კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბომბები მკერდსა და დუნდულებში


ტერორისტი-თვითმკვლელი ქალები მალე სასიკვდილო მუხტს იმპლანტირებულ მკერდსა და დუნდულებში დამალავენ, – ასეთ გაფრთხილებას ავრცელებს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური MIS. ექიმებმა, რომლებიც ალქაიდაზე მუშაობენ, სწავლების კურსი ბრინტანეთის საუკეთესო კლინიკებში გაიარეს და უკვე მშობლიურ ქვეყნებში დაბრუნდნენ, რათა იქ გააკეთონ მსგავსი ოპერაციები. ამ კანქვეშა მუხტის აღმოჩენა ჩვეულებრივი დეტექტორებით თითქმის შეუძლებელია.

სპეცსამსახურების აზრით, ამფეთქებლად ტერორისტები გამოიყენებენ PENT-ს, რომლის გამოყენებასაც აპირებდა, მაგალითად, ტერორისტი აბდულმუთალიბი 2009 წლის დეკემბერში ამსტერდამ-დეტროიტის რეისის თვითმფრინავის ასაფეთქებლად. ამ ტერორისტმაც განათლება ლონდონში მიიღო.

ტერორისტების გეგმები მას შემდეგ გაშიფრეს, რაც გააუვნებელყვეს აბდულმუთალიბის მიერ მომზადებული ტერაქტი. მისი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სწორედ მისი ინფორმაციის დახმარებით, სადაზვერვო ორგანოებმა ჩაიწერეს ლაპარაკი, რომელიც პაკისტანსა და იემენში მიმდინარეობდა.

საუკეთესო ქირურგებმა დაადასტურეს ამფეთქებლის მოთავსების შესაძლებლობა იმპლანტანტებში. მაგალითად, PENT-ის 5 უნციაც (დაახლოებით 140 გრამი) კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გაკეთდეს მნიშვნელოვანი ხვრელი თვითმფრინავის ფუზელაჟში, რაც სალონის ჰერმეტიზაციის დარღვევასა და კატასტროფას გამოიწვევს.

ცნობილია, რომ რიგი ქვეყნების აეროპორტებში გამოჩნდნენ „გამხდელი სკანერები“, რომელთაც შეუძლიათ, აღმოაჩინონ, რა აქვს ადამიანს ტანსაცმლის ქვეშ. თუმცა, თუ ამფეთქებელი მცირე რაოდენობისაა და, თანაც, პლასტიკურ პაკეტში იქნება მოთავსებული, მისი აღმოჩენა ძნელი იქნება ჩვეულებრივი სკანერისთვის. იმპლანტანტში ჩანერგილი ამფეთქებლის აღმოსაჩენად კი რენტგენის სხივებით დასხივება იქნება საჭირო.


скачать dle 11.3