კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დუბაის ხელისუფლება „დუბაი ვორლდს“ გადაარჩენს


დუბაის ხელისუფლება უმსხვილეს სახელმწიფო ფონდს – „დუბაი ვორლდს“ 9,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, რათა ამ უკანასკნელმა კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს. ამის შესახებ ეკონომიკური სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. 2009 წლის ბოლოს „დუბაი ვორლდმა“ ინვესტორებს დავალიანებების გადახდის 2010 წლის მაისამდე გადავადება სთხოვა, რასაც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე სერიოზული რყევა მოჰყვა. „დუბაის ხელისუფლება მხარს უჭერს „დუბაი ვორლდის“ ვალების რესტრუქტურიზაციას და შესაბამისი ბიზნესგეგმაც შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე თვეზეა გაწერილი“. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი. „დუბაი ვორლდი“ და მისი ნაწილი – „ნახილი“, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მუშაობს, ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხს კრედიტორებთან ერთად განიხილავს. რესტრუქტურიზაცია რამდენიმე თვე გასტანს. „ნახილმა“ 2009 წელს საკუთარი ვალების დაფარვა აბუ-დაბის მთავრობისგან აღებული კრედიტით შეძლო, რომელიც 5,7 მილიარდ დოლარს მოიცავდა. დუბაის ხელისუფლების მხრიდან „დუბაი ვორლდის“ მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დუბაის საფონდო ინდექსი 2,3 პუნქტით გაიზარდა. „დუბაი ვორლდი“ და „ნახილი“ ფინანსური ბუმის წლებში მსხვილი სამშენებლო პროექტებით, კერძოდ, ხელოვნური კუნძულების მშენებლობით იყვნენ დაკავებული. თუმცა, მათ რეფინანსირების პრობლემა შეექმნათ.




скачать dle 11.3