კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

ტიპმა ფული იშოვა. ცხოვრებით კმაყოფილია‚ მაგრამ ღამეები არ სძინავს. მივიდა ფსიქოთერაპევტთან:

– ექიმო‚ მიშველეთ!

– აბა‚ მიამბე‚ რაშია საქმე?

– ყოველღამე‚ დავიძინებ თუ არა‚ მესიზმრება‚ რომ დოლარებს ვითვლი: 1‚ 2‚ 3... 98‚ 99‚ მეასე კი აღარ არის. მერე თვლას ისევ თავიდან ვიწყებ, მეასე კუპიურას კი ვერა და ვერ ვხედავ‚ გაწამებული‚ ოფლში გაწურული ვიღვიძებ‚ გული ამოვარდნაზე მაქვს და ასე ვათენებ.

– იცი‚ რა, მოდი‚ ეცადე და სიზმარში ფულის ნაცვლად ცხვრები დათვალე‚ მეასე თუ არ იქნება‚ არც ინაღვლებ – ცხვრები ხომ არ გყავს.

გავიდა ერთი კვირა და ფსიქოთერაპევტს ისევ მოაკითხა კაცმა‚ სიტყვებს ძლივს უყრის თავს.

– დამშვიდდი და ისე მომიყევი‚ – უთხრა ექიმმა.

– როგორც თქვენ მირჩიეთ‚ ექიმო‚ დავიწყე ცხვრების თვლა: 1...99‚ 100. გამიხარდა‚ მაგრამ ამ მეასემ თავი მაღლა ასწია და მეუბნება:

– რა გიხარია‚ მეასე ცხვარი ვარ‚ კუპიურა კი არაო.

***

პატარა‚ ფეხმოტეხილი კუ ხეზე რის ვაივაგლახით ავიდა‚ ძლივს გაბობღდა ტოტზე‚ თათები ბაკნიდან გამოყო‚ გაშალა‚ დაიქნია და გადმოხტა. ბაკანი გაებზარა‚ მაგრამ მაინც ისევ წავიდა ხისკენ და აბობღება დაიწყო.

– მგონი‚ დროა‚ ბავშვს გავუმხილოთ‚ რომ აყვანილი გვყავს‚ – გადაულაპარაკა ხის ტოტზე მჯდარმა ერთმა ჩიტმა მეორეს.

***

სიძე ეუბნება სიდედრს:

– დედა‚ ნუ მანერვიულებ‚ შხაპის შემდეგ ისევ აივანზე რატომ გახვედი? შეგცივდება‚ ავად გახდები‚ იმედი მომეცემა და‚ როგორც ყოველთვის‚ მაინც გამოჯანმრთელდები.

***

ნაცნობები შეხვდნენ ერთმანეთს:

– აბა‚ როგორ ხარ?

– ძალიან ვნერვიულობ‚ იმდენი პრობლემა მაქვს‚ სიამაყეც დავკარგე...

– გაიხადე‚ აბა‚ ვნახოთ!

***

რაჭველი ოქროს თევზს პირველ სურვილს ეუბნება‚ მაგრამ, ვერ მოასწრო – თევზი გამოშრა.


скачать dle 11.3