„თბილისელების“ სამზარეულო
კარტოფილის კალათები
საჭირო ინგრედიენტებია: 8 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 4 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი, 200 მილილიტრი ბულიონი (კუბიკის), 2 სადილის კოვზი ზეთი, 2 ცალი ვაშლი, 2 ცალი წითელი ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, კანიანად, გადაჭერით შუაზე. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, უცხო სუნელი. მოათავსეთ ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ამოაცალეთ კოვზით რბილობი. ერთმანეთში აურიეთ რბილობი, ბულიონი, ძმარი, ზეთი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ვაშლი და ხახვი. ამოავსეთ კარტოფილები და მორთეთ ხახვის რგოლებით.