კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს გერმანიაში გაცნობილ მეგობარს საქართველოში


34 წლის ტატიანა ვალერის ასული გრიბი ეძებს დაახლოებით 30 წლის ნონა გოჩაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 30 წლის ნონა გოჩაშვილს. საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჩვენ შორის კონტაქტი შეწყდა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. ნონას მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს, რომელზეც ის დასთან ერთადაა.

– ტატიანა, როგორც ვიცი, თქვენ ამჟამად რუსეთში იმყოფებით, როგორ გაიცანით ერთმანეთი? მოგვიყევით თქვენი ისტორია.

– ამჟამად მე რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ვიმყოფები. ამის გამო მეგობრის მოძებნა ძალიან მირთულდება. მე და ნონამ ერთმანეთი 2000 წელს გერმანიაში, ქალაქ ულმში გავიცანით და მალევე დავმეგობრდით. ნონას ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა და ამიტომ ჩემთვის ძნელი გადასატანია, როგორ შეიძლებოდა ასეთი ადამიანის დაკარგვა. შემდგომ ის თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა. ჩვენ დიდხანს გვქონდა მიმოწერა, რომელიც უეცრად შეწყდა 2008 წელს ცნობილი მოვლენების გამო და მას შემდეგ ნონაზე აღარაფერი ვიცი, არც მისი ამჟამინდელი კოორდინატები. როდესაც გავიგე საქართველოში საომარი მოქმედების დაწყების შესახებ, მაშინვე ნონაზე ვინერვიულე, რადგან, სოფელი, რომლიდანაც ჩემი ქართველი მეგობარი იყო, სწორედ მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობდა. ვიცი, რომ ის ტერიტორია ძალიან დაზიანდა, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ნონა თავის ოჯახთან და ნათესავებთან ერთად არ დაშავებულა. ვიცი, რომ ნონას აქვს ოჯახი და ორი პატარა შვილი ჰყავს (ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ისინი პატარები იყვნენ). სამწუხაროდ, მეუღლის სახელი და გვარი არ ვიცი.

– ნონას მისამართი თუ გახსოვთ, თქვენ ხომ მასთან მიმოწერა გქონდათ? გიცდიათ თუ არა იმ მისამართზე წერილის გაგზავნა?

– საქმეც სწორედ ისაა, რომ მართალია, გვქონდა მიმოწერა, მაგრამ ყველა ჩვენი წერილი დამეკარგა. იმ სოფლის სახელი კი აღარ მახსოვს. თუ არ ვცდები, გორთან ახლოს იყო. წერილების გაგზავნაც, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე სწორედ ამ მიზეზით. ამიტომ, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

– როგორ გგონიათ, ის თუ გეძებთ?

– როგორც გითხარით, სოფელი, რომელშიც ნონა ცხოვრობდა, 2008 წლის მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს იყო. ტელევიზიით ვუყურე და ჩემი ყურით გავიგე, რომ ის დასახლება დაინგრა. შესაძლებელია, ნონა და მისი ოჯახი ამჟამად თბილისში არიან და ღმერთმა ქნას, ასე იყოს. ჩემი უკანასკნელი იმედი ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი ფოტოა, რომელსაც გიგზავნით. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი მეგობრის პოვნაში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ, მინდა, დავრწმუნდე, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კარგად არიან.


скачать dle 11.3