კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულის სიღრმეში

მოდი, ჩავწვდეთ მამაკაცის სულის სიღრმეებს და გავიგოთ, რა ხდება, მის ყველაზე შორეულ „ხვეულებში“:

ამბობენ, რომ ძნელია, გაუგო მამაკაცს. კიდევ უფრო ძნელია, მოიგო მისი გული. მაინც, როგორი უნდა იყოს ქალი, რომ მოხიბლოს ძლიერი სქესის დიდი უმრავლესობა, იქცეს მათთვის ერთადერთ და სასურველ ქალად?

რა თქმა უნდა, სიყვარული სპონტანური პროცესია, მაგრამ რაღაც კანონზომიერება მაინც არსებობს. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, მამაკაცების დიდი უმრავლესობა ქალის გარეგნობაზე „ებმება“. პრიორიტეტი ენიჭება თვალებს, აღნაგობას, თმას. მკერდი და ტუჩები მხოლოდ მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. თუმცა, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მაშინვე კარგავენ ჭკუას ქალის გამობურცული ტუჩების დანახვაზე. მაგრამ ბედი ყოველთვის ლამაზმანებს არ სწყალობს. ასე რომ იყოს, ულამაზოები გაუთხოვრები დარჩებოდნენ, ზოგჯერ ულამაზო ქალს ლამაზზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს. მაშ, რა ხდება?!

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მამაკაცი სულის სიღრმეში თანამოაზრეს ეძებს. ქალს, რომლის იმედიც ექნება ყოველთვის და ყველაფერში. ამიტომაც გრძელვადიანი პარტნიორობისთვის ძლიერი სქესი უკვე ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარეგნულ მონაცემებს. სამაგიეროდ, ძალიან აფასებს ინტელექტს და იუმორის გრძნობას. დიახ, სწორედ იუმორის გრძნობას აფასებენ მამაკაცები, ტოპმოდელის გარეგნობაზე მეტადაც და ეს კიდევ არ არის ყველა „ინგრედიენტი“, რომელთაგანაც „მზადდება“ მამაკაცის სიმპათია ქალისადმი. ასე რომ, თქვენს არსენალში აუცილებლად მოინახება „ინგრედიენტების“ რაღაც ნაწილი. იბრძოლეთ იმ იარაღით, რომელიც გაქვთ. შეუძლებელი არაფერია. იკეკლუცეთ, მაგრამ გონებამახვილურად და ზომიერად. ნუ შეგეშინდებათ იმ სტერეოტიპის, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. რომ თითქოს მხოლოდ ლამაზმენებს აქვთ ბედნიერების შანსი. ჯერ ერთი, არავინ იცის, ვისთვის რა არის სილამაზე. თანაც, ხომ იცით, რომ ულამაზო ქალები არ არსებობენ! სულის სიღრმეში მამაკაცებსაც სჯერათ ამის.


скачать dle 11.3