სერენამ აიწყვიტა
მაიამიში „სონი-ერიქსონის“ ტურნირზე გამარჯვება პრესტიჟულად ითვლება და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებიც იქ შეიყარნენ. მაიამიში ჩავიდა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი – სერენა უილიამსიც, მაგრამ რად გინდა, მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, აქაოდა, დასვენება მჭირდებაო და ოკეანის სანაპიროს მიაშურა.
ამერიკული პრესის ცნობით, მას შემდეგ, რაც უმცროსი უილიამსი ზანგ რეპერს დაშორდა, დეპრესიაში ჩავარდა და მამაკაცებს ერთი-მეორის მიყოლებით იცვლის. ახლაც, იგი მაიამიში ახალ მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა და მასთან ერთად ერთობა. ჩოგბურთმა კი დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლა.