კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: აპრილში მიწევს საკეისრო კვეთით მშობიარობა. დავიბადე 1981 წლის 15 ივლისს. რომელი დღე იქნება პოზიტიური სამშობიაროდ, ჩემთვის და ბავშვისთვის?

პასუხი: გეტყვით აპრილის თვის იმ დღეებს, როცა თქვენთვის სასიკეთო არ არის საკეისრო კვეთის ჩატარება. ესენია: 1, 4, 9, 13, 14, 19, 20, 21, 23, 26, 28, 29 აპრილი. ეს დღეები გამორიცხეთ, დანარჩენი კი მისაღებია თქვენთვის.

კითხვა: დავიბადე 1960 წლის 25 მარტს. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მექნება სასურველი ქორწინება, რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებული?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ დისციპლინირებული, შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ყაირათიანად ფულის მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს უნდა მიუდგეთ სერიოზულობით და გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, უნდა იყოთ ოპტიმისტი. დაეყრდენით ცოდნის ბაზას. ეს თქვენი კარმული მისიაც არის და წარმატებების მომტანიც ცხოვრებაში. სასიყვარულო პარტნიორობა კი მისაღებია თევზების, მშვილდოსნის, მერწყულის, ლომის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. პროფესიებიდან კარგია და მისაღები: ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, სპორტი, ფსიქოლოგია, ფილოსოფიის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა ფართო სფეროში. უცხოეთთან კონტაქტი თქვენთვის ნამდვილად სასურველია. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, კუნძული კრეტა, შვეიცარიის ჩრდილოეთი მხარე, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია.

კითხვა: დავიბადე 1960 წლის 24 მაისს. გთხოვთ მითხრათ, რომელი პროფესიებია ჩემთვის კარგი, რა არის ჩემი კარმული მისია, უცხოეთის რომელი ქვეყნებია მეტად მისაღები და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ მეტად იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველ-გადამნაწილებელი, ასევე, პატივი უნდა სცეთ ტრადიციებს და იერარქიულ სისტემას. დაასტაბილურეთ პროფესიონალური სფერო, ასევე, საოჯახო ურთიერთობები. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ ამისთვის, იყავით მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი, პასუხისგებით მოეკიდეთ საქმეს. ასევე, უნდა იყოთ მაქსიმალისტი. ამ თვისებების გამოვლენით დადგებით სწორ კარმულ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენთვის სასურველი პარტნიორებია: კურო, სასწორი, მერწყული, ლომი, ვერძი და თხის რქა. არ არის სასურველი ურთიერთობა თევზებთან და ქალწულთან. წარმატების მომტანი პროფესიებია: მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, ავტომატიკა, მექანიკა, კავშირგაბმულობის სფერო, სატრანსპორტო საქმიანობის ბიზნესი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, პოლიტიკა, პედაგოგიკა, მშენებლობა და საინჟინრო საქმიანობა. უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ქვეყნებიდან კი უმჯობესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე და ბელორუსია. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით შემდეგ ქვეყნებში: ბოსნია, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ისლანდია, რუსეთის ციმბირის მხარე, ჩინეთის სამხრეთ ნაწილი, სირია, ყირგიზეთი, თურქმენეთი და მაკედონია.


скачать dle 11.3