ოლიმპიადას კიოლნი უმასპინძლებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველი არ მალავს, რომ ჰომოსექსუალია და საზოგადოებაში თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ჩნდება ხოლმე. ჰოდა, მისი ინიციატივით, წელს გასამართი გეიოლიმპიადა კიოლნში გაიმართება. გერმანიის მთავრობამ ამაზე თანხმობა უკვე თქვა და ზაფხულში, უფრო ზუსტად კი 31 ივლისს კიოლნს 12 ათასზე მეტი ჰომოსექსუალი სპორტსმენი ჩააკითხავს.
„ამით ყველას კიდევ ერთხელ დავანახვებთ, რომ ჩვენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ“, – განაცხადა ვესტერველმა.
ოლიმპიადის რა მოგახსენოთ, მაგრამ გასახდელში ამბები დატრიალდება...