ბიოლოგიური ვაქცინაცია
იაპონელმა ბიოლოგებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები – მათ გადაწყვიტეს, მოსახლეობისთვის საშიში ინფექციის გადამტანი კოღოები მასობრივი, უფასო და უჩინარი ვაქცინაციის ჩამტარებელ „ექთნებად“ გადააქციონ. ასეთი სახეობის კოღოების მისაღებად ამჟამად ქალაქ სიმოცუკუს ძიტის უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობენ.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, სიგეტო ესიდამ განაცხადა, გენური ინჟინერიის მეთოდებით უკვე შეძლეს, მიეღოთ კოღოები, რომელთა ნერწყვი შეიცავს საშიში დაავადების საწინააღმდეგო ცილა-ვაქცინას. ამ დაავადების გადამტანები არიან სილის ქინქლები. ამ დროს ზიანდება კანი და, შეიძლება, სიკვდილი გამოიწვიოს.
ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ლაბორატორიის თაგვებმა, რომლებიც დაკბინეს გენეტიკურად მოდიფიცირებულმა მოსკიტებმა, იმუნიტეტი გამოიმუშავეს ასი დაავადების მიმართ.
ძიტის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტების მთავარი მიზანია ისეთი კოღოების შექმნა, რომლებიც მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაიტანენ, მაგრამ, ჯერჯერობით ერთ-ერთი პრობლემა ასეთი სახის ეფექტური ვაქცინის არარსებობაა. ეს კი დაკავშირებულია იმასთან, რომ მალარიის ანტიგენი, რომელიც ადამიანს იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება, ხშირად განიცდის მუტაციას.
დღეისათვის მალარიის სამკურნალოდ რამდენიმე წამალი არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის უნივერსალური. გამონაკლისია ერთი,საკმაოდ ეფექტური საშუალება, რომელიც იმდენად ძვირია, რომ მისი შეძენა ყველას არ შეუძლია. „მალარია ღარიბების დაავადებაა, იმ ადამიანებისა, რომელთა ძირითადი საზრუნავი საკვებია. მათ არ შეუძლიათ ძვირად ღირებული წამლების შეძენა. ამიტომ მფრინავი ვაქცინატორი მათთვის ხსნა იქნება“, – ამბობს სიგეტო ესიდა.
იაპონელი სპეციალისტები აღიარებენ, რომ ასეთი კოღოების შექმნისას არსებობს მორალური ასპექტი, რადგან მწერები ვაქცინას შეუშხაპუნებენ ადამიანებს მათი თანხმობისა და სურვილის მიუხედავად.