გია მურღულიას კოლექციიდან
პატარა წინდახედული მიტო მამამ ზოოპარკში წაიყვანა. მიტო ეკითხება:
– მამი, უცებ რომ ლომი გამოხტეს კლეტკიდანა და შეგჭამოს, სახლში რომელ მარშრუტკას უნდა გავყვე?
***
კახელი ძლიერ სეტყვაში მოხვდა. მიდის, თავ-პირი სულ დალურჯებული აქვს. უცებ გაიელვებს.
– ჰო, ჰო, გაუნათე, არ ამაცილოს, შენი დედაც...
***
ებრაელი მოკვდა. ახლობლები ანდერძს კითხულობენ:
„ჩემს ვაჟს, მოშეს ვუტოვებ 100 000 დოლარს, ჩემს ქალიშვილს, სარას – 50 000 დოლარს, ხოლო ჩემს სიძეს, რომელმაც მთხოვა მომეხსენიებინა ჩემს ანდერძში, ვუსრულებ თხოვნას – მშვიდობით, აბრამ”.
***
დედა აღვიძებს შვილს:
– ადექი, შვილო, სკოლაში გაგვიანდება.
– ეჰ, როგორ არ მინდა სკოლაში, იქ ისეთი საზიზღარი ბავშვები არიან და მასწავლებლებიც ისეთი აუტანლები... მათი დანახვაც არ მინდა...
– შენ მაინც უნდა წახვიდე, შვილო, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თან, მაგ სკოლის დირექტორი...
***
– არა, მე არ ვამტკიცებ, რომ დედაშენი ცუდი მზარეულია, – მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რატომ ლოცულობს ხოლმე მამაშენი ჭამის წინ.
– ეს რა ვნახე მოსკოვში, „ვოლგა“ იყიდებოდა 900 მანეთად!
– ტყუილი იქნება მაგი, ბიჭო!
– ტყუილია, მარა იაფი ხომ არის?!
***
– ვცეთ, ბიჭო, მიცვალებულს პატივი, მივაცილოთ ბოლომდე.
– გრძელი გზაა, მეზარება.
– რა გრძელია, ორი კილომეტრია სულ.
– ორი მაგისთვისაა, ჩვენთვის ოთხია.
***
– მატაციკლეტის კანტაქტები არა გაქვთ?
– არა, ეგეთი წვრილმანებით არ ვვაჭრობთ.
– კაი, მაშინ პარავოზის პერედოკი მამე!
***
– ხომ არ იცი, რამდენი გრადუსი სითბოა დღეს?
– იქნება 14 გრადუსი ჩრდილში.
– და მზეზე?
– იქამდე რა ავა, მარა ისე ექვსი-შვიდი ათასი გრადუსი იქნება.
***
გურულმა ტაქსი გააჩერა ვაგზლის მოედანზე.
– რას გამომართმევ, ძამა, ვორონცოვზე რომ გამიყვანო?
– 3 ლარს.
– კიდო ორი ჩამადანი მაქ და იმათში რამდენს გამომართმევ?
– ჩემოდნებში არაფერს.
– კაი ძამა, წაიღე აგი ჩამადნები და მე ფეხით გამევისეირნებ.
***
– სანადიროდ ვიყავი ლაგოდეხში და ორი დათვი და სამი გარეული ტახი მოვკალი.
– იცი რა, ეგეთი რამე სხვას მიუყევი.
– კაი, ერთი, ვინ დამიჯერებს?!
***
– რა სხვაობაა უცოლოსა და ცოლიანს შორის?
– უცოლოს იზიდავს ყველა ქალი, ცოლიანს კი ყველა, ერთის გარდა.
***
– რამდენი წლის ხართ, ქალბატონო?
– მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი ქალიშვილი ბაღში დადის.
– აღმზრდელად მუშაობს?