კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანელი ურჩი გადამხდელები ბიუჯეტში მილიარდს დააბრუნებენ


გერმანიის გადასახადების გადამხდელთა გაერთიანების თავმჯდომარის, დიტერ ონდრაჩეკის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ მონაცემთა ბაზის დისკები შეისყიდა შვეიცარიის ბანკებისგან, სადაც ზუსტი ინფორმაციაა შენახული ურჩ გერმანელ გადამხდელთა შესახებ. ონდრაჩეკის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ისინი მილიარდ ევროს დააბრუნებენ ქვეყნის ბიუჯეტში. გერმანიის ხელისუფლებას პირველი 1 400-მდე ურჩი გადამხდელის ვინაობის გაგება 2,5 მილიონი ევრო დაუჯდა. ონდრაჩეკის განცხადებით, 1 000 ურჩი გადამხდელის საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს. გერმანიის ხელისუფლების მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ 11 200-მა გერმანელმა თავად გამოხატა სურვილი, გადაეხადა გადასახადები, რომელსაც აქამდე მალავდა. საუბარია, საკმაოდ მსხვილ თანხებზე, რომლებიც შვეიცარიის ბანკებში ინახებოდა. ბოლო პერიოდში კვირაში საშუალოდ 170 ადამიანი ცხადდებოდა გერმანიის საგადასახადო სამსახურებში აღიარებითი ჩვენებით. გერმანიის ფისკალურმა ორგანოებმა ჯერჯერობით ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავეს. გერმანული პრესა წერს, რომ ხაზინაში 400 მილიონამდე ევრო დაბრუნდება. თუმცა, ონდრაჩეკის მონაცემებით საუბარია გაცილებით დიდ თანხაზე – მილიარდ ევროზე. გერმანიის ხელისუფლება ურჩ გადამხდელთა მონაცემებიანი დისკების შესყიდვას კვლავაც აპირებს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ასეთი დისკი, რომელზეც 1 700 ურჩ გადამხდელზე იყო ინფორმაცია, ქვეყნის მთავრობას ანონიმურმა გამყიდველმა შესთავაზა.


скачать dle 11.3