კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიჯი ტყუილში გამოიჭირეს


„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი უეინ ბრიჯი მორიგ სკანდალში გაეხვა. ჯერ იყო და უეინს ცოლი თავისმა მეგობარმა, „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ გაუბახა, ახლა კი ბრიჯს ისევ მეგობარმა უღალატა.

როგორც ირკვევა, უეინს მეგობრების წრეში უთქვამს, მოღალატე ცოლი რაში მჭირდება, ამერიკელ მოდელს, კიმ კარდაშიანს ვყვარობ და როცა მაიამიში დასასვენებლად ჩავდივარ, მუდამ მის გვერდით ვნებივრობო. კარდაშიანი უბრალო ვინმე არ გეგონოთ, შტატებში ძალიან პოპულარული და დაფასებული ქალია. ჟურნალისტები მაშინვე მასთან გავარდნენ.

„არასოდეს დამიმალავს ვინმესთან ურთიერთობა და არც ბრიჯთან დავმალავდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მას უბრალოდ, არ ვიცნობ. ასე ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ ჩემთან ერთობა, მაგრამ ყველას ნუ დაუჯერებთ. თუ უეინი მაიამიში ჩამოდის, შეუძლია, გამიცნოს. მისი სურათი ვნახე და საკმაოდ სიმპათიურია“, – განაცხადა კარდაშიანმა.

ბრიჯმა კი აღნიშნა, რომ მეგობარს უბრალოდ გაეხუმრა. მან კი ხმაური ატეხა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

სხვათა შორის, ყოფილი ცოლი ბრიჯს ალიმენტის სახით თვეში ოცი ათას ფუნტს სთხოვს, მაშინ, როცა ფეხბურთელი მხოლოდ სამი ათასის გადახდაზეა თანახმა. ამ საკითხზე სასამართლო ზაფხულში გაიმართება. ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 88 ათასი გირვანქაა.


скачать dle 11.3