უნახავმა სახლი ნახა
კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ფორვარდმა არტიომ მილევსკიმ თავისი მეგობარი გოგონა გამოაჩინა. ივანა მელაი მართლაც საუცხოოდ გამოიყურება, მაგრამ მისი გამოხდომები უკრაინული ბომონდის კრიტიკის ობიექტი გახდა. ივანამ ცოტა ხნის წინ არტიომის ფულით კიევის ცენტრში სახლი იყიდა და მუდმივად ამის შესახებ საუბრობს.
„სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. ყველაზე მეტად კი ის მომეწონა, რომ მას მაღალი ჭერი აქვს. სამზარეულოში კი სპეციალური საკიდია, სადაც დანების დამაგრება მაგნიტით შეიძლება. ეს ნამდვილი საოცრებაა, სხვაგან არსად მინახავს. სამზარეულოში ტრიალი მიყვარს და დანა მუდმივად მჭირდება. ჯერჯერობით რემონტის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ, როგორ მოვაწყო იქაურობა“, – განაცხადა ივანამ.
სხვა ფეხბურთელების ცოლებმა კი ირონიული ღიმილით აღნიშნეს, რომ სამზარეულოში ტრიალი არ სჭირდებათ, რადგან მეორე ნახევრებთან ერთად რესტორნებში დადიან. კიევის ცენტრში სახლს კი გარეუბანში, ტყეში ჩაფლული ვილა ურჩევნიათ.