კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ მცენარეული ნიღაბი, რომელიც გამიახალგაზრდავებს და ელასტიკურსა და ხავერდოვანს გამიხდის სახის კანს.

პასუხი: ამ მიზნის მისაღწევად გთავაზობთ სამნაირ ნიღაბს:

1. 100 გრამი ოდნავ შემჟავებული, დაკეპილი კომბოსტო დაჭერით კიდევ უფრო წვრილად, კარგად გაწურეთ, შეაზილეთ 2-2 ჩაის კოვზი ხაჭო და არაჟანი და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

2. გახეხეთ 1 ცალი ვაშლი კანიანად („ანტონოვკა“), შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი, თითო სადილის კოვზი რძე და სიმინდის ზეთი, კარგად აზილეთ და წაისვით ზემოთ მითითებულ ადგილებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

3. მოაცალეთ 20-30 გრამ ნედლ პიტნას ფოთლები, კარგად ასრისეთ კოსმეტიკურ როდინში და შეაზილეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღის მკვებავი. წაისვით სახეზე სქელ ფენად. ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით და წაისვით ღამის მკვებავი.

კითხვა: ძალიან ხშირად, სახის კრემების ანოტაციაში წერია, რომ ეს პროდუქტი არ არის ცხიმიანი და განკუთვნილია შერეული ან ცხიმიანი კანის მოსავლელად. როგორ უნდა დავრწმუნდეთ (შევამოწმოთ), მართალია თუ არა ეს?

პასუხი: ანოტაციის სისწორის დასადგენად, უნდა შევამოწმოთ, რა კომპონენტები შედის მასში. ეგრეთ წოდებული ემულსიური, არაცხიმიანი კრემი უნდა შედგებოდეს თაფლის სანთლის, აბუსალათინის ზეთისა და სპერმაცეტისგან (სასურველია, მასში არ შედიოდეს ლანოლინი). ასეთი კრემების შემადგენლობაში 80 პროცენტი წყალია.

კითხვა: როგორც ვიცი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე მავნებელია როგორც საერთოდ ჯანმრთელობისთვის, ისე სახის კანისთვის. რომელი სასმელი უფრო მეტად უწყობს ხელს ქოლესტერინის მატებას – ყავა თუ ჩაი?

პასუხი: ისრაელის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში ქოლესტერინის მატებას ხელს უწყობს ყავის ჭარბად მიღება, ჩაი კი (განსაკუთრებით – მწვანე ჩაი), პირიქით – ქვემოთ სწევს ქოლესტერინს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ მისი დღეღამური ნორმა არ აღემატება 3 ჩაის ჭიქას. მთლიანობაში კი ამ ორივე სასმლის ჭარბი რაოდენობით მიღება ნეგატიურად აისახება სახის კანზე: ადუნებს მას და, შესაძლოა, კანის ანთებაც კი გამოიწვიოს.

კითხვა: ეს ბოლო ხანებია, შევნიშნე, რომ ყელზე კანი მომიდუნდა და თითქოს წვრილმა ნაოჭებმაც იჩინა თავი. რას მირჩევთ?

პასუხი: პირველ ყოვლისა, ძილის დროს თავს ნუ დადებთ მაღალ ბალიშზე. გარდა ამისა, კვირაში 2-3-ჯერ რეგულარულად შეიზილეთ ზეითუნის ზეთი ან კოსმეტიკური რძე, მერე 1 მუჭა მარილი ოდნავ დანამეთ და წრიული მოძრაობით წაისვით ლავიწიდან ნიკაპამდე, ვიდრე კანი ოდნავ არ გაწითლდება. ამის შემდეგ საჭიროა ცხელი კომპრესი: ოთხ-ხუთ ფენად გაკეცილი დოლბანდი დაასველეთ ცხელ წყალში გაზავებულ რძეში (პროპორციით – 1:1). ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, შემდეგ შეისხით ცივი წყალი და წაისვით მკვებავი.

კითხვა: რა იწვევს იდაყვების გაუხეშებასა და მოყვითალო ლაქების გაჩენას?

პასუხი: იდაყვების გაუხეშებას, მოყვითალო-მოყავისფრო ლაქების გაჩენას მათ ზედაპირზე, გამოშრობასა და აქერცვლას, ძირითადად, იწვევს A ვიტამინის ნაკლებობა ან მაგიდის უხეშ ზედაპირზე ხშირი დაყრდნობა. ასეთ შემთხვევაში იდაყვები ყოველ საღამოს უნდა დაიბანოთ ცხელი წყლით და საპნიანი ღრუბლით ან ხაოიანი პირსახოცით. შემშრალებისთანავე შეიზილეთ ლიმონის წვენგარეული მკვებავი, გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი, 15-20 წუთის შემდეგ კი გაიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ლაქების გასაფერმკრთალებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მჟავე მაწონი, ლიმონის წვენი, წყალბადის ზეჟანგი და მათეთრებელი კრემები.

კითხვა: ხშირად მიოფლიანდება ხელ-ფეხი, განსაკუთრებით – ზაფხულში. გთხოვთ, მირჩიოთ რამე ხალხური საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

პასუხი: თქვენს პრობლემას ადვილად მოაგვარებთ, თუ ყოველ საღამოს ხელებსა და ფეხებზე გაიკეთებთ შემდეგი სახის აბაზანებს: 1 ჩაის ჭიქა მუხის ქერქს დაასხით 3 ლიტრი წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. რომ გაგრილდება, გადაწურეთ. შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა ნახარში 2 ლიტრ ცხელ წყალს და გაიკეთეთ აბაზანა. შემდეგ კი 1 ჭიქა ნახარშს დაუმატეთ 2 გრამი შაბი და 2 მილილიტრი გლიცერინი. ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ ფეხის ტერფები და ხელის მტევნები დილა-საღამოს. დარჩენილი ხსნარი შეინახეთ მაცივარში. ამავე ხსნარით შეგიძლიათ, გაიწმინდოთ სახე დღეში 2-3-ჯერ, თუ გაწუხებთ ცხიმიანი სებორეა.


скачать dle 11.3