს, ტოქსიკური ჩიყვის განკურნება შეიძლება. თავის დასაზღვევად კი აუცილებელია იოდიზებული მარილის გამოყენება კერძებში.

скачать dle 11.3