კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა სიძემ სიმამრი


სიმამრის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რა იყო მკვლელობის ზუსტი მოტივი და რა ოჯახური საიდუმლო იმალება მკვლელობის უკან, ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხები არადამაჯერებელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მკვლელობის უკან რაღაც საიდუმლოა, მაგრამ, ოფიციალური ვერსიით, სიძემ სიმამრი წაგებული ფულის გამო გაიმეტა. თუმცა, ასევე ოფიციალური ვერსიით, სიძეს ჯერ სიმამრმა ესროლა.

საბედისწერო გასროლა

22 თებერვალს, სიძემ, მურმან მ-მ დაახლოებით 23:35 საათზე, სიმამრს საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის 30 მეტრი მანძილიდან ესროლა. „პარაბელუმიდან“ გასროლილი ტყვია სიმამრს თავში მოხვდა, რის შედეგადაც ომარ კ. ადგილზე გარდაიცვალა. ამიტომ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მხოლოდ ექსპერტიზა ჩაუტარდა, რითაც დადგინდა, რომ ომარ. კ-ს ზურგიდან ჰქონდა ნასროლი.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელის ვინაობა იმთავითვე გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საქმე რატომღაც „უცნობი პირის“ მიერ განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღიძრა. სიტყვა „უცნობი“ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეიცვალა სიძის ვინაობით. მასზე საქმე 109-ე მუხლით აღიძრა და ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა. სიმამრის მკვლელს მინიმუმ 15 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავება წლების განმავლობაში ვერ შეძლო. მურმან მ-ს დაკავება სულ ახლახან მოხერხდა და თაროზე შემოდებულ საქმეს მსვლელობა მიეცა. თუმცა, დაკავებულმა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო. ირწმუნებოდა, რომ სიმამრი განზრახ კი არ მოკლა, მისგან თავს იცავდა.

მკვლელობა ვალის გამო

საერთოდ, ოჯახური ტრაგედია, როგორც წესი, ეკონომიკური გაჭირვების, ოჯახური უთანხმოების ან ცოლქმრული ღალატის მიზეზით ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრაგედია ფულს უკავშირდება. რაც შეეხება ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს, საქმიდან ჩანს, რომ ეს მიზეზიც არსებობდა – ნინო და მურმანი გაყრას აპირებდნენ, იმ პერიოდში სასამართლო მათ საკითხს იხილავდა. პროცესი იმ ეტაპამდე იყო მისული, როდესაც სასამართლოს წყვილისთვის ერთთვიანი მოსაფიქრებელი ვადა ჰქონდა მიცემული, მაგრამ მკვლელობა მოხდა. არადა, ყველაზე უცნაური ისაა, რომ, მიუხედავად სასამართლო დავისა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს მაინც ხვდებოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეალურად მათ გაყრა არ ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ნინა კ. – გარდაცვლილის მეუღლე: „ჩვენს მძახლებს, განსაკუთრებით ჩვენი სიძის დას, ცოლ-ქმრის გაყრა რეალურად არ უნდოდა, მათ მხოლოდ ჩვენი ქონება აინტერესებდათ. მიუხედავად იმისა, რომ სიძე ჩვენთან ცხოვრობდა, ჩემს ქმარს სთხოვდნენ, ცოლ-ქმრისთვის ცალკე ბინა კიდევ ეყიდა. ეს იმიტომ, რომ შვილი როგორც უნდოდათ ისე ეტრიალებინათ. თვითონ ჩემი მძახალი თავის ქმარს ციბრუტივით ატრიალებდა, რადგან მათ ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა ქალებს – ცოლსა და სიდედრს ეკუთვნით.

სასამართლოში ნინოსა და მურმანის გაყრის მიზეზად ათას სისულელეს ასახელებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ჩვენმა სიძემ თქვა, თითქოს ნინოზე ეჭვიანობდა, არადა, გაყრის მიუხედავად, მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. მურმანს ჩვენს სახლში ყველა პატივს ვცემდით. მისი მიზეზით იყო, რომ ორი წელი შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. ნინო რომ დაორსულდა, სიხარულით დავფრინავდით. მშობიარობის შემდეგ შვილმა გვითხრა, რომ 40 დღე ქმრის სახლში გადავიდოდა. მისი იქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოგვიკლია, ვინაიდან ჩემმა შვილმა იქ სამუდამოდ მოინდომა დარჩენა. როგორც ჩანს, დედამთილმა შვილი „დაქოქა“ – მას რძლის გადაწყვეტილება არ მოეწონა. სწორედ ამაზე მოუხდა ცოლ-ქმარს უსიამოვნება. იყო შემთხვევები, რომ სიძე ჩვენთან რჩებოდა, ჩემს ქალიშვილს კი მის სახლში ეძინა. ნინოს ვურჩევდი, რომ ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ყოფნა არ შეიძლებოდა, ან აქეთ ყოფილიყვნენ ან – იქით, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო ურთიერთობა დაეძაბათ, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ მძახლები დაგვემუქრნენ, უფრო სწორად, სპეკულირება დაიწყეს – თქვენი შვილი წაიყვანეთ, ბავშვს ჩვენ დავიტოვებთ, შვილიშვილს არ გაჩვენებთო“.

როგორც ირკვევა, ამის გამო მშობლებმა შვილი წამოიყვანეს და სასამართლოს მიმართეს – ნინო ქმრის ბინიდან კუთვნილ წილს ითხოვდა. სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, შვილი დედას მიაკუთვნა და მამას მისცა უფლება ნებისმიერ დროს ენახა შვილი. თუმცა, რელურად წყვილი არ დაცილებულა. მურმანს შვილი სახლში ხშირად მიჰყავდა, მაგრამ, როგორც გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, ბავშვის წაყვანისას მათგან ფულს ითხოვდა – ბავშვს ათასი რამე სჭირდება, ჩვენ კი ფული არ გვაქვსო. თუმცა, დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ რეალურად, მათი სიძე ფულს კაზინოში და ქალებში ხარჯავდა. ეს ამბავი ნინომაც იცოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქმარი უყვარდა და ამ ამბავს მშობლებს უმალავდა, მეტიც, ქმრის დავალებით ის მშობლებს ფულს ართმევდა და მას აძლევდა...

ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ მიზეზით მოხდა მკვლელობა. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ქმარმა ცოლს სთხოვა, ვალის დასაფარავად მშობლებისთვის 500 ლარი გამოერთმია. ნინომ მამას ფული სთხოვა, მაგრამ იმ მომენტში ომარს მეტი ფული არ ჰქონდა და შვილს მხოლოდ 150 ლარი მისცა – იმდენი, რამდენიც ბავშვის ძიძას სჭირდებოდა. ნინომ თანხა ქმარს მისცა, მაგრამ, როცა მურმანმა ფული გადათვალა და ნახა, რომ მხოლოდ 150 ლარი იყო, განრისხდა – ვინაა თქვენი მათხოვარი, ეს რა ფულია, 500 ლარი მაქვს მისატანი და, როგორც გინდა, ისე მიშოვეო.

გამოძიების მასალებით, სახლში დაბრუნებულმა ნინომ მამას ფული კვლავ სთხოვა. ამჯერად სიმართლე უთხრა, რომ თანხა მურმანს სჭირდებოდა, რომელიც ვალის დასაფარავად უნდოდა და ვერსად ვერ შოულობდა. სწორედ ამის გამო იჩხუბა მამა-შვილმა. ომარმა ქალიშვილს უთხრა, რომ მის გარდა სხვა შვილებიც ჰყავდა შესანახი, მისი ქმარი კი ხელს არ ანძრევდა, ფული ძიძისთვისაც კი არ ემეტებოდა. ამიტომ, შვილს გამოუცხადა, რომ მისგან კაპიკს ვეღარ მიიღებდა და დაემუქრა, რომ, თუ ქმართან უნდოდა, შერიგებოდა და მის სახლში გადასულიყო, თუ არა და, ქმართან ურთიერთობა საერთოდ გაეწყვიტა.

მამის გადაწყვეტილების შესახებ ნინომ ქმარს აცნობა, ის კი დაემუქრა – როგორც გინდა, ისე იშოვე ფულიო და ვადა საღამოს 10 საათამდე მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ნინომ ყველა მეგობარს დაურეკა, ფული ვერსად იშოვა და, მას შემდეგ, რაც ქმარს ტელეფონით უთხრა, რომ მისი იმედი აღარ ჰქონოდა, ქმარმა ყურმილი დაუკიდა. მანამდე კი მუქარა დაუწყო, რომ მამამისს ამას არ შეარჩენდა. მარტო ამ თანხას კი არა, იმ ფულსაც წაართმევდა, რომელსაც მეორე შვილს უგროვებდა...

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმრის ეს საუბარი ომარ კ-მ მოისმინა და მიხვდა, რომ თანხას, რომელსაც შვილს აძლევდა, რეალურად მისი სიძე ფლანგავდა და შვილს განუცხადა, რომ ვიდრე მისი ქმარი რამეს ჩაიდენდა, თვითონ მოუღებდა ბოლოს.

როგორც სატელეფონო საუბრების ამონაწერით ირკვევა, მამა-შვილის დიალოგის შემდეგ ტელეფონით სიძე-სიმამრმა ისაუბრა და იმავე ღამეს შეხვედრა დათქვეს. თუმცა, ადგილზე ორივე იარაღით მივიდა. რა საუბარი შედგა მათ შორის, უცნობია, მაგრამ, თვითმხილველთა თქმით, ჯერ სიმამრმა ესროლა სიძეს, თუმცა პირველი გასროლა სხვა მხრიდან გაიგონეს. როგორც ჩანს, სიმამრს სიძემაც სროლით უპასუხა და ოთხი გასროლიდან ერთი ტყვია თავში მოარტყა...

გარდაცვლილს რომ იარაღი ნამდვილად ჰქონდა და გასროლა მოახდინა, ეს უდავოდ დადასტურდა, რადგან, მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ არა მხოლოდ „პარაბელუმის“, არამედ, „მაკაროვის“ ვაზნებიც ამოიღო...

არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სასამართლო პროცესზე. ბრალდებული, რომელიც პოლიციამ ბოლნისში დააკავა, ირწმუნებოდა, რომ იმ ღამეს თავს იცავდა. ამის დასტურად მოჰყავდა გარემოება, რომ მან ერთ-ერთ ამბულატორიას მიმართა, რადგან, მისი თქმით, დაჭრილი იყო. მართლაც, სასამართლოზე მისმა ადვოკატმა ამბულატორიიდან გაცემული ამონაწერი (დოკუმენტი ბეჭდის გერეშე იყო რაც მის სიყალბეზე მიანიშნებდა) წარმოადგინა, სადაც ეწერა, რომ მკვლელობის დღეს მურმან მ. იქ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

სასამართლომ მისი ვერსია არ გაიზიარა, რადგან, როგორც განაჩენშია ნათქვამი: „თუ მართლაც დაჭრილი იყო, რატომ მაშინვე არ თქვა, რატომ არ ჩაბარდა პოლიციას, ანდა, რატომ დაემალა გამოძიებას? ასეთ შემთხვევაში მურმან მ. დაამტკიცებდა, რომ ნამდვილად თავს იცავდა“. ამასთანავე, სასამართლოზე გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც განსასჯელი იმ ღამეს ნახეს, მაგრამ, მათი თქმით, მას არაფერი სჭირდა.

პროცესზე განსასჯელის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მურმან მ-ს დანაშაული მხოლოდ იარაღის ტარება იყო და მარტო ამისთვის უნდა დაესაჯათ, მაგრამ სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა და განსასჯელს მკვლელობისთვის 10, ხოლო იარაღის ტარებისთვის 3 წელი, ანუ, სულ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ერთადერთი, რაც სასამართლომ არ გაიზარა, 109-ე მუხლი იყო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს). ვინაიდან იარაღი გარდაცვლილსაც უდავოდ ჰქონდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორივე მხარეს შურისძიება ამოძრავებდა. ამიტომ, 109-ე მუხლი 108-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა (აღნიშნული მუხლიც განზრახ მკვლელობაა, მაგრამ, მისი სანქცია შედარებით დაბალია).

რა მოხდა რეალურად? განაჩენის მიუხედავად, ბევრი დეტალი ბუნდოვანია. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აცხადებს, რომ, ადრე თუ გვიან, ეს საქმე დაიშლება და სხვა მიმართულება მიეცემა. მანამდე კი არსებობს ვერსია, თითქოს სიძე-სიმამრს „საერთო ბიზნესი“ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ ავალდებულებდა სიძე სიმამრს ფულის გადახდას, მაგრამ, რა ბიზნესზეა საუბარი, გაურკვეველი დარჩა. უტყუარად მხოლოდ ის გაირკვა, რომ მურმან მ-ს ვალი არა 500 ლარი, არამედ 12 ათასი დოლარი ჰქონდა. თუმცა, ამ საკითხზე ცალკე პროცესი მიმდინარეობს...


скачать dle 11.3